სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
besik |
Feb 19 2008, 05:16 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 |
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას ერაყში მყოფი ქართველი ჯარისკაცების სახელით.მოხარული ვარ რომ გაიხსნა ისეთი კარგი და მეტად სერიოზული თემა ჯარის შესახებ.ეს ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს,თუ მხედველობაში მივიგებთ იმას,რომ ჯარის სიძლიერით განისაძღვრება ჩვენი ქვეყნის ძლიერება.ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ მეტად სასტიკი მტრებისგან ვართ მოცულნი.მათი მიზანია ქვეყნის დაშლა და საერთოდ გაქრობა მსოფლიო რუკიდან.იმ ქვეყნის,რომელმაც ათასობით ცლების განმავლობაში გამანადგურებელ ქარტეხილებს გაუძლო და დგემდის ბრძოლით,სისხლით მოიტანა სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნა მართლმადიდებელი სარწმუნოება.ეს ყველაფერი უდიდესი ბრძოლებით, მოვიპოვეთ.როგორ ფიქრობთ საქართველოს რომ ძლიერი ჯარი არ ყოლოდა,მათი სისხლი რომ ბრძოლაში არ დანთხეულიყო,რონლითაც მოცულია მთელი ქვეყანა,საქართველო დგემდე იარსებებდა?გავიხსენოთ ის ნათლით მოსილი ქართველები,რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის იბრძოდნენ,დავითი და კონსტანტინე,გობრონი,ვახტანგ გორგასალი,დავით აღმაშენებელი,შალვა ახალციხელი,ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის მებრძოლი ქრისტეს მხედრები.მათ რომ არ ებრძოლათ ,თავი აერიდებინათ კაცის არაკვლის მიზეზით ქვეყნის დაცვას,ჩვენ დგეს ვიარსებებდით?მართლმადიდებლური საქართველო იარსებებდა?ან საერთოდ ქართველი ერი იარსებებდა?
აი,ამიტომ იყო ჯარი ქვეყნის მამოძრავებელი ძალა,ამიტომ იღვწოდნენ ის სასიქადულო ქართველები,რათა ძლიერი ჯარი გვყოლოდა.ჯარის სიძლიერე კი იმაში გამოიხატებოდა,რომ მათში სამშობლო და სარწმუნოება გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან.სამშობლოს დამცველი ქრისტეს მხედრად მოიაზრებოდა.''ქრისტე და საქართველო''-ეს იყო მათი საფიცარი და წარბშეუხრელად ეწირებოდნენ მას. აი,ასეთი მებრძოლი სულის მატარებელი იყო ქართული მხედრობა და ყველაფერი მიდის დღეს იქით,რომ ისევ აგორძინდეს იგი თანამედროვე ქართულ ჯარსი.ამას ყველა ადამიანის,ვისაც თავი ქართველად მიაჩნია,ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.მე რასაც ვხედავ ჩემს გვერდით,ნამდვილი ქართველი ქრისტეს მხედრები არიან.მათ სისხლში აქვთ გამჯდარი რწმენა უფლისა,იციან,რომ მათი აქ ყოფნა აფრთხობს გარეშე თუ შინაურ მტრებს.ყველას უმორჩილესად გთხოვთ,მოეპყარით ჯარს პატივისცემით,მას უდიდესი მისია აკისრია,ისინი ქვეყნის დასაცავად შეწირული ზვარაკები არიან,თუკი ქვეყანა ამას მოითხოვს.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი