სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 19 2008, 03:15 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა კი... ეს არის ნორმა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს მღვდლის შინაგან ქრისტიანულ სულიერ მდგომარეობას და არა სიმხდალეს.. თუ საკუთარი ტყავის გადასარჩენად არ დაიცვა, მაშინ ცოდვაა, მაგრამ თუ პეტრესავით ჩააგო მახვილი და ღმერთს შევედრა თავი, არა... მაგრამ ეს არის უმაღლესი ნორმა, რომლის შესრულებაც ჭირს - ამიტომ უარესს ცოდვას და მსხვერპლს, ისევ თავის დაცვა სჯობია, ოღონდ არა უკანასკნელის ნორმად გამოცხადებით! მას ხომ მკვლელიც უნდა უყვარდეს და მოკლულიც? მნათე, ახლა გასაგებია უფრო შენი აზრი, მადლობა პსუხისათვის. პრაქტიკაში კი ნაკლებადაა ცნობილი მხოლოდ ლოცვით ექსტრემალურ პირობებში,როცა ხელს არ გავანძრევთ სასწაულმოქმედებით გადარჩნენ აშკარად სასიკვდილოდ გამეტებულნი. არ დამძრახოთ, მაგრამ თუ შეგიძლია და არ გადაარჩენ,ამით დაზოგავ ერთი ადამიანის, კერძოდ , მკვლელის და მტერის სიცოცხლეს, მაგრამ ამ საქციელითვე არაპირდაპირად მოკლავ რამდენიმე მოყვასს და ბოლოს საკუთარ თავს, რაც თვითმკვლელობისგან დიდად არ განსხვავდება ალბათ. მეორე კითხვა მებადება : შენს ციტატაში წითლადაა ის მონიშნული : და რომ უყვარდეს ცოლშვილი ან ნებისმიერი სხვა მოყვარე მკვლელზე მეტად ეს ცოდვაა? თუ აუცილებელია უფრო "უკვე მოკლული" ახლობელი უყვარდეს მკვლელის გვერდით? (კერძო მაგალითში თვითონაც არ იქნება დიდი ალბათობით ცოცხალი, თუმცა გააჩნია სიტუაციას). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი