სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
გიორგი |
Feb 19 2008, 11:05 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა 1. ომი ყოველთვის ტრაგედიაა 2. კაცის კვლა ყოველთვის ცოდვაა 3. არის შემთხვევები, როცა ხდება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის 4. ყველა შემთხვევაში მომკვლელი ( მკვლელი თუ ცუდად ჟღერს) საჭიროებს სინანულს და განწმედას პრინციპში ამ ოთხ პუნქტს მეც ვეთანხმები, განსაკუთრებით მე-3-ს. ყველა პოსტი წავიკითხე, ყველაფერს არა, მაგრამ ძირითად აზრს მეტ-ნაკლებად ვეთანხმები და მაქვს ერთი ძალიან კონკრეტული, მაგრამ მნიშვნელოვანი კითხვა. აქ იყო საუბარი, რომ თამარ მეფე თვითონ მიუძღოდა ჯარს, რომ ეკლესია ჯარს აზიარებდა და შემდეგ ეპიტიმიას ადებდა (ყოველ შემთხვევაში იდეალურ ვარიანტში ასე უნდა ყოფილიყო), რომ წმინდანები თვითონ იბრძოდნენ ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს ხდებოდა არჩევანის გამო ცუდსა და უარესს შორის და ა.შ. მრავალი ამგვარი მიმართულების მოსაზრება. ძალიან კარგი, ეს პუნქტებიც ამავე აზრს გადმოსცემს. ახლა, თვითონ შეკითხვა: ადამიანის დაცემული ბუნებისა თუ მიწიერი ცხოვრების ცოდვიანობის გამო დგება თუ არა სიტუაციები, როდესაც ომში არ წასვლა ან სამხედრო სამსახურზე უარის თქმა უფრო დიდი ცოდვაა ვიდრე ომში წასვლა? აი, მაგალითად მნათეს და აგრეთვე ზოგიერთი ქრისტეანის აზრით გარეშე მტრის თავდასხმის შემთხვევაში ადამიანი უნდა მოიქცეს ისე, როგორც პეტრეს უბრძანა უფალმა ანუ გაჩერდეს და უყუროს საკუთარი ახლობლების სიკვდილს და ქვეყნის დაქცევას... არის თუ არა ეს უკანასკნელი უფრო დიდი ცოდვა ვიდრე პირველი? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დავუშვათ და დგას ზემოთ ხსენებული სიტუაცია, თურქ-ირანელ-მონღოლთა (სულ ერთია ვისი) შემოსევაა საქართველოზე, ამ დროს მე ვარ ქრისტეანი და არ მინდა ცოდვაში ჩავარდნა, არ მინდა არც 3-წლიანი უზიარებლობა, არც ეპიტიმიის არანაირი ფორმა, იქნება თუ არა უფრო ქრისტეანული, რომ ამ დროს უარი ვთქვათ ბრძოლაში მონაწილეობაზე და უარი ვუთხრათ მეფეს ჯარში გამოცხადებაზე თუ ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს? ვართ თუ არა ვალდებული დავემორჩილოთ ხელისუფლებას და დავიცვათ საკუთარი ქვეყანა? ანუ მოკლედ - რომელი უფრო უარესია? P.S. საერო და საეკლესიო კანონმდებლობებითაც უმიზეზოდ ბრძოლაზე უარის თქმა და მეფის არ დამორჩილება ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს პრაქტიკულად ღალატის ტოლფასია და შესაბამისად სასჯელიც გაცილებით მეტია ვიდრე იმ ჯარისკაცის ეპიტიმია, რომელმაც იომა... თქვენი კომენტარები საინტერესო იქნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი