სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 19 2008, 12:51 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ისე, მართალი რომ ვთქვა ჩემი ადამიანური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ერისკაცმა გულხელდაკრეფილი უყუროს საკუთარი მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ისე რომ იარაღი ხელში არ აიღოს. ასეთ დროს ბრძოლაზე თავის არიდების სურვილს, ღმერთო მაპატიე და და-ძმის მკვლელის სიყვარულზე უფრო მეტად შიშს, გულჩვილობას, მხდალობას და მსგავს დამოკიდებულებებს ვუკავშირებ... გიორგი, მე გეთანხმები. ასე რომ არ იყოს, ბევრი ერი დღეს არ იარსებებდა, მათ შორის ჩვენ. დავით აღმაშენებელი და სხვა წმინდა მეფენი, ჩვენი და სხვა ქვეყნების, ამის მაგალითნი არიან. გარდა ამისა, ოჯახს რომ გიხოცავს ვიღაც (სხვა სიწმინდეებს რომ თავი დავანებოთ) და ელოდები მისგან აღსრულებას დ აუყურებ , როგორ კვდებიან შენი ახლობლებლები, ლაჩრობაა უფრო. რამდენადაც სეგიძლია, უნდა დაიცვა, სანამ დაგცალდება, რათქმა უნდა. ნუ დავივიწყებთ ჯვრისა და ერისთვის დაცემულ ხალხს, მეფეებს, მთავრებს, რომლებიც დღეს ჩვენი წმინდანები არიან. ჩემი აზრით, პატიოსანი ჯარისკაცის საქმე შეუძლებელია არაქრისტიანულობაში გავაიგივოთ, ამით ბევრი რამის წინააღმდეგობაში მოვალთ. მე არ ვიცი, არ გამომიცდია უფლის შეწევნით, თუ შევძლებ ვინმეს სიცოცხლე წავართვა, თუნდაც აუცილებლობის ჟამს, თუმცა მაქსიმალურად რომ შევეცდები ახლობლის და თუნდაც თავის დაცვას, ეს უდაოა. ფიზიკურ მზადყოფნაში ყოფნა კი არ მიმაჩნია იყოს შეფასებული ეპითეტით: "არაქრისტიანი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი