"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 18 2008, 04:01 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველმა აღთქმამ სამი უმაღლესი მსახურება იცის: სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო და სამეფო.
სამეფო მსახურებისთვის აკურთხარ რა ისრაელის პირველი მეფე საული, უფალმა, მიუხედავად მმართველობის ფორმისა, ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება აკურთხა. საულს კურთხევა ღმრთის ნების აღსრულების პირობით მიეცა. ხოლო როცა საულმა უფლის მცნებები დაარღვია, ღმერთმა იგი განაგდო (I მეფ. 16,1) და უბრძანა, რომ სამეფოდ სხვა რჩეულის, მდაბიო იესეს ძის, დავითისათვის ეცხო ზეთი, რომლისგანაც შემდგომ ხორციელად მაცხოვარი წარმოიშვა. უფალმა იესო ქრისტემ, ზეცისა და ქვეყნის ხელმწიფემ, თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისას თავი მიწიერ წესრიგს დაუქვემდებარა, იგი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელსაც ემორჩილებოდა: თავის ჯვარმცმელს, იერუსალიმში რომის პროკურატორს, პილატეს უფალმა უთხრა: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზემოდამო (ინ. 19, II) და ამ სიტყვებით ყოველგვარი მიწიერი ხელისუფლების ზეციურ წყაროზე მიუთითა. ფარისეველის მზაკვრულ შეკითხვაზე, კეისრისათვის ხარკი მიეცათ თუ არა, მაცხოვარმა თქვა: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა (მთ. 22,21)." დეკ. ვლადისლავ ციპინი საეკლესიო სამართალი, 1996 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი