სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
მნათე |
Feb 19 2008, 03:07 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ისე ძველად ბრძოლის წინ ყველა ეზიარებოდა, მეორეც მოვიყვანე წმიდა თამარ მეფის მაგალითი, რომელიც ჯარს წინ მიუძღვოდა ლოცავდა და თვითონ მერე მონასტერში მიდიოდა და მთელი ბრძოლის მანძილზე ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. წმიდა დავით აღმაშენებლი კი ბრძოლის ველიდან ისეთი გამოდიოდა რომ აბჯრიდან მტრის სისხლი გადმოსდიოდაო, მაგრამ ის წმიდანია დრესდღეობით. ვახტანგ გორგასალი აიღე მაგალიტად, ისიც ტავად მონაწილეობდა ტავდაცვით ბრძოლებში. და ბოლოს გაიხსენე თორნიკე ერისთვი, რომელიც უკვე ბერად იყო აღკვეცილი ათონზე, მაგრამ კაბა გაიხადა და როგორ მიეშველა ბიზანტიის იმპერატორს. ბრძოლის წინ რომ ეზიარებოდნენ, ეს ნიშნავს კურთხევას, მტერი, რომელიც უნდა გიყვარდეთ, დახოცეთო? ანუ გიყვარდეთ და ჰაიდაო? რაც შეეხება თამარ მეფეს, როდესაც ერს ქრისტიანული შესაძლებლობები ამოეწურება, მან ბუნებრივია უნდა მიმართოს არაქრისტიანულს, რათა რაღაცის შესაძლებლობა მაინც ქონდეს... თუმცა, ახლა მშვიდობა გვაქვს, მაგრამ ქრისტიანობა ჯანდაბაში გვაქვს მოსროლილი... ანუ რისი თქმა მსურს: ომი ცოდვაა, კაცის კვლაც ცოდვაა, მაგრამ საპირისპიროს შესაძლებლობას, ადამიანთა ბუნების დაცემულობა და წარმართული აღქმა, ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ის დაშვებულია, როგორც "ნაკლები ბოროტება"!... ციტატა წმიდა დავით აღმაშენებლი კი ბრძოლის ველიდან ისეთი გამოდიოდა რომ აბჯრიდან მტრის სისხლი გადმოსდიოდაო, მაგრამ ის წმიდანია დრესდღეობით. ვახტანგ გორგასალი აიღე მაგალიტად, ისიც ტავად მონაწილეობდა ტავდაცვით ბრძოლებში. და ბოლოს გაიხსენე თორნიკე ერისთვი, რომელიც უკვე ბერად იყო აღკვეცილი ათონზე, მაგრამ კაბა გაიხადა და როგორ მიეშველა ბიზანტიის იმპერატორს. მესმის ეს ყველაფერი ალექსანდრე, მაგრამ თუ დავით აღმაშენებელს მტერი არ უყვარდა, ეს მის სულს აუცილებლად დააზიანებდა და ალბათ ასეც მოხდა, მაგრამ ის სხვაგვარადაც წარემატა უფალს... უფალმა კი ნაკლები ბოროტებისკენ სწრაფვა სათნოებად ცაუთვალა, ომი კი არ შეუქო!!! თორნიკე ერისთავზე ჩემი შეხედულება მაქვს.... ციტატა უყუროს მღვდელმა ამ საშინელებას მხოლოდ თუ შეძლებისდაგვარად დაიცვას , დავკონკრეტდეთ, ცოლ-შვილი? კი... ეს არის ნორმა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს მღვდლის შინაგან ქრისტიანულ სულიერ მდგომარეობას და არა სიმხდალეს.. თუ საკუთარი ტყავის გადასარჩენად არ დაიცვა, მაშინ ცოდვაა, მაგრამ თუ პეტრესავით ჩააგო მახვილი და ღმერთს შევედრა თავი, არა... მაგრამ ეს არის უმაღლესი ნორმა, რომლის შესრულებაც ჭირს - ამიტომ უარესს ცოდვას და მსხვერპლს, ისევ თავის დაცვა სჯობია, ოღონდ არა უკანასკნელის ნორმად გამოცხადებით! მას ხომ მკვლელიც უნდა უყვარდეს და მოკლულიც? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი