სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 19 2008, 01:47 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მნათე,
შენ გინდა თქვა რომ ეგ აუცილებლობა არ არის, როცა შენს პატარა შვილებს გიხოცავენ და უნდა დაიცვა? აბა არააუცილებლობით მხოლოდ მანიაკები მოქმედებენ. რათქმა უნდა, უფლის ნებაა ყველაფერი. დღეს გამუსლიმანებული ბალკანეთ-ჩრდილოკავკასიას არ ვგავვართ, ეგეც უფლის ნებაა, მაგრამ ერთ დროს ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ფიზიკურად რომ დასცლოდათ მტრის მოგერიება, დღეს ასე არ იქნებოდა. კოსოვოს ბრძოლა გაიხსენე, იქ სერბებზე არ იყო საქმე, იქ მოხდა ისტორიული ბრძოლა ორ სარწმუნოებას შორის. ამას შეეწირა სწორედ დღეს წმინდანად შერაცხული წმინდა ლაზარე, სერბების თავადი, ასევე ბევრი სხვა. ამბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა თვით ძლიერი ევროპისთვისაც: ჯვარი თუ ნახევარმთვარე. იქ ჯვრის გამო დაეცა უმრავლესობა, იმიტომ რომ აუცილებლობა იყო. წმინდა ლაზარე რომ მხოლოდ ხმლის ქნევის მოყვარული ყოფილიყო, ან ჩვენი წმინდა მეფენი თუ დაცემული ხალხი, მაშინ აზრი არ ქონია არაფერს. მიგვეშვა თათრები და ეოხრებინათ? დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ ექნებოდა მაშინ გენს და ჯიშს რომ თავი დავანებოთ. პ.ს. ქრისტეს არ უყვარდა მისი სამწყო, იმათი სახით? თუ როგორ გავიგოთ. ან გამოთქმა "თუნდაც ქრისტეს დასაცავად"? ანუ მივუშვათ და ვანგრევინოთ სიწმინდეები? როცა სხვა გზა არ არსებობს ამის დასაცავად, იქ და ისიც ომში ეს გარდაუვალია. დედა, რა კარგები ხართ თურქებო, მოდით შეგვიგინეთ ჯიში, სიწმინდე,გვიოხრეთ მონასტრები, გვიკალით ერი და ბერი, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ვერ შეგეწინააღმდეგებით.... სირცხვილი იქნებოდა უფლის წინაშე თუ არა სხვა უარესობები. Qვებით ჩაქოლილი ათასობით ბავშვი თბილისთან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი