სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
მნათე |
Feb 19 2008, 02:50 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მაგრამ როგორც მე გამიგია ასეთ ომში მონაწილეებს ძველად 3 წლით ზიარებისაგან თავის შეკავებას მაინც ურჩევდა ეკლსია. რატომ? არ არისო ცოდვაო? არც მცნების დარღვევააო? ჯვარ-ხატი და ცოვილთათვისაა, მაგრამ მათი სადმე ყოფნა ცოდვად ვერ აღმოფხვრის... ჯარს როგორ ლოცავდა, გაიმარჯვეთო? იქნებ ლოცავდა, მადლი მოგეცეთ, ნაკლები მსხვერპლისთვისო? ეკლესია ვერ იქნება ცოდვის თანამონაწილე, აი რომელიმე იერარქი კი, ნამდვილად მანახეთ კრების კანონი, რომელიც ჯარს ლოცავს! ციტატა და შენ ფიქრობ რომ არა? ანუ უყუროს მისი ცოლ-შვილის შველის იმედით ცრემლიან თვალებს და შარიკები აგოროს კუთხეში მასზე მოწეული აღსასრულის მოლოდინით "ღმერთო გადამარჩინე"-ს ლოცვით? ციტატა მონანიება და აღსარება აუცილებელია, აქ მაგაზე კამათი არ მიდის,ჯერჯერობით მაინც. ახლა აქ მიპოვე ლოგიკა: თუ არის ცოდვა, მაშინ რატომ გამოიყურება ღვთის მცნების აღსრულება შემაშფოთებლად? როდესაც პეტრემ ხმალი ქარქაშში ჩააგო, რა გააკეთა ამით, უგზო-უკვლო მორჩილება აღასრულა, თუ უზენაესს წესს დაემორჩილა? ქრისტე ხომ მათთვის ყველაზე საყვარელი იყო? და მეორე: თუ არ არის ცოდვა, რა საჭიროა აღსარება ან სინანული? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი