სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
გიორგი |
Feb 19 2008, 01:48 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა მგონი სასაცილო თემა არაა... ციტატა გინდა თქვა, რომ ქრისტეს სწავლება, რომელიც მოციქულებს განეცხადათ, წარმოადგენს მხსნელ ჭეშმარიტებას, მხოლოდ სამღვდელო კასტისთვის? რატომ არის დაუშვებელი მღვდელთათვის სისხლის დაღვრა? OK. და რატომ არის ბერისათვის ცოლქმრული თანაცხოვრება აკრძალული? რატომ უშვებს ქრისტეანობა იმას, რომ ერთთათვის სქესობრივი თანაცხოვრება მადლია მეორისათვის კი მომაკვდინებელი ცოდვა? აქვს თუ არა ადგილი კასტურ დიფერენციაციას? ციტატა არანაირი ზოგადი დატვირთვა (!) ქრისტეს საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაზე: ქრისტე, როგორც ყოველთვის საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაზე, მაგრამ განზოგადებულია მისი მნიშვნელობა. უფლის ყველა იგავი რაღაც კონკრეტულ ისტორიას ეხება, მაგრამ მას სხავადასხვა დატვირთვა აქვს და მისი მნიშვნელობა მიწის მუშაკებს და გადასახადების მებაჟეებს სცილდება. ასევე საინტერესოა რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს სამართლიანი სიტყვებისამებრ მახვილის ამღებს მახვილით მუსრავს? ციტატა ეკლესია შეუმცდარია და ის ამბობს: "არა კაც კლა!" ეს არის ერთ-ერთი მცნება "ათი მცნებიდან", რომელიც ძველი აღთქმისეულია. მართალი ხარ, რომ ქრისტეანობა ძველ აღთქმასაც ეფუძნება... საინტერესოა უფალი, რომელმაც ფიქალებზე ამოკვეთილი ეგ მცნება მოსეს უბოძა სხვა მრავალ შემთხვევაში რატომ მოუწოდებს და ეხმარება თავის რჩეულ ერს (ისრაელს) ბრძოლაში და მტრის დახოცვაში? რატომ ეხმარება დავითს მტრის მოკვლაში? რატომ დაასჯევინა მოსეს უსასტიკესად კერპთაყვანისმცემლები და ა.შ. უამრავი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება ასევე უპასუხოდ დარჩა ჩემი კითხვა თუ რატომ არ კრძალავს სჯულის კანონი სამხედრო სამსახურს? ა) ცდება სჯულის კანონი ბ) სჯულის კანონი არ ცდება, სამხედრო სამსახური საეკლესიო დანაშაულია შესაბამისი ეპიტიმიით გ) სჯულის კანონი არ ცდება და სამხედრო სამსახური დასაშვებია ქრისტეანულად. თუ შენი პასუხია "ა", მაშინ განგვიმარტე უცდომელი ეკლესია რატომ შეცდა სჯულის კანონების მიღებისას ან რატომ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მაშინ, როდესაც საეკლესიო კანონიკაში მითითებულია ძალიან კონკრეტული ცოდვების დეტალიზაცია? ასევე აქვე მაინტერესებს რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტეანს სჯულისკანონთან მიმართებაში, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ქრისტე ყველა დეტალზე არ საუბრობს და რაში გამოიხატება ეკლესიის უცდომელობა თუ ჩვენ მის მიერ მიღებულ კანონებს არ ვცნობთ, ჩვენით ვმარტავთ ან თვითონ ვაყენებთ პრიორიტეტებს? თუ შენი პასუხია "ბ" მაშინ მიგვითითე შესაბამისი სჯულის კანონი, რომელიც ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეთა ეპიტიმიას, ზიარებიდან განყენებას და ა.შ.? ციტატა დანარჩენი, წარმოადგენს იკონომიურ დაშვებას... ქრისტიანთა სისუსტეს, რომელსაც ეკლესია სხვადასხვაგვარად უდგებოდა, ისტორიის სხვადასხვა ეპოსში, სხვადასხვა მღვდელმთავრისა და იერარქის დროს... P.S. იკონომია ახსენე. იკონომია ნიშნავს კანონიდან გადახვევას. მაინტერესებს, რომელი კანონიდან გადახვევის იკონომიური დაშვებაა სამხედრო სამსახურის შეწყნარება? შეგიძლია დამისახელო პერიოდი, საუკუნე ან იერარქი, რომელიც უარყოფითად უყურებდა სამხედრო სამსახურს, ჯარს და საერთოდ მხედრობას? თუ კი, მაშინ რაშია გამოიხატებოდა ეს უარყოფითი დამოკიდებულება და რომელ სახელმწიფოში იყო ამგვარი შემთხვევები... P.S.S. საინტერესოა პროფესიონალ თეოლოგთა აზრი სამხედრო სამსახურისა და თავდაცვითი ომის ქრისტეანული ხედვის შესახებ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი