სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
მნათე |
Feb 19 2008, 01:05 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჯერ ერთი პეტრე მოციქული არაპირდაპირი გაგებით სასულიერო პირადაც შეიძლება ჩაითვალოს, ეპისკოპოსები სამოციქულო მადლის მატარებელნი არიან. მოციქულების ცხოვრება ერისკაცების ცხოვრებისგან განსხვავდებოდა. ქრისტე უმაღლესი მღვდელმთავარია, აღარ მივბაძოთ? განა ჩვენ სამუფეო სამღვდელოება არ ვართ? რატომ არ არის მათთვის დასაშვები ის, რაც ჩვენთვის არის? გინდა თქვა, რომ ქრისტეს სწავლება, რომელიც მოციქულებს განეცხადათ, წარმოადგენს მხსნელ ჭეშმარიტებას, მხოლოდ სამღვდელო კასტისთვის? რატომ არის დაუშვებელი მღვდელთათვის სისხლის დაღვრა? მაშ, ძღვნისშემწირველთათვის (მღვდლები ხომ ჩვენც ვართ) მოვიდა ქრისტე? ციტატა "რომელმანცა მახვილი აღიღოს მახვილითავე წარწმყდეს" - ასე ჟღერს ეს გამოთქმა ძველქართულად, ანუ აქ მაინცადამაინც იარაღზე არ არის საუბარი, მახვილი ადამიანს ვერ წარწყმიდავს, ამ სიტყვებს უფრო ზოგადი დატვირთვა აქვს. არანაირი ზოგადი დატვირთვა (!) ქრისტეს საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაზე: "და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა." (მათე 26, 52) და ეს იყო სწორედ პეტრე, რომელმაც მახვილი აღმართა ქრისტეს (რომელიც არის ეკლესია) მტერზე, მაგრამ სიყვარულისა და მშვიდობის მეუფემ მიუგო მას და უთხრა: "ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება." და იქვე ამატებს: "ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც." რას ნიშნავს "შევევედრო"? ვედრება ხომ ხორცის, ადამიანის თვისებაა, როცა ქრისტე ლოცულობდა, ამით ის ჩვენ გვაძლევდა მაგალითს, ქმედების მაგალითს! დიახ, ის ამჯერადაც გვაძლევს გარემოებებში ლოცვის მაგალითს, როგორც ჯვარცმისას გვაძლევდა და როგორც გეთსიმანიაში ყოფნისას გვაძლევდა! ხომ არ გვეუბნება ამით იესო, რომ ჩვენ, როდესაც ამგვარივე საფრთხის წინაშე დავდგებით, ან საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენთვის თუნდაც ყველაზე საყვარელი პიროვნება (ქრისტე ხომ ყველაზე უფრო საყვარელი უნდა იყოს, განა ღირსია მისი ვისაც დედა, ან მამა მეტად უყვარს ღმერთზე?) უნდა ვილოცოთ? და რომ უნდა შევხვდეთ მას შეუპოვრად? ჩემი აზრით ეს ნორმაა, სხვა დანარჩენი, წარმოადგენს იკონომიურ დაშვებას... ქრისტიანთა სისუსტეს, რომელსაც ეკლესია სხვადასხვაგვარად უდგებოდა, ისტორიის სხვადასხვა ეპოსში, სხვადასხვა მღვდელმთავრისა და იერარქის დროს... ეკლესია შეუმცდარია და ის ამბობს: "არა კაც კლა!" მაგრამ თუ მოკლავ, შემამსუბუქებელ გარემოებებში, უნდა დაეცე მუხლებზე და შენი სისუსტის გამო ითხოვო შენდობა და პატიება ეკლესიისგან! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი