სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
KAIROS |
Feb 19 2008, 03:46 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჯარის დალოცვა რომ მართლა ხდებოდა და თვით წმიდანებიც რომ მონაწილეობდნენ ბრძოლის ველზე ეს ხომ ფაქტია. წმიდანთა მონაწილეობა ნიშნავს, იმას რომ ისინიც ადამიანები იყვნენ და მათთაც უხდებოდათ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის; მეტიც ეკლესიაც "უცნაურად" იქცეოდა და იქცევა, ჯერ მშვიდობას ქადაგებს, მერე თუ გამოუსავალი მდგომარეობაა, უარესს არიდებს ერს და სამწყსოს, ჯარს ლოცავს და მერე იგივე ჯარს, ეპიტემიას ადებს! რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერი გადაარჩინა ჯარის დალოცვით, ახლა ჯარსაც კურნავს სულიერი ჭრილობებისაგან,სხვაა ტარდებოდა თუ არა ეს ეპიტემია პრაქტიკაში, ხანდახან შეუძლებელიც კი იყო , რადგან სად იყო სამი წელი მშვიდობა? მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეკლესიის დამოკიდებულება გვაინტერესებს და არა რომელიმე ისტორიული პერიოდი... ციტატა რამდენად სწორად მახსოვს, ეკლესია 3 წელი ზიარებისაგან ტავის შეკავებას მაინც ურჩევდა ხო? აი ეს კანონიც: ციტატა ბასილი დიდი: Правило 13. Убиение на брани отцы наши не вменяли за убийство, извиняя, как мнится мне, поборников целомудрия и благочестия. Но может быть добро было бы советовати, чтобы они, как имеющие нечистые руки, три года удержалися от приобщения токмо святых таин. ზოგადად საინტერესოა ეს პოსტი კანუდოსელისა http://church.ge/index.php?s=&showtopic=20...ndpost&p=225478 და მთლიანად იქაური მსჯელობა ( მე ადრეულად შევწყვიტე წერა,მოწინააღმდეგე მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო), და იქ ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული, ასე რომ მე ის კი არ მითქვამს ეს თემაა ზედმეტი მეთქი, არამედ უკვე დაწერილიც გავითვალისწინოთ და ასე გაგრძელდება საქმე მეთქი ციტატა ვინც არ გადარჩა (დავუშვათ, ჩვეულებრივ ისინი საბრძოლველად წასვლამდე მონანიებულ-ნაზიარები იყვნენ) ? ან რამდენი დაღუპული მებრძოლია დღეს წმინდანი (ძირითადად მხედართმთავრები და მეფეები, ვინც მე ვიცი). ანუ მკვლელის სტატუსით მოკვდნენ , რის გამოც წარწმყდებიან ? ვინც ვერ გადარჩა, უფალთან დარჩა და სამშობლოს დაცვა და მოყვასის დაცვა მიმტევებლად დაუდგება... ანუ დამცველების სტატუსი უფროა მათში ვიდრე მკვლელებისა, რადგან 3 წლიანი ეპიტიმია აქვთ მხოლოდ, ხოლო მკვლელებს 20 წლიანი ან მეტი... ე.ი. ეკლესია განარჩევს მათ მკვლელებისაგან, ვინც მხოლოდ იმიტომ ბრძოლობდა იქ, რომ უარესს და ცუდს შორის გააკეთა არჩევანი და სხვის, სამშობლოს, ეკლესიის დაცვის გამო იბრძოლა და დაეცა, ამის გამო არ წარწყმდება; თუ არა მალევე პირიქით! მაგრამ თუ გადარჩა, მისი სულიდან ადამიანის სისხლის ნაკვლევის ჩამორეცხვისათვის ეკლესია სინანულისა და ეპიტემიის მორჩილებისაკენ მოუწოდებს...ისევდაისევ მისი ცხონებისათვის... ციტატა რაცხა დიალოგში ავითვისეთ გონია იშვიათია და კარგია იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი