სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
გიორგი |
Feb 19 2008, 12:22 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა ის გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც პეტრეს სთხოვა უფალმა. ჯერ ერთი პეტრე მოციქული არაპირდაპირი გაგებით სასულიერო პირადაც შეიძლება ჩაითვალოს, ეპისკოპოსები სამოციქულო მადლის მატარებელნი არიან. მოციქულების ცხოვრება ერისკაცების ცხოვრებისგან განსხვავდებოდა. "რომელმანცა მახვილი აღიღოს მახვილითავე წარწმყდეს" - ასე ჟღერს ეს გამოთქმა ძველქართულად, ანუ აქ მაინცადამაინც იარაღზე არ არის საუბარი, მახვილი ადამიანს ვერ წარწყმიდავს, ამ სიტყვებს უფრო ზოგადი დატვირთვა აქვს. ამას ემატება ისიც, რომ საინტერესოა მახვილის ამღები ვისი მახვილით უნდა შეიმუსროს?... ანუ ღვთის სამართლიანობის აღმასრულებელი "მახვილის" მიწიერი მფლობელი (მახვილით შემმუსრავი) რა სტატუსს ატარებს. ასევე საინტერესოა, რომ იოანე (ნათლისმცემელს) წინასწარმეტყველს უარყოფითად არ შეუფასებია სამხედრო მოსამსახურეები. აგრეთვე ისტორიის მიერი უარყოფითი ელემენტების შემოტანა ქრისტეანობაში არც თუ დამაჯერებლად ჟღერს, რადგან ჭეშმარიტების მატარებელი ქრისტეს ეკლესიაა - "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". მაცხოვრის ეს სიტყვები გულისხმობს ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებას ქვეყნიერების აღსასრულამდე, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კანონებით ატარებს სამართალს და ის არასოდეს არ ეწინააღმდეგებოდა სამხედრო სამსახურს. (სიკვდილით დასჯაზე კიდევ შეიძლება კამათი) გამოდის რომ უცდომელი ეკლესია არ უარყოფდა სამხედრო სამსახურს. სამხედრო სამსახურში ყოფილა მრავალი წმინდანი, რომელიც წმინდანად ეკლესიამ შერაცხა, თანაც ზოგიერთი მათგანი სწორედ ქრისტესმიერი სამართლიანობისათვის. (მრავალი მეფე, მთავარი თუ მხედართმთავარი) მსოფლიო ეკლესიისათვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი პრობლემა სამხედრო მოსამსახურეთა წმინდანად შერაცხვა, უფრო მეტიც, გაკვრითაც არ არის მოხსენიებული რომ მიუხედავად მათი არაქრისტეანული საქციელისა, რასაც სამხედროობა ჰქვია, ისინი წმინდანთა დასში შეირაცხენ სხვა გარდამეტებული საქმეთა გამო. ისე, მართალი რომ ვთქვა ჩემი ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ერისკაცმა გულხელდაკრეფილი უყუროს საკუთარი მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ისე რომ იარაღი ხელში არ აიღოს. ასეთ დროს ბრძოლაზე თავის არიდების სურვილს, ღმერთო მაპატიე და და-ძმის მკვლელის სიყვარულზე უფრო მეტად შიშს, გულჩვილობას, მხდალობას და მსგავს დამოკიდებულებებს ვუკავშირებ... არ არის საქმე ეგრე მარტივად... შოთაძე ციტატა იქნებ ამ კითხვაზე მიპასუხო ეს პოლიტიკური პრობლემაა. ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურები სახელმწიფოს უნდა ჩამოშორდნენ. ეს არც მომხდარა სადმე და არც ოდესმე მოხდება. უბრალოდ სამართლიანობის ხარისხმა უნდა მოიმატოს, საქართველოშიც და ნებისმიერ უცხო სახელმწიფოში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
შოთაძე |
Feb 19 2008, 12:31 AM
პოსტი
#3
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ციტატა "რომელმანცა მახვილი აღიღოს მახვილითავე წარწმყდეს" სამართლიანობისთვის მებრძოლ მეომარს ეწინააღმდეგება უფალი? მაშინ რა არის ჩვენი მოვალეობა თუ სამშობლოსათვის და თავი არ გავწირეთ? ნამდვილი ჯარისკაცი ყოველთვის მზად უნდა იყოს თავი გაწიროს სამშობლოსათვის და სამართლიანობისათვის! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი