უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Feb 19 2008, 12:30 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
თუ ადამიანი (გოგო თუ ბიჭი) რაიმე კეთილს და სასარგებლოს ნახავს წავიდეს კონცერტი იქნება თუ "კულტურული დისკოთეკა"მაგრამ თუ სიგარეტს,ალკოჰოლს ,ნარკოტიკებს და მათ მსგავს,შიშველ მოცეკვავე ხალხს და სხვა უბედურებას გადაეყრება არ უნდა წავიდეს. სოლომონ, მე მგონი დღეისათვის დისკოთეკები სწორედ ისეთია, როგორც შენ აღწერე, ასევე კაიროსმაც აღნიშნა ამის შესახებ, თუ რა ხდება იქ. მე არასოდეს არ ვყოფილვარ და თვალით არ მინახავს (გარდა ლავ-კონცერტებისა) , მაგრამ შეფასება შემიძლია იქიდან ქუჩაში გამოსული ხალხის ქცევებით. სტრიპტიზი და ეს დისკოთეკები მართლაც მიუღებელია, თუმცა სტრიპტიზის ბარები უხვად არის თბილისში. 2004 წელს ვიყავი ერთხელ და ჯერჯერობით საბოლოოდ საქართველოში მას მერე, რაც აქ ვარ. კურსელები შევხვდით და მოვიარეთ ერთად მცხეთა,ანანურის ეკლესიები, გვიან ღამე დავბრუნდით თბილისში და რახან ერთმანეთთან ჯერ დაცილება არ გვინდოდა,გადავწყვიტეთ სადმე დავმჯდარიყავით, შემთხვევით ტელევიზიის წინ მძღოლმა ვიღაც ნაცნობი დაინახა,ახალგაზრდა კაცი და გააჩერა, რომ ეკითხა იმ ბარში რა ხდებოდა, სადაც ეს ბიჭი მუშაობდა, მან კი დაგვიდასტურა , რომ ქართული მუსიკებია და მოწვეული მცირე ჯგუფები უკრავენ. მოკლედ, შევედით და გავწბილდით, ერთი ასეთი ქართული გამოსვლის მერე დაიცყო სტრიპტიზი, ლამაზი პატარა გოგონები "მუშაობდნენ", და ჩვენს მაგიდასთან,სადაც შერეული სქესის წარმომადგენლები ვიჯექით, სრული ამ სიტყვის მიხედვით , თითქმის შიშველი უკანალი მაგიდაზე დაგვიდო... როცა მიესხა ცხელი ყავა, აი მერე სხვა სიტუაცია იყო, თუმცა იქ გამჩერებლები ჩვენ მაინც არარ ვიყავით. მე კი ძლიერ გული დამწყდა ამის ხილვით, ღმერთმა ყველას შეუნდოს და მათ შორის მეც |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი