IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება
ლილიანა
პოსტი Jan 31 2008, 03:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ყველანი ხიბლში ვართ ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა . ყველანი მოტყუებულები ვართ , ყველანი ხიბლში ვართ, ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჭეშმარიტების მიერ განთავისუფლება გვჭირდება , ჭეშმარიტება კი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე " ( სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი )
ხიბლის აზროვნების წესზე მსურს ამ თემაში საუბარი . ანუ უბრალოდ ფრაზებით მოყვანით ნუ შემოვიფარგლებით მისაუბროთ თუ როგორ მოქმედებეს ეს მდგომარეობა გულზე გონებაზე აზრებზე და ამის დასტურად მამათა გამონათქვამები მოვიყვანოთ
" ხიბლი თავიდან აზროვნების წესზე მოქმდებს , როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი მრუდდება , ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც რყვნის , შემდეგ კი , რაკი კაცია არსებას დაიპყრობს , უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს და თვით ხორცსაც წამლავს , რამეთუ შემოქმედმა იგი განუყოფლად დაუკავშირა სულს" წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი



--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Feb 18 2008, 05:45 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ,მაგრამ მთავარია ამას მივხვდეთ და გამოსწორებაზე ვიზრუნოთ.ხიბლის წარმომშობი მიზეზებიც სხვადასხვა სტატიებსა,თუ ისტორიებში ნათლად ჩანს:


[ხიბლი განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის არის გავრცელებული,
რომლებიც გარეგნულდა ეკლესიურობითა და
უფლის მოცემულ კანონთა შესრულებით გამოირჩევიან


ეკლესიური ცხოვრების გზაზე შემდგარ ადამიანს ეშმაკი ყოველი მხრიდან უგებს მახეს. ძნელი სათქმელია, რა უფრო ძნელია დაძლიო - მრუშობა, პარვა, ცილისწამება, - თუ მოერიო მათი ძლევით გამოწვეულ ამპარტავნებას. სწორედ ამ ოქროს შუალედის დაცვაა ქრისტიანის მთავარი საზრუნავი.
ეკლესიური ცხოვრებით გამოწვეული ამპარტავნების ყველაზე საშიშ გემოვლინებაზე - ხიბლზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახეოლობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი.

- მამაო, რა არის ხიბლი?

- ვფიქრობ, აჯობებს, ჯერ ორიოდე სიტყვით ცოდვის არსი განვმარტოთ. ცოდვა რელიგიური კანონების დარღვევა, ღვთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობაა. ის რელიგიური ცნებაა და მხოლოდ მათ მიმართ გამოიყენება, ვინც იღებს ქრისტიანულ კანონს, სწამს ღმერთი და მისი მაცხოვნებელი ფრთის ქვეშ იმყოფება. მას კი, ვინც ეკლესიის წიაღს გარეთაა დარჩენილი, არ ძალუძს, ბოლომდე შეიგრძნოს საკუთარი ცოდვით დაცემა და ღვთისა და ჭეშმარიტებისგან დაცილება.

ცოდვა მრავალგვარია. მათგან ზოგი აშკარაა, ზოგი - ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ სულისთვის განსაკუთრებით საშიში. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას საფუძვლად რწმენის ნაკლოვანება უდევს. სწორედ ამით გამოირჩევა ხიბლით დაცემა ყველა სხვა ცოდვისგან. ხიბლში მყოფი კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს. ეს არის სულის ყალბი, მოჩვენებითად ეკლესიური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ გარედან ჩანს მაცხოვნებელი, სინამდვილეში კი ამპარტავნების ბუდეა.

-ამპარტავნება ახსენეთ. კიდევ რომელი ცოდვები იწვევს ხიბლს?

- კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა ამ მხრივ შეუძლებელია, რადგან კაცის ცხოვრება მხოლოდ რომელიმე ერთ ემოციაზე არ არის დამოკიდებული, - ადამიანი ურთულესი ფენომენია, მისი სულიერი განცდა უკიდეგანოა, - ამიტომ, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანს ხიბლში აგდებს ცოდვათა ერთობა ან ცოდვითი მდგომარეობის გაუაზრებლობა. თუმცა ის კი შეიძლება ითქვას, რომ სიამაყესა და ამპარტავნებას უმთავრესი ბრალი მიუძღვით ცოდვით დაცემაში. ხიბლში მყოფ ადამიანს განსაკუთრებული ჰგონია თავისი თავი. ის უხვად იძლევა დარიგებებს ყოფითსა თუ სულიერ საკითხებზე, თანაც თავისი ნააზრევი ერთადერთ ჭეშმარიტებად ესახება და თანდათან ებადება სიამაყისა და სხვაზე აღმატებულობის განცდა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ამპარტავნება - ყველაზე დამღუპველი სნეულება. ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ იგია დედა ყველა ვნებისა და ცოდვისა. ადამიანს მასავით არაფერი განაშორებს ღვთისგან. ამპარტავნება ვლინდება თავისმოყვარეობით, ქედმაღლობით, თავდაჯერებულობით, ეგოიზმით, ფარისევლობით და ა.შ.

- მამაო, როგორ მივხვდეთ, რომ ხიბლში ვართ?

- საზოგადოდ, ხიბლი განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის არის გავრცელებული, რომლებიც გარეგნულდა ეკლესიურობითა და უფლის მოცემულ კანონთა შესრულებით გამოირჩევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ გარეგნულად. მრავალი მათგანი მიიჩნევს, რომ უკვე მოიწია სსრულყოფილების განსაკუთრებული ნაყოფი, რომ უკვე სასუფევლის ღირსია და ამის დასტურად ათასგვარ ნიშანს იშველიებს: სიზმრებს, ხმებს, ჩვენებებს... მოხიბლული თვლის, რომ მის გარშემო მყოფნიც მოვალენი არიან, ისმინონ მისი და მორჩილად მიიღონ მისი „სწავლებანი“.

- მაგრამ ხომ შეიძლება, მართლაც განსაკუთრებული რამ ესიზმროთ?

- რა თქმა უნდა. ასეთ დროს წმინდა მამათა სწავლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ისინი გვირჩევენ, რომ ყველა სიზმარსა თუ ჩვენებას, რაც უნდა ცხადი იყოს და უვნებლად გვეჩვენებოდეს, უნდობლად მოვეკიდოთ, არ ვიფიქროთ მასზე, არ დავუჯეროთ. მხოლოდ ასე დავიცავთ თავს ხიბლისგან.

- რას ეტყვით იმ ოჯახებს, სადაც ხატებს მირონი სდით ან იმ ადამიანებს, რომელთაც სხეულზე ჯვრები ესახებათ? და, საზოგადოდ, როგორ უნდა შევხედოთ სასწაულს?

- აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. სასწაული უფლის გაფრთხილებაა და მან ამპარტავნებაში კი არ უნდა ჩაგვაგდოს, არამედ საკუთარ თავზე დაგვაფიქროს. ყველა შემთხვევაში, სიზმარი იქნება ეს თუ ხატიდან მირონის წამოსვლა, მოძღვარს უნდა მივმართოთ და მხოლოდ მისი დარიგებით ვიხელმძღვანელოთ.

- რა როლი აკისრია მოძღვარს?

- უდიდესი. ის არის სულიერი შვილის მამა და წინამძღოლი რთულ, საცდურებით აღსავსე ეკლესიურ გზაზე. იმისთვის, რომ სწორი დარიგებები მოგვცეს, მოძღვარი თვითონვე უნდა იყოს სიბლისგან თავისუფალი. აქ დემონურ, განსაკუთრებით საშიშ ხიბლს ვგულისხმობ, თორემ ისე ყოველი მორწმუნე მცირედ მაინც არის ამ სენით დაავადებული. ამის მიზეზი საღვთისმეტყველო კანონთა არცოდნა და არასაკმაირისი საეკლესიო განათლებაა. მოძღვარი მოვალეა, ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთანავე აცნობოს სულიერ შვილს, რომ ასეთი ცოდვა არსებობს და შემდეგ მუდმივად ადევნს თვალყური მის სულიერ მდგომარეობას. სულიერი შვილის ცხოვრების ყველა სფერო მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს. ადამიანი ლოცვებსაც კი მისი მითითების მიხედვით უნდა კითხულობდეს. აქვე დავურთავ, რომ მღვდელმსახურის ყველა ქმედებას საფუძვლად სიყვარული უნდა ედოს.

- რა უწყობს ხელს ხიბლში ჩავარდნას?

- ხშირად - ის, რომ ადამიანს არა ჰყავს მკაცრი მოძღვარი, რომელიც მას თავის სულიერ დაცემას დაანახებს და ამ უმძიმესი ცოდვისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ნაცვლად ამისა, ხიბლში მყოფ კაცს გარს ის ხალხი ახვევია, ვინც ადვილად ენდობა და ღვთაებრივ გამოცხადებად ღებულობს მის მონაყოლს. ადამიანსაც, ბუნებრივია, გადაჭარბებული წარმოდგენა ექმნება საკუთარ თავზე და თავისი სულიერი მდგომარეობის მიმართ უმართებულო დამოკიდებულება უჩნდება. ამიტომ თუ დავინახეთ, რომ ადამიანი ხიბლშია, გულისტკივილითა და სიყვარულით უნდა ვამხილოთ იგი, ავუხსნათ ამ ცოდვის არსი და ლოცვით მის გადარჩენას ვეცადოთ.

- შეიძლება თუ არა, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით დავინახოთ ხიბლში მყოფობა?

- მხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით რომელიმე ცოდვაზე საუბარი ძნელია, თუმცა, ვფიქრობ, გამოცდილ თვალს არ უნდა გაუჭირდეს ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანის შემჩნევა. უწინარესად გამოცდილ მოძღვარს ვგულისხმობ, რომელსაც არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ხიბლში მყოფ ადამიანთან. მაგრამ მაინც - საუბრისას უფრო შეიძლება ამ ცოდვის შემჩნევა, ვიდრე სხვაგვარად.

- არის თუ არა ხიბლი გარდაუვალი ქრისტიანის ცხოვრებაში?

- გარდაუვალი არც ერთი ცოდვა არ გახლავთ. ღმერთმა ადამიანი უცოდველი შექმნა და სწორედ უცოდველობაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ პირველი წინაპრის ცოდვით დაცემამ თითოეულ ჩვენგანში შვა ცოდვისადმი მიდრეკილება. ხიბლიც ერთ-ერთი ამ ცოდვათაგანია, რომლისგანაც უპირველესად ის გადარჩება, ვინც სწორად გაიგებს ქრისტიანობის არსს, ვინც საკუთარ თავში ნაკლოვანებათა ძიებას დაიწყებს და არა ღირსებებისას.

- როგორ ვებრძოლოთ ხიბლს?

- ხიბლთან ბრძოლა ძნელია, რადგან საფუძვლად მას ადამიანის არსებაში ყველაზე ფესვგადგმული ვნება, სიამაყე, უდევს. მასთან შერკინება დიდ მამაცობასა და ძალას მოითხოვს. ხიბლისგან თავი რომ დავიხსნათ, საჭიროა ყველაფერში მოძღვარს დავემორჩილოთ, მივიღოთ სათანადო საღვთისმეტყველო განათლება და უფალს ვევედროთ, რომ ამ ვნებისგან გაგვათავისუფლოს.

- რომელი სათნოებები აღმოფხვრის ხიბლს?

- თუ მივიჩნევთ, რომ ამპარტავნებაა უმთავრესი მიზეზი ხიბლის გაჩენისა, შესაბამისად, თავმდაბლობა იქნება მისი წამალი. ოღონდ გულწრფელი და არა მოჩვენებითი თავმდაბლობა. ეს კი დაუღალავი შრომის, ლოცვის, საკუთარ დაცემაზე ხშირი ფიქრის შედეგია. ვევედროთ უფალს, რათა გარდამოგვივლინოს ცოდვასთან ბრძოლის მადლი და ძალა და მის წმინდა საყდართან მიახლების ღირსი გაგვხადოს.

ესაუბრა გცვანცა გოგოლაძე
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.









orthodoxy@wanex.net




---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

„არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილია“

ხშირად გაიგონებთ, ესა და ეს კაცი ხიბლშიაო. ბევრი კითხულობს, რას ნიშნავს ხიბლი. მაგრამ როგორც კი თავად ნახავს ასეთ ადამიანს, ყველაფერს ხვდება.

ხშირად კაცს სიცრუე ჭეშმარიტება ჰგონია და ისეა დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ეს განწყობა ერთიანად მოიცავს მის გულსა და გონებას.

ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო დემონები ადვილად ამყარებენ ჩვენთან ურთიერთობას, თანაც ისე შენიღბულად, რომ მათ მიერ შთაგონებული აზრი საკუთარი გვგონია, ამიტომაც ხშირად გვემუქრება საშიშროება, თითქოსდა ცხადი, სინამდვილეში კი ყალბი იდეა ან ემოციური აღტყინება მხსნელ და მადლმოსილ გამონათებად მივიღოთ.

წმინდა მამათა სწავლებიდან მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ცდუნებათა მრავალფეროვნებას და ვერაგობას ააშკარავებს.

ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, რომ დემონები ცდილობენ, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდეს კონტაქტი და ემორჩილებოდეს საკუთარ, ხშირად არცთუ ისე ცოდვილ ჩანაფიქრს. თავდაპირველად ისინი ისეთ მოქმედებას შთააგონებენ ადამიანს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა არ არის დასაძრახი, პირიქით, ხშირად კეთილშობილურიც კი ჩანს. მერე კი, როცა ნდობას და გავლენას მოიპოვებენ, ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებენ. ყოველივე ეს ცხადს ხდის, რაოდენ ვიწროა გზა განსჯისა და რა ფხიზლად უნდა მივდიოთ მას.

ერთი ბერი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ვინმე ჭაბუკი მამის ნებართვით მონასტერში მივიდა და ისე ბეჯითად დაიწყო მოღვაწეობა, რომ წინამძღვარიც კი გააოცა. მცირე ხნის შემდეგ უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. თანხმობა რომ მიიღო, უდაბნოსკენ გაემართა და იქ დასახლდა, სადაც უფალმა მიანიშნა. ექვსი წელი ისე გაატარა, ძეხორციელი არ უნახავს. ერთხელ კი მასთან ბერად გარდასახული ეშმაკი მივიდა. იმდენად საზარელი სახე ჰქონდა, რომ განდეგილი შეშინებული დაემხო მიწაზე და ლოცვა დაიწყო. რომ ადგა, ეშმაკმა უთხრა: „კიდევ ვილოცოთ, ძმაო“. ლოცვის შემდეგ ეშმაკმა ჰკითხა: „რამდენი ხანია, აქ ცხოვრობ?“ „ექვსი წელია“, - მიუგო განდეგილმა. „მე შენს მეზობლად ვცხოვრობ, - უთხრა ეშმაკმა, - თერთმეტი წელია, სენაკიდან არ გამოვსულვარ. მხოლოდ დღეს დავტოვე იგი. რადგან შევიტყვე, რომ აქვე დასახლებულხარ. ვიფიქრე, წავალ იმ ღვთის კაცთან და გავესაუბრები სულის მარგებელ თემაზე, ვეტყვი, რომ ჩვენს განდეგილობას არავითარი სიკეთე არ მოაქვს ჩვენთვის. რადგან არ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს; რომ მეშინია, თუ ამ საიდუმლოს განვეშორებით, უცხონი არ გავხდეთ-მეთქი მაცხოვრისთვის. აქედან სამი მილის მოშორებით მონასტერია, მივიდეთ იქ კვირას, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლს და ხორცს და ისევ ჩვენს სენაკებში დავბრუნდეთ“.

განდეგილს რჩევა მოეწონა და კვირას მასთან ერთად მონასტრისაკენ გაემართა. შევიდნენ ტაძარში და მლოცველებს შეუერთდნენ. ლოცვა რომ დასრულდა, განდეგილმა თავისი მეგზური მოიკითხა. ბერებმა უპასუხეს, შენ გარდა ჩვენ არავინ გვინახავსო. მიხვდა განდეგილი, რომ დემონი იყო მისი თანამგზავრი და თქვა: „ხედავ, რა მოხერხებულად გამომიყვანა სენაკიდან! მაგრამ რა საქმე მაქვს ამასთან, მე ხომ კეთილი მიზნით მოვედი აქ. ვეზიარები და უკან გავბრუნდებიო“. ასეც მოიქცა, მონასტრის ძმებთან ტრაპეზზეც დარჩა და მერეღა დაბრუნდა სენაკში.

გავიდა დრო და მასთან ისევ მივიდა ეშმაკი, ამჯერად - ახალგაზრდა ერისკაცის სახით. დაკვირვებით შეხედა და თქვა: „ის არის!“ განდეგილმა ჰკითხა: „რატომ მიყურებ ასე?“ მან უპასუხა: „ამდენი ხნის შემდეგ როგორღა უნდა მიცნო! მამაშენის მეზობელი ვარ. შენ ამა და ამ კაცის შვილი არა ხარ? დედაშენს ხომ ეს და ეს ერქვა? დას ხომ ამასა და ამას ეძახდნენ? შენი საერო სახელიც ხომ ეს იყო? დედაშენი და შენი და სამ წელზე მეტია მიიცვალნენ, მამა კი ახლახან მოკვდა და თავის მემკვიდრედ აგირჩია. სიკვდილის წინ გვთხოვა, გვენახე და გვეცნობებინა, რომ მემკვიდრეობა ჩაიბარო და შენი და მამაშენის სულის საცხოვნებლად ღარიბებს დაურიგო. ნუ დააყოვნებ, წადი, გაყიდე ყველაფერი და აღასრულე მამაშენის ნება“. „აღარ მეგების მე დაბრუნება საერო ცხოვრებაში“, - უპასუხა განდეგილმა. „თუ არ წახვალ, - უთხრა ეშმაკმა, - ქონება დაიკარგება და ღვთის წინაშე აგებ პასუხს. ხომ შეიძლება, ღარიბებისთვის დანატოვარი მემკვიდრეობა მრუშმა, გარყვნილმა ხალხმა დაიტაცოს?!“ განდეგილი შეცდა და ქალაქში დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად იქიდან მამამისი გამოვიდა. მამამ ვერ იცნო და ვინაობა ჰკითხა. შენი შვილი ვარო, მიუგო შემცბარმა ბერმა. რა მიზეზით დაბრუნდი? - ჰკითხა მამამ. განდეგილს ნამდვილი მიზეზის თქმისა შერცხვა და უპასუხა, დაბრუნება შენდამი სიყვარულმა და სიბრალულმა მაიძულაო. ის მამის სახლში დარჩა. მცირე ხნის შემდეგ კი სასიყვარულო ცოდვით დაეცა, მაგრამ არ მოინანია და შერჩა საერო ცხოვრებას.

წმინდა ეგნატეს თქმით, ბერის დაცემის მთავარი მიზეზი განდეგილობის ნაადრევი დაწყება გახლდათ - იგი ჯერ არ მომწიფებულიყო საამისოდ. იგი შენიშნავს, რომ ეშმაკი განდეგილებს ხშირად პირისპირ ეცხადება. ერთად მცხოვრებთ კი, ჩვეულებრივ, ფიქრებით ებრძვის. მიზანი ორივე შემთხვევაში ერთია - დაღუპოს ადამიანის სული.

მოამზადა ნინო კანდელაკმა
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხიბლი

როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „მეტად დიდი ხიბლია ადამიანისთვის იმის დაშვება, რომ იგი ამ მდგომარეობაში არ იმყოფება, ყველა მოტყუებული ვართ, ცდუნებულნი, ყალბ მდგომარეობაში, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს“. იმავეს ამბობს მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუკოვსკი): „თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას. გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი - უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებების გამოვლენაზეი - სევ ხიბლია, მიიღე შექება, დატკბი მისით - ესეც ხიბლია“.

ამგვარი მიდგომა ადვილი შესაძლებელია გაზვიადებულად ჩათვალონ. თითქოს ასეთ განცდებს ვინ აცდება, თითოეულის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება ისინი. სულ იმაზე თუ იფიქრე, რომ ხიბლის, ამპარტავნების გამოვლენაა ეს, შეიძლება ზედმეტად დაიძაბო, დაბრკოლდე, ზოგ შემთხვევაში მართლაც კარგად გამოგივა რაღაც, როგორ გინდა არ შენიშნო, გონება თავისთავად აკეთებს ამას, გსიამოვნებს საკუთარი სიმარჯვის დანახვა, სხვამაც თუ შეგაქო, გიხარია. ძნელია ხშირად ამ ჩვეულებრივი, შენთვის სასიამოვნო განცდების მიღმა ხიბლი დაინახო, საშიშროება იგრძნო, მაგრამ როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი მამები სულ სხვაგვარად აღიქვამენ ამას ყველაფერს და ჩვენც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, როგორც ბრძენი, გამოცდილი ხალხის მიდგომა.

მამა ალექსი (სოლოვიოვი) წერს: „არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში საკუთარი არ არის, უფლისაა. პირადი არაფერი გაგვაჩნია. როცა თავში პატივმოყვრული, ქედმაღლური აზრი მოგივა შენს შესახებ ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე ის და თან თუ მარტო ხარ, შენდა გასაგონად თქვი: „მე ვიცი, როგორი კარგიც ხარ, ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა? - და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა - ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება“.

რას წარმოადგენს ხიბლი? იგი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება, როცა ახდენენ რა თავისი შესაძლებლობების გადაფასებას, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე. თვლიან, რომ სულიერების ისეთ დონეს მიაღწიეს, იმდენი ცოდნა, გამოცდილება დააგროვეს რელიგიურ სფეროში, რომ ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი საქმეების ჩადენა, დიდი ღვაწლის აღება საკუთარ თავზე. მიიჩნევენ, რომ უფლის განსაკუთრებული წყალობაა მათთან, მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისგებლო მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ეს ხალხმა უნდა გაიგოს. გამოსაყოფია ხიბლის ორი ფორმა: ერთი - ჩვეულებრივი, არაშორსწასული, რომელიც ყველა მორწმუნესთან გვხვდება და მეორე - ამ მდგომარეობის მეტად საშიში, მკვეთრი გამოვლინების სახე. ჯერ შევჩერდეთ პირველ მათგანზე. იგი ერთგვარი სენივითაა, რომლისგანაც სიცოცხლის ბოლომდე არავინაა დაზღვეული, განთავისუფლებული, უბრალოდ სულიერების, რელიგიური გამოცდილების ზრდასთან ერთად უფრო ადვილად ატყობენ, იჭერენ ამპარტავნულ გამოვლინებებს საკუთარ თავში, გრძნობენ, ვარდებიან თუ არა ხიბლის მდგომარეობაში. უახლოვდებიან თუ არა ამ მხრივ კრიტიკულ ზღვარს.

მათგან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც უბრალო მორწმუნეთაგან, ვისაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცავს რელიგიურ წესებს, რომელს არ წარმოუდგენია, რომ მან უკვე გარკვეული სარწმუნოებრივი ცოდნა, გამოცდილება შეიძინა და ახლა სხვასაც შეუძლია ასწავლოს, დაარიგოს რაღაც, მოაქციოს ეკლესიისკენ, ჩაუთვლია, რომ მის ლოცვას უკვე ძალა აქვს და უფალი ისმენს მას, მიუჩნევია, რომ ხელეწიფება ეკლესიისთვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეებთან შეჭიდება. თავისთავად შეიძლება ისიც დაუშვა, რომ უბრალოდ, ყოველგვარი შეფარული მიზნის, საკუთარი თავის განდიდების გარეშე მოინდომო სხვისი დახმარება, რწმენისკენ შემობრუნება, ეკლესიისთვის სამსახურის გაწევა, მაგრამ ხშირად ამ განცდებს მაინც ამპარტავნული მომენტი ერევა. მოწყალება გავიღე, კეთილშობილება გამოვიჩინე, ღვთისთვის სათნო საქმე გავაკეთე, უფალი დამიფასებს, ალბათ სხვაც შეამჩნევს - გღრღნის სიამაყის ჭია და გიმახვილებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას. ერთ-ერთი გამორჩეული სქემოსანი ბერის სულიერი შვილის აღსარებაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: „მე სავსე ვარ ამპარტავნებით, გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი“. ეს სიტყვები ძალიან ბევრს მიესადაგება. მართალია, მალავენ ამ თავის გულში ნაფიქრს, ესმით რა სასაცილო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხაზი რომ გაუსვან თავის რჩეულობას, როგორი ულამაზო გამოვა სხვის თვალში, ამბობენ ქრისტიანისთვის ჩვეულ სიტყვებს მე ვინ ვარ, ერთი ცოდვილი, უძლური არსება, მაგრამ სინამდვილეში კი ეს სიტყვები სულაც არ ასახავს მათ შინაგან მდგომარეობას. თავისთვის ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ალბათ დაიგრგვინებს მართლმადიდებლურ სამყაროში მათი სახელი. ამგვარი აზრები, შინაგანი განწყობა უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კაცებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისს არც ქალები წარმოადგენენ, ზოგჯერ ასაკოვნებიც.

ადამიანი თავისი ბუნებით ამპარტავანია, მაგრამ ხანდახან მაინც მისი ეს მხარე განსაკუთრებით იკვეთება, იწევს წინ და იგი უკვე ხიბლზე მიუთითებს. ამ დროს ხიბლის მდგომარეობის ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს, ორი მხარე იქნება მეტად თვალშისაცემი. ერთი - გამახვილება, გაძლიერება საკუთარი ღირსების შეგრძნების, რომ შეგიძლია სხვას დაარიგო, ასწავლო, გააკეთო ღვთისთვის სათნო საქმენი, დახმარება გაუწიო ეკლესიას და მეორე - სწრაფვა იმისკენ, რომ ირგვლივ დაინახონ, შეიტყონ შენ მიერ გაწეული ღვაწლი, ის, თუ რას აკეთებ ხალხისთვის. იგრძნობა ერთგვარი აღტყინება, დაძაბვა, ენთუზიაზმი, ენერგიის მოჭარბება და პირდაპირ თუ არა შეფარვით მაინც ყოველნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ზოგჯერ ვითომდა სიტუაციამ მოიტანა, საუბრისას უბრალოდ ითქვა, რით არიან დაკავებულნი, უნებურად გამახვილდა მასზე ყურადღება; ხანდახან კიდევ პირდაპირ, დაუფარავად ამბობენ სათქმელს, განა რა დიდი დანაშაული და სირცხვილია, სხვამაც გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ზომიერად, არც მაინცდამაინც თვალშისაცემად იქნება ეს ნათქვამი.

მეტად ძნელია ამპარტავნებასთან ბრძოლა. შეიძლება მთელი ცხოვრება წერდე მის შესახებ, ტომები გქონდეს შექმნილი, სხვას აფხიზლებდე, მოუწოდებდე ამ ვნების საშიშროების შესახებ, მიუთითებდე მის გამოვლინებებზე, ასწავლიდე დაპირისპირებას და თავად ისე ჩავარდე ხიბლის მდგომარეობაში, რომ ვერც კი შეატყო. არავინ არის ამ მხრივ დაზღვეული, იმათგანაც კი მრევლს ვინც არიგებდა, მრავალ სასულიერო პირს მოსვლია ასე. მაგრამ ერთი რამ მაინც გამოსაყოფია, სულიერი გამოცდილება ეხმარება ადამიანს დროულად შეამჩნიოს და ებრძოლოს ხიბლის გამოვლენას თავში და თუ საჭიროა, სხვასაც შეეშველოს ამ მხრივ.

ყველანი ხიბლში ვართ, დიდი წარმოადგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ჩვენს მისიაზე ამქვეყნად, მაგრამ მაინც ცალკეა გამოსაყოფი ხიბლის შორსწასული, შეიძლება ითქვას, მკვეთრი გამოვლინების ფორმები, რომლებიც უმრავლესს შემთხვევაში მეტად სავალალოდ თავდება ადამიანისთვის. წმინდა მამები ამგვარი ხიბლის ორ სახეს გამოყოფენ. პირველი, როცა იწყებენ წარმოსახვას იმისა, რომ ხედავენ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, ცის გახსნას, ზეციური სამყაროს სურათებს, ესმით რაღაც ხმები, აქვთ ნარკომანების მსგავსი მოლანდებები, თავში მოსდით ერთი შეხედვით ბრწყინვალე, შთამბეჭდავი იდეები და ჰგორნიათ ეს უფალი კარნახობს მათ. მიიჩნევენ, რომ უზენაესმა აირჩია ისინი, რათა კაცობრიობას მათი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი, მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენათა, სიბრძნეთა შესახებ, აუწყოს რა ელით, თუ იმას არ გააკეთებენ, რასაც მისი „რჩეული“ ეუბნება. უნდა ითქვას, რომ ხიბლში მყოფის აზრები, იდეები უმთავრესად მხოლოდ მისთვის არის შთამბეჭდავი, ძალიან საყურადღებო, ბრძნული, სხვის თვალში კი ხშირად ისინი აბსურდულად, სასაცილოდ, გაზვიადებულად მოჩანან. მათი საუბარი არც თუ იშვიათად გაუგებარია, იყენებენ რაღაც განყენებულ, აბსტრაქტულ ტერმინებს, ლაპარაკობენ ქარაგმებით, ზოგჯერ მოჰყავთ ადგილები წმინდა წერილიდან, იმეორებენ ქრისტიან მამათა გამონათქვამებს, მაგრამ ყოველივე ეს საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთლიანობაში რასაც ამბობენ, უსიამოვნო, არამიმზიდველ, ხშირად გაუგებარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მსმენელს სურვილი უჩნდება, მალე განერიდოს მას. ცდუნებულის საუბარს ისეთი დაღი აზის თვითდაჯერების, ამპარტავნების, საკუთარ სიმართლეში დარწმუნების, რომ საღად მოაზროვნე კაცისთვის შემაძრწუნებელი სურათი იქმნება.

ღვთისმშობელმა მაუწყა, ანგელოზებმა განმიცხადეს, წმინდა გიორგი ვნახე ძილში და მან მითხრა - ისე წამოისვრიან, უბრალოდ იტყვიან, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი შეიძლება გაოგნდეს, ეს ვისთან მქონია საქმეო! „პლანეტები რომ ერთ ხაზზე განლაგდებიან, მაშინ დადგება ქვეყნის აღსასრული და რაღაც ხმა გარედან მკარნახობს, რომ ეს მალე იქნება. ვაი, ბედკრულო კაცობრიობავ, რომ იცოდე, რა გელოდება“ - დღევანდელი რეალობიდან აღებული ერთ- ერთი ფრაზა ხიბლში მყოფის გამონათქვამებიდან. ზოგჯერ ვხვდებით აბსურდულ მტკიცებებს, როდის რა შეიძლება ჭამოს ადამიანმა და რის მიღებას უკრძალავენ მას ზემოდან, რომ ვთქვათ შემწვარი ნივრის ჭამა შეიძლება, ხახვის კი არაფრის დიდებით. ზემოთქმული მხოლოდ მაგალითია ხიბლში მყოფის წიაღსვლების, ასეთის კი მრავლის ჩამოთვლა შეიძლება.

მათ ხშირად აქვთ რაღაც უცნაური სიტკბოების, სიხარულის, აღტაცების გამომხატველი განცდები. ეს გრძნობები ცდუნებულისა არ ჯდება, ჩვეულებრივ ადამიანურ შეგრძნებათა, ემოციათა ჩარჩოში და ესეც ხიბლში მყოფისთვის იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად წყალობს უფალი, ახლოს არის მასთან. განა უბრალო მოკვდავს შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცდები, უკვე ამქვეყნად გრძნობდეს სამოთხისეულ ნეტარებას?

ზოგჯერ ხიბლში მყოფნი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, დადიან ზამთარში ფეხშიშველნი, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს. ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა, გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ესეც ცდუნებულისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე, განა სხვაგვარად შეძლებდა კი ამას?

ეპისკოპოსს ეგნატე ბრიანჩანინოვს ხიბლის ასეთი შემთხვევა მოყავს. ერთ-ერთი პეტერბურგელი ჩინოვნიკი არასწორი გაძლიერებული ლოცვით იყო დაკავებული, და ამის გამო განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლოცვის ეს არასწორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ამ დროს სხვადასხვა ზეციურ სურათს, წმინდანს, ანგელოზს წარმოიდგენდა, რაც მართლმადიდებელ მამათა მიხედვით მეტად საშიშად ითვლება. ლოცვის ეკლესიური წესი გულისხმობს არა წარმოსახვის გახელებას, არამედ იმ სიტყვების შინაარსის ყურადღებით აღქმას, რომელსაც ვკითხულობთ. ამ დროს ზეციურ სამყაროს მკვიდრთა წარმოდგენა მართლმადიდებლური გაგებით დიდი საშიშროების შემცველია და თუ ეს უნებურად მაინც მოხდა, ასეთი წარმოდგენები უნდა განიდევნოს გონებიდან. ჩინოვნიკს გარკვეული ხნის შემდეგ სხვადასხვა ჩვენებები დაეწყო. ლოცვისას ეჩვენებოდა, რომ ხედავდა ხატებიდან გამომავალ სინათლეს, გრძნობდა წარმტაც სურნელს, პირში ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტკბოების შეგრძნება. იგი რჩევისთვის მონასტერში მივიდა და ერთ-ერთ ბერს თავის შეგრძნებათა შესახებ მოუთხრო. ბერმა აუხსნა, რომ ეს დემონური გათამაშების შედეგი იყო და ურჩია, თავი დაენებებინა არასწორი ლოცვისთვის, რაზეც ცდუნებულმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. განა შემიძლია უარი ვთქვა ასეთ მადლზე? - მიუგო მან. ბერმა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა. თავის მოკვლის სურვილი ხომ არ გიჩნდებაო? როგორ არა, დავაპირე კიდეც, უთხრა ჩინოვნიკმა, მაგრამ გადამარჩინესო. როცა ცდუნებული წავიდა, მონასტრის ძმებმა ბერს ჰკითხეს. თუ საიდან მოუვიდა ასეთი კითხვის დასმა აზრად, რაზეც მან უპასუხა: „როგორც უფლისთვის მოთქმის დროს დგება სინდისის დამშვიდების წუთებიც, რომელიც აწყნარებს მონანულთ, ასევე დემონური ხიბლის ყალბი სიამოვნებისასაც დგება მომენტი, როდესაც ხიბლი თითქოს აშკარავდება და ადამიანს თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს. ამგვარი წუთები საშინელია, მათი სიმწარე და შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთა აუტანელი. ამით ცდუნებულმა ყველაზე ადვილად უნდა იგრძნოს თავის მდგომარეობა და შეეცადოს მისგან განთავისუფლებას. ხიბლის დასაწყისი სიამაყეა, ნაყოფი კი - დიდი ამპარტავნება. ცდუნებული თვლის რა ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად თავს, უგულებელყოფს ახლობელთა გაფრთხილებებს მის დასახსნელად. ამასთან სასოწარკვეთის შეტევები თანდათან უფრო ძლიერდება და ან ფსიქიკური აშლილობით, ან კიდევ თავის მოკვლით ბოლოვდება“.

ჩინოვნიკი საბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა: - როცა დიდი სიტკბოებისგან პირში ნერწყვი მიმრავლდება, იქ აღარ ეტევა, იატაკზე მეწვეთება და ეს ცოდვა ხომ არ არისო - ჰკითხა მან ბერს. ასე ამასხარავებს, საცოდავს ხდის ბოროტი ხიბლში მყოფს.

ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: „ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღავართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.

შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემს წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მან მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა.

როცა ანგელოზი გამშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.

ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონზე მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.

ვფიქრობდი რა, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე, კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემს წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა. მიიღო უფალმა შენი მსხვერპლი, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ყოფილიყავი, საჭ


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ლილიანა   სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ   Jan 31 2008, 03:06 PM
სოფი   ნამდვილად საუკეთე...   Jan 31 2008, 04:46 PM
კანუდოსელი   აღსარების ცოდვებშ...   Jan 31 2008, 05:13 PM
სოფი   კანუდოსელი მადლო...   Jan 31 2008, 05:37 PM
კანუდოსელი   შეიძლება შენ იქ აღ...   Jan 31 2008, 05:42 PM
სოფი   კანუდოსელი მაინც ...   Jan 31 2008, 05:55 PM
neo   ??? ჰო რთულია თუმცა, ...   Feb 1 2008, 11:01 AM
ლილიანა   ჩემი აზრით სწორედ ...   Feb 1 2008, 11:33 AM
სოფი   ლილიანა ეგ არაფერ...   Feb 7 2008, 08:12 PM
sandro40   ძლივს არ ვნახე რაღ...   Feb 7 2008, 08:17 PM
solomony   მე ამპარტავნებას შ...   Feb 7 2008, 08:49 PM
სოფი   sandro40 შენ მარტო თემი...   Feb 7 2008, 11:35 PM
berishvili   მე ახალი წევრი ვარ ...   Feb 10 2008, 11:54 PM
staywhite   ცოდვა, რომელიც "ა...   Feb 11 2008, 05:25 AM
სოფი   berishvili უი,აბა რას ამბ...   Feb 17 2008, 01:10 AM
neo   საკუთარი სიკეთის დ...   Feb 17 2008, 12:09 PM
xornabujeli   ჩვენ ყველანი ხიბლშ...   Feb 18 2008, 05:45 AM
სოფი   neo ნუ შენ იმდენი ქე...   Feb 18 2008, 11:22 PM
neo   :) სოფი მე ჩემი გაჭ...   Feb 19 2008, 02:29 AM
ლილიანა   "მეზვერისადა ფარ...   Feb 19 2008, 05:14 PM
med_777   ნაწილობრივ გეთანხ...   Feb 19 2008, 05:24 PM
xornabujeli   სად მდებარეობს ეგ ...   Feb 20 2008, 04:12 AM
სოფი   წმ. მირიან და ნანას...   Feb 20 2008, 01:00 PM
neo   ამ და კიდევ შეიძლე...   Feb 20 2008, 01:59 PM
tamuna m   დავით ციცქიშვილის ...   Feb 20 2008, 04:25 PM
სოფი   ამას წინათ წავიკით...   Mar 2 2008, 08:01 PM
M.M.   თემას არ ეხება მარ...   Apr 24 2008, 05:35 PM
მნათე   ინტერესსა და ჩადე...   Apr 24 2008, 05:40 PM
Iona   მე წაკითხული მაქვ...   Apr 25 2008, 07:02 PM
nino_ni   გაოფებისთვის ბოდი...   Apr 25 2008, 08:44 PM
marine   "ხიბლის მდგომარე...   Nov 7 2015, 10:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 12:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი