სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jan 30 2008, 02:07 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართველი ისტორიკოსების სია საკმაოდ ვრცელია: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი და ა.შ. და ა.შ.
ამ თემაში ვისაუბროთ ჩვენს ძველ და თანამედროვე ისტორიკოსებზე, მათ ღირსებასა და ნაკლოვანებაზე. (ნაკლოვანება იმიტომ ვახსენე, რომ ხშირად საუბარია იმაზე, რომ რომელღაც ისტორიკოსის ცნობებს არ ენდობიან ამა თუ იმ მიზეზის გამო.) მე პირადად, ამჯერად, საუბარს დავიწებ ჯუანშერზე ჯუანშერი (ივ. ჯავახიშვილი) "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ერთი მინაწერი მოიპოვება, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" შეტანილ თხზულებათა შესახებ ცნობებს შეიცავს. აქ ნათქვამია: "წიგნი ესე ქართველთა ცხორებისა ვიდრე ვახტანგისადმდე აღიწერებოდა ჟამით ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე (ესე იგი *437-438, გვ. 215) აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის წულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან"-ო (*437-438, გვ. 215). ამ მინაწერითგანა ჩანს, რომ ვახტანგისა და მის მომდევნო მეფეთა ისტორია ერთი მემატიანის დაწერილად ითვლება. მართლაც, "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგ მეფის ისტორიას განსაკუთრებული სათაური აქვს: ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა მეფისა მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტესად სხვათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა" (*293-294, გვ. 117 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება, 89). როგორც ამ სათაურიდან ჩანს, ჯუანშერს თავის ისტორიაში ჯერ ვახტანგის მშობლების შესახებ მოუყვანია ცნობები, ხოლო "შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მსახურისა მეფის" ცხოვრება და მოღვაწეობა აუწერია. თვით თხზულებაშიაც მართლაც ასეა დალაგებული მოთხრობა. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Feb 18 2008, 04:14 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯუანშერის მიერ დაწერილი „ცხორება ვახტანგ გორგასლისა“ ისეთი კილოთი არის გამსჭვალული და იმგვარ დაუჯერებელ ცნობებით არის აღსავსე, რომ ზღაპარს უფრო მიაგავს, ვიდრე ნამდვილ ისტორიას. ამიტომ გასაოცარია როდესაც ბ.თ. ჟორდანია ამბობს: თჳთ ვახტანგის ცხოვრება ისე დაწვრილებით არის მოხსენებული რომ მემატიანე თანამედროვე უნდა იყოს და თვითმხილველი მოთხრობილისა“-ო. მან კარგად იცის, რომ „ცხორება“-ში რამდენიმე ქრონოლოგიური შეუსაბამობაა და მათ შორის ცნობა პაჭანიგების შესახებ, მაგრამ იმას ჰგონია რომ ეს ამბავი „ჩაკერებულია შემდეგ დროებში“, მხოლოდ როდის, ეს კი ვერ გაუკრვევია იმიტომ, რომ „უტყუარი საბუთი არა გვაქვს იმისი, თუ როდის მოხდა გადასახლება პაჭანიგთა ყუბანის მდინარიდან დნეპრის ხეობაში“-ო. იმის საბუთად, რომ უკანასკნელი ცნობა მერეა ჩართული, ბ. ჟორდანიას ის მოსაზრება აქვს მოყვანილი, რომ ეს ცნობა ქართლის ცხოვრების სომხურ თარგმანში არ მოიპოვებაო. მაგრამ ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანი საბუთად არ გამოდგება იმიტომ, რომ იგი ქართული დედნის შემოკლებული თარგმანია და იქ ბევრი სხვა ცნობებიც არის შემოკლებული, ან მთარგმნელისაგან უნდა იყოს გამოტოვებული.
ზემოთ ვნახეთ, რომ პაჭანიგებს გარდა სხვა ანაქრონიზმებიც მოიპოვება ჯუანშერის თხზულებაში. ამას გარდა ცხორების მთელი მოთხრობაც არსად არ შეიცავს იმდროინდელ აღმოსავლეთ საქართველოს უტყუარს სურათს და თჳთმხილველობისა ხომ ნიშნაწყალიც არ ეტყობა. პირიქით, რაც უფრო ავტორი თავის დროს უახლოვდება, მისი ცნობები თანდათან უფრო და უფრო შინაარსიანი ხდება, თუმცა-კი აქაც მოთხრობას ნათლად ემჩნევა, რომ ავტორი ჯუანშერი არც ამ ხანის თანამედროვე ყოფილა. ჯუანშერს როგორცა ჩანს სპარსული უნდა სცოდნოდა. მის თხზულებაში მოყვანილია ერთი სპასრული წინადადება და მისი ქართული თარგმანი: რაკი სპარსელებს ვახტანგ გორგასალის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეეძლოთ, „ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „დურ აზ გორგასარი“ რომელ არს ესე „მიჰრიდეთ თავსა მგლისასა“ და მის მიერ სახელ ედვა ვახტანგ მეფესა გორგასარი“. ავტორი საზოგადოდ უხვად სარგებლობს სპარსულ-ასურული აზროვნებით გამსჭვალულ ზღაპრულ „ნებროთის წიგნი“-თ, რომელშიაც მოთხრობილი ყოფილა, რომ მიქელ-ანგელოზი „ნებროთს ენითა სპარსულითა“ ელაპარაკებოდა, ხოლო „პირველი ენა ასურებრი იყო“-ო. ჯუანშერს სპარსულის გარდა შეიძლება ცოტად მაინც ბერძნული ენაც სცოდნოდა, იმიტომ რომ იგი სარკინოზების სახელს ბერძნულის საშუალებით სარას ძაღლად სთარგმნის: „უფალმან მისცა აღმოსაველთი და სომხეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი [მისი] სარას ძაღლი“-ო, თუმცა სარკინოზების სახელს ამგვარად მაშინ ყველანი სთარგმნიდნენ. ამიტომ შეიძლება ჯუანშერს ეს აზრი ზეპირად ჰქონოდა შეთვისებული. საყურადღებოა ჯუანშერის თხზულებაში მოყვანილი ცნობები მსოფლიოს, განსაკუთრებით ცის აგებულების შესახებ: ნებროთზე იქ ნათქვამია, რომ მას „ენება რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი, ხოლო ვითარცა განვლო საზღუარი ჰაერისა და შევიდა საზღუართა ვარსკულავთასა, ვერღარა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი, რამეთუ მუნითგან ვინმე არს ჴელმწიფება ცეცხლისა ეთერისა მის, ეგზების მძაფრად სამყაროს ქცევისაგან“-ო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ჩვენი ისტორიკოსები Jan 30 2008, 02:07 PM
marine ჯუანშერის "ისტორ... Feb 1 2008, 12:32 PM
marine ჯუანშერის თხზულებ... Feb 11 2008, 06:24 PM
marine იმ მცირეოდენ წყარო... Feb 26 2008, 12:14 PM
marine "ლაშა-გიორგის დრო... Apr 29 2020, 05:22 PM
marine "ლეონტი მროველი, ... Feb 28 2022, 06:16 PM
marine "XIX ს-ის და XX ს-ის და... Mar 6 2022, 06:55 PM
marine "ვახუშტი ბაგრატი... Mar 7 2022, 12:50 PM
marine "დიაღ, ბროსე იყო მ... Jul 5 2022, 02:29 PM
marine "თამარ მეფე ყოველ... Apr 16 2026, 07:20 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი