სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
მნათე |
Feb 19 2008, 02:34 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა OK. და რატომ არის ბერისათვის ცოლქმრული თანაცხოვრება აკრძალული? რატომ უშვებს ქრისტეანობა იმას, რომ ერთთათვის სქესობრივი თანაცხოვრება მადლია მეორისათვის კი მომაკვდინებელი ცოდვა? აქვს თუ არა ადგილი კასტურ დიფერენციაციას? მონაზონი და ერისკაცი ერთია.. აბსოლუტურად.. ისინი თანაბრები არიან რანგსა და ხარისხში, პირველი გადის არჩევანზე - ის არ არის აუცილებლობა, და ვერც ვერასდროს იქნება.. რადგან არჩევანია! ბერისთვის რატომ არის ცოლ ქმრული თანაცხოვრება აკრძალული? უკაცრავად, რომელ აკრძალვაზე მესაუბრებით, საკუთარ არჩევანზე? ადამიანისთვის რომელსაც მონაზვნობა სურს არაფერია აკრძალული, მას უბრალოდ სურს მონაზვნობა შესაბამისად სურს მოსწყდეს ამქვეყნიურ ყოფნას, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც ემყარება სურვილს... მხოლოდ და მხოლოდ სურვილს და არა რაიმეგვარ აუცილებლობას... მონაზონობა ცალკე კასტა არ არის, ეს არჩევანია... მონაზვნად აღკვეცა, არ არის შესული შვიდ საიდუმლოში.. რადგან ის ცხოვრების წესია, რომელსაც ეკლესია აკურთხებს პავლეს სიტყვების შესაბამისად... "ვისაც სურს ჩემნაირად იყოსო" მღვდელი კი ძღვნისშემწირველია, ადამიანების მსახურებით ღმერთის მსახური, ისევე როგორც ყველა ჩვენ, არსებითად ხომ იგივე გვევალება... როდესაც მღვდელი ხდები, რა ხდება ამ დროს? ჯარში მსახურების უფლება გერთმევა? რატოოომ? იმიტომ რომ ეს შენი სურვილიაა? თუ იმიტომ რომ არ შეიძლება სისხლიანი ხელებით ძღვენის შეწირვა? ყოფილა ცოდვა? მონაზვნობის დროს, ქალწულება მონაზვნობის არსი და შიგთავსია უპოვრებასთან ერთად (რომელიც სხვათაშორის არა მხოლოდ მათ ევალებათ) ეს მთლიანად ადამიანური ცხოვრების წესის არჩევანია, ის არ წარმოადგენს ნორმას, მან ეს ხასიათი აუცილებელი ბუნებითობის შედეგად მიიღო, თუ არ გინდა ცოლი, დაიმარხე თავი ქალწულებაში და ასე ადიდე უფალი... მონასტრის გარეშე ეკლესია არსებობდა და კვლავაც შეძლებს არსებობას.... რადგან თანაბარი ღვაწლია კარგი ცოლ-ქმრობა და კარგი მონაზვნობა, მან თუ ცოლი მოიყვანა, ბუნებრივია ვერ იქნება მონაზონი და თუ იმრუშა, ის დაარღვევს აღთქმასაც და მცნებასაც.. (როგორც ჩვენ) სასიკვდილო ცოდვა მონაზონისთვის იმდენად არის მრუშობა, რამდენადაც ის, დაუქორწინებელი, ერისკაცის მსგავსად, სქესობრივი კონტაქტით ეცემა... მღვდელობის დროს სულ სხვა თემასთან გვაქვს საქმე, სამღვდელო სურვილი, ეს არის ადამიანთა მსახურების სურვილი, მღვდელს რომ ცოლ-შვილს უკლავდნენ, უნდა დაღვაროს მან სისხლი? თუ არა, რატომ? ციტატა ასევე საინტერესოა რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს სამართლიანი სიტყვებისამებრ მახვილის ამღებს მახვილით მუსრავს? აპ, აპ, კონსტანტინეპოლის დაცემას, ქრისტეს მახვილს სიძლიერე არ ეყო? ან ნებისმიერი წაგებული ომი ავიღოთ, საქართველოს ისტორიიდან... თუ საპირისპირო ქრისტეს ნების აღსრულება იყო, რატომ არ წარემატა ქრისტე? და პეტრე, როდესაც ყურს აჭრიდა მღვდელმთავრის გამოგზავნილს, თუ ქრისტეს მახვილის ძალის აღმსრულებელი იყო, რატომ შეაჩერა იესომ? ე.ი, ადამიანები დაოკდითო არა? ხომ არ გინდა თქვა, რომ ქრისტემ ეს სიტყვები პეტრეს გასამხნევებლად წარმოთქვა? ან იქნებ მასში, ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფოებრივი ინტერესების მცველობა იგულისხმა? ციტატა ეს არის ერთ-ერთი მცნება "ათი მცნებიდან", რომელიც ძველი აღთქმისეულია. მართალი ხარ, რომ ქრისტეანობა ძველ აღთქმასაც ეფუძნება ეს არ არის ძველი აღთქმისეული მცნება, ის უბრალოდ ძველ აღთქმაში გაჟღერდა პირველად და ახალ აღთქმასაც ეხება თავისი ფუნდამენტურობით, რამდენადაც ღმერთი კაცობრიობას კვებავდა და ამზადებდა სრული ჭეშმარიტების მისაღებად, ბუნებრივია, ერთი რომელიმე მცნების არასრულად მიცემა ბადებს კითხვას - რატომ? როდესაც რჩეული ერი ამ კითხვას სვამდა, ის იღებდა მეთოდურ პასუხს, ოღონდ არა სრულს - არამედ იმდენს რამდენიც შეეძლო.. და ასე, ვიდრე ქრისტემდე! სრული ჭეშმარიტების განცხადებამდე... ციტატა საინტერესოა უფალი, რომელმაც ფიქალებზე ამოკვეთილი ეგ მცნება მოსეს უბოძა სხვა მრავალ შემთხვევაში რატომ მოუწოდებს და ეხმარება თავის რჩეულ ერს (ისრაელს) ბრძოლაში და მტრის დახოცვაში? რატომ ეხმარება დავითს მტრის მოკვლაში? რატომ დაასჯევინა მოსეს უსასტიკესად კერპთაყვანისმცემლები და ა.შ. უამრავი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ რა ფასი ქონდა სიყვარულს, მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ მტრის სიყვარული, მაშინ ეს იყო ნორმა - რომელსაც კაცობრიობა გვერდს არ და ვერ აუვლიდა, რადგან არ იყო მზად მიეღო სრულად ჭეშმარიტება, ამისთვის ის ჯერ მხოლოდ ემზადებოდა!!! ეს არის შეურიგებელი ადამიანის ცხოვრება, რომლისთვისაც ცოდვასთან ბრძოლა ასოცირდება ცოდვილთან ბრძოლად, რადგან ცხონება (ისევე როგორც ცოდვისგან განკურნება) შეუძლებელია! რა უნდა ექნა ღმერთს? როგორ ეთხოვა ისრაელისთვის ჭეშმარიტების დაცვა? მტრები გიყვარდეთო?! ხომ არ დაგავიწყდათ რა დროა? ციტატა ასევე უპასუხოდ დარჩა ჩემი კითხვა თუ რატომ არ კრძალავს სჯულის კანონი სამხედრო სამსახურს? ა) ცდება სჯულის კანონი ბ) სჯულის კანონი არ ცდება, სამხედრო სამსახური საეკლესიო დანაშაულია შესაბამისი ეპიტიმიით გ) სჯულის კანონი არ ცდება და სამხედრო სამსახური დასაშვებია ქრისტეანულად. თუ შენი პასუხია "ა", მაშინ განგვიმარტე უცდომელი ეკლესია რატომ შეცდა სჯულის კანონების მიღებისას ან რატომ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მაშინ, როდესაც საეკლესიო კანონიკაში მითითებულია ძალიან კონკრეტული ცოდვების დეტალიზაცია? ასევე აქვე მაინტერესებს რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტეანს სჯულისკანონთან მიმართებაში, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ქრისტე ყველა დეტალზე არ საუბრობს და რაში გამოიხატება ეკლესიის უცდომელობა თუ ჩვენ მის მიერ მიღებულ კანონებს არ ვცნობთ, ჩვენით ვმარტავთ ან თვითონ ვაყენებთ პრიორიტეტებს? თუ შენი პასუხია "ბ" მაშინ მიგვითითე შესაბამისი სჯულის კანონი, რომელიც ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეთა ეპიტიმიას, ზიარებიდან განყენებას და ა.შ.? P.S. იკონომია ახსენე. იკონომია ნიშნავს კანონიდან გადახვევას. მაინტერესებს, რომელი კანონიდან გადახვევის იკონომიური დაშვებაა სამხედრო სამსახურის შეწყნარება. სჯულის კანონი უბრალოდ არ საუბრობს ამაზე, იქნებ იმიტომ, რომ ამაზე სახარება საუბრობს? და სად საუბრობს რჯულის კანონი საპირისპიროზე? სად საუბრობს რომ ჯარი ქრისტიანული მსახურების ნაწილია და რომ ის უნაკლოა ცოდვისგან? ამასთან ომი არ არის საზოგადო არსარების თემა, იქ შეიძლება უმიზეზოდაც მოკლა ვინმე, ან დაჩოქილს გადაუარო... ამისთვის საჭიროა აღსარება! რომელზეც შენ საერთოდ ამბობ უარს... მე არ ვუპირისპირდები არც ერთ მათგანს, რადგან მათი არ არსებობის შემთხვევასი სულიერ ალტერნატივას ვერ ვხედავ, მაგრამ მე არ მივიჩნევ მას ცოდვისგან თავისუფლად! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი