სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,171 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Feb 13 2008, 02:42 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
marine
ციტატა მეუფე ანანიას სტატია მე მგონი წინააღმდეგობაში არ მოდის რაიმესთან. მეუფე ანანიასადმი უდიდესი პატივისცემისდა მიუხედავად, ისტორიულად მთლად გამართული არ მგონია ეგ ყველაფერი, რბილად რომ ვთქვა საქართველოში იყო აბსოლუტური და თვითმპყრობელი მონარქია, ე.წ. "ავტოკრატია". ერთადერთი მცდელობა მეფის საკანონმდებლო ფუნქციის შეზღუდვისა იყო ყუთლუ-არსლანის და მისი დასის მიერ და კარგად ვიცით როგორც დასრულდა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
| marine |
Feb 13 2008, 02:47 PM
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,171 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მეუფე ანანიასადმი უდიდესი პატივისცემისდა მიუხედავად, მეც დიდ პატივს ვცემ მეუფე ანანიას, რადგან საქართველოს და მისი ეკლესიის ისტორიის ღრმა ცოდნით გამოირჩევა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| კანუდოსელი |
Feb 18 2008, 06:37 PM
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მეც დიდ პატივს ვცემ მეუფე ანანიას, რადგან საქართველოს და მისი ეკლესიის ისტორიის ღრმა ცოდნით გამოირჩევა. თუმცა უამრავი ლაფსუსის შემცველია მისი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| marine |
Feb 19 2008, 12:55 PM
პოსტი
#5
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,171 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუმცა უამრავი ლაფსუსის შემცველია მისი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ ზაზა, გაქვს უფლება შენი უარყოფითი შეხედულება დააფიქსირო, მაგრამ გთხოვ, გაითვალისწინო, რომ მეუფეზე საუბრობ. რათქმაუნდა შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეულნი და სულაც არაა გასაკვირი მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომებშიც აღმოვაჩინოთ ის, რაც ეჭვს შეიძლება ბადებდეს. marine ერთი ჩვენ გვიჭირს პრეზიდენტზე დამორჩილება...... კურთხეულია საპრეზიდენტო მმართველობაც აი, თუ არ არის კარგი ხელისუფლება, რა ბედი ეწევა მას!! ჩვენ კი - მორჩილება გვმართებს..... ვფიქრობ, წმ. იოანე ოქროპირს ეს სიტყვები ძალიან საგულისხმოა, დავით: საერო ხელისუფლების შესახებ რა სარგებლობა უნდა მიიღო მრავალ ადამიანზე ძალაუფლებით, თუკი საკუთარ თავზე ვერ გაგიმარჯვია და შენი ვნებები ვერ დაგითრუნავს? წმიდა იოანე ოქროპირი პირველ რიგში, სათნოებასა და სიბრძნის სიყვარულს ვესწრაფოთ, და არა ძლიერებას, პატივსა და მმართველობას, სოლომონ ბრძენის მსგავსად. ხელისუფლების სათავეში ყოფნა გაიძულებს ბევრი ისეთი რამ გააკეთო, რაც ღმერთისთვის სათნო არაა, ამიტომ უაღრესად ახოვანი სულის მქონე უნდა იყო, რომ მართებულად გამოიყენო ძალაუფლება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფალი იმ ადამიანს ემსგავსება, რომელიც მშვენიერ, ლამაზ ქალწულთან ცხოვრობს, მაგრამ თავი დაივალდებულა არასოდეს შეხედოს მას ტრფიალით. ხელისუფლება ბევრ ადამიანს, მათ ნების საწინააღმდეგოდაც კი, სხვების მჩაგვრელად აყალიბებს, მრავალს აღუძრავს მრისხანებას, ენიდან აღვირს უხსნის და ისე ფართოდ უღებს ბაგეთა კარებს, რომ ქარი სულს უფრიალებს, და მერე როგორც ფარღალალა ნავს, ბოროტების მთელ სიღრმეში მიაქანებს. როგორც, ჩვეულებრივ, სიმდიდრე ღუპავს გაუფრთხილებელ ადამიანს, ზუსტად ასევე ხელისუფლებაც. პირველს ადამიანი სახმართმოყვარეობამდე მიჰყავს, მეორე კი უგუნურობამდე. მაშ, რად გშურს ასეთი ადამიანისა და მას ბედნიერს ეძახი? როგორი უგუნურობაა! ზემოთქმულთან ერთად, ისიც წარმოიდგინე, რამდენ მტერს და ცილისმწამებელს, რამდენ პირმოთნეს ჰყავს იგი ალყაში მოქცეული. მითხარი, ნუთუ ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს სანატრელი? და ვინ მიიჩნევს მას ასეთად! ასეთი ადამიანიო, - იტყვი შენ, - ხალხს პატივში ჰყავსო. მერე რა? ხალხი ღმერთი არ არის, რომელსაც მან ანგარიში უნდა ჩააბაროს. ამიტომ, როდესაც შენ ხალხზე ლაპარაკობ, უნდა წარმოიდგინო წყალქვეშა რიფები, თავთხელი კლდეები და კბოდეები, ვინაიდან ხალხის პატივი რაც უფრო სახელგანთქმულს გხდის, მით უფრო მეტ საშიშროებასთან გაკავშირეს, ასევე, საზრუნავთან და განსაცდელთან. ასეთი ადამიანი, რომელსაც ესოდენ სასტიკი ბატონი (ხალხი) ჰყავს, ვერ შეძლებს შეისვენოს ან გაჩერდეს... ასეთი, ათასი დამსახურებაც რომ ჰქონდეს, მაშინაც ძლივს შევა სასუფეველში, რამეთუ არაფერი ისე არ ამცრობს, როგორც ხალხის დიდება, რომლისგანაც ადამიანი ხდება მფრთხალი, მლიქვნელი, პირმოთნე... არაფერი, ჭეშმარიტად არაფერი ისე არ აყალიბებს ადამიანს კანონდამრღვევად და ჭეშმარიტ აზრს მოკლებულად, როგორც ხალხისგან განდიდება და, საპირისპიროდ ამისა, ისე არაფერი ანიჭებს ადამიანს პატივსა და აღმატებულობას, როგორც ამ განდიდების მოძულება. ამიტომაც არის საჭირო, რომ უაღრესად მხნე და ახოვანი სული ჰქონდეს იმას, ვისაც ასეთი ძლიერი ქარბორბალისათვის მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა. დიდებისმოყვარე კეთილდღეობის ჟამს ყველაზე მაღლა აყენებს თავს, ხოლო როდესაც ბოროტება ატყდება თავს, მზად არის მიწაში ჩაძვრეს და ჩაიმალოს. არ მითხრა, რომ ასეთი ეტლზე წამომჯდარა, წარბები მაღლა აუზიდავს და მცველებით გარშემორტყმული არხეინად დასიერნობსო... არა, მაჩვენე მე განსხვავება მთავრისა არა ამით, არამედ მისი სულიერი განწყობით, ანუ მართავს თუ არა იგი საკუთარ ვნებებს, ამარცხებს თუ არა გულის სხვადასხვა მანკიერებებს, მაგალითად, ითოკავს თუ არა ფულისადმი ლტოლვას, თრგუნავს თუ არა გაუმაძღარ ხორციელ ჟინს, ხომ არ ჭკნება შურისგან, ხომ არ შფოთავს პატივმოყვარეობის ძლიერი ვნებით, ხომ არ აშინებს მას და ხომ არ ძრწის იგი სიღატაკისა და, ამ მხრივ, უსიამოვნო ცვლილებების წინაშე, ხომ არ კლავს მას ამის შიში? ასეთი მაჩვენე ხელისუფალი, - აი, ეს არის ძალაუფლება! მაგრამ თუკი ის მართავს ადამიანებს, თვითონ კი ვნებების მორჩილია, ასეთი პირის შესახებ შესახებ გეტყვი, რომ იგი მონათა შორის ყველაზე მეტი მონაა... ხოლო ვინც ამ ტყვეობიდან გათავისუფლდა, აღარ არის გატაცებული ბოროტი სურვილებით და არ ეშინია, არ ძრწის უგუნურად სიღატაკის, უპატიობისა და ცხოვრებაში მოსალოდნელი სხვა უსიამოვნებათა წინაშე; მას, თუნდაც ჭილობში იყოს ჩაცმული, ციხეში იჯდეს და ბორკილები ჰქონდეს შებმული, მაინც მთავრად და მეფეთა მეფედ მოვიხსენიებ. ასეთი ხელისუფალი ფულით არ იყიდება და არც შურის თვალებით შემაცქერალნი ჰყავს; მას ვერ ეხება ბოროტი ენა, ბოროტი თვალი, მზაკვარი ფანდი; იგი ცხოვრობს სიბრძნის მიუვალ ციხე-სიმაგრეში და ყოველთვის უძლეველი რჩება არა მხოლოდ სხვადასხვა გარემოებათა, არამედ თვით სიკვდილის წინაშეც. ამას მოწმობენ ქრისტეს მოწამენი: მათი სხეული დაიშალა და მტვრად და ფერფლად იქცა, მაგრამ ძალაუფლება მათი დღესაც ცოცხალია და მოქმედებს: განდევნის დემონებს, აღძრავს მთელ ქალაქებს და ერი აქ, ეკლესიაში მოჰყავს. ამ ხელისუფლების ძალა არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეში, არამედ მისი სიკვდილის შემდგომაც ასეთივე რჩება; მასთან მიდიან არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებითა და დიდი სიამოვნებით, და სულიერადაც არ იღლებიან მოგზაურობითა და მსახურების ხანგრძლივობით (იგულისხმება მოსალოცად წასვლა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა). როდესაც ვინმე ხელისუფლებას გვაძლევს და სხვაზე ძალაუფლებას გვანიჭებს (არჩევით იქნება ეს თუ დანიშვნით), ამით ის უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიზრუნოთ მასზე (რწმუნებულზე, დაქვემდებარებულზე), რადგან მარტო ის, რომ სხვა ადამიანის ბედი ჩვენს ხელშია, საკმარისია იმისათვის, რომ წინდახედულება გამოვიჩინოთ და ათასჯერ დავფიქრდეთ, სანამ მას უყურადღებოდა მივატოვებთ. თუკი ის, ვინც ხელისუფლებით შეგვმოსა, შემდგომში რისხვით აღივსება და საყვედურით აღგვავსებს დაჩაგრულების ბედით შეწუხებული (თვით დაჩაგრულებზე მეტადაც კი), და მკაცრ მსაჯულად მოგვევლინება, ამით ის კიდევ უფრო აღგვძრავს მოვალეობის შესასრულებლად. ღმერთმაც იგივე გააკეთა. ჭეშმარიტად მირონცხებული მეფე არის ის, ვინც ამარცხებს მრისხანებას, შურს, გემოთმოყვარეობას, ყველა გრძნობას საღვთო კანონებს უქვემდებარებს და გონებას გულისმიერი ვნებებისგან დამოუკიდებლად ინარჩუნებს. ვისურვებდი, ასეთი კაცი მეხილა ერის მთავრად, ასეთ კაცი ყოფილიყო მიწის, ზღვის, ქალაქების, ოლქების, ჯარების მმართველად, რადგან ის, ვინც სულიერი ვნებები გონებას დაუმორჩილა, იოლად შეძლებს ადამიანების მართვას საღვთო სჯულის თანახმად; ასე რომ, იგი მამობას გაუწევდა თავის დაქვემდებარებულებს, მოსახლეობას სიყვარულით მოაქცევდა. ხოლო ის, ვინც ხილულად უფროსობს ადამიანებზე, მაგრამ თვითონ ემორჩილება მრისხანებას, პატივმოყვარეობას, გართობას, იგი, ჯერ ერთი, შეიძლება სასაცილო იყოს დაქვემდებარებულთა თვალში, რადგან მიუხედავად ამისა, რომ გვირგვინს ატარებს, მორთულია ქვებითა და ოქროთი, თავად არ არის შემკული თავმდაბალი სიბრძნით, და თუმცა მისი სხეული ბრწყინვალე სამოსითაა დაფარული, მისი სული შეუმკობელია - შიშველი და განძარცვულია სათნოებათაგან. მეორეც, მას არ ეცოდინება როგორ გამოიყენოს მართებულად მიღებული ძალაუფლება, რადგან უმეცარი საკუთარი თავის მართვისა, როგორ შეძლებს სხვები დაუმორჩილოს კანონს? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა" Jan 23 2008, 01:07 AM
marine "ჩვენი ერი დღეს შ... Jan 23 2008, 02:20 PM
marine "სამეფო პირთა მეშ... Jan 23 2008, 05:27 PM
marine მეფე ეწოდება კაცს... Jan 24 2008, 02:18 PM
marine „... აქვე ვფიქრობ, უა... Jan 25 2008, 12:23 PM
marine ამჟამინდელი მონარ... Jan 25 2008, 12:34 PM
marine გვირგვინი - მონარქ... Jan 29 2008, 03:35 PM
marine მირონ-ცხება არ გაი... Jan 30 2008, 02:56 PM
კანონისტი marine
გაიმეორება
როდ... Jan 30 2008, 03:36 PM
marine
marine
როდესაც მონათლ... Jan 30 2008, 04:09 PM
Lenus ................ Jan 30 2008, 04:02 PM
კანონისტი Lenus
:კი:
ეგ არამხოლო... Jan 30 2008, 04:24 PM
Lenus ................ Jan 30 2008, 04:27 PM
marine კანონისტი
მადლობა... Jan 30 2008, 04:31 PM
კანონისტი Lenus
ჩემ გულშიცაა მე... Jan 30 2008, 04:36 PM
კანუდოსელი Lenus
კანონისტი
არაა ... Jan 31 2008, 06:20 PM
კანონისტი კანუდოსელი
ვიცი, მ... Jan 31 2008, 06:44 PM
Amuza მე მაინც ვერ წარმო... Jan 31 2008, 09:46 PM
Lenus ................ Jan 31 2008, 09:55 PM
Amuza
Amuza
ქართველი ბაგრა... Jan 31 2008, 11:19 PM
Lenus ................ Feb 1 2008, 09:14 AM
Amuza შენ სწორად აღნიშავ... Feb 1 2008, 06:01 PM
marine დეკანოზი არჩილ მინ... Feb 1 2008, 04:20 PM
კანუდოსელი
ჩემი პატივისცემი... Feb 1 2008, 06:19 PM
Lenus ................ Feb 1 2008, 06:25 PM
Amuza
ეს გვარი რატომ გამ... Feb 1 2008, 10:31 PM
Lenus ................ Feb 1 2008, 11:27 PM
კანონისტი Amuza
ამზა აფხაზურად ... Feb 2 2008, 01:36 AM
Amuza
[b]Amuza
ამზა აფხაზურად... Feb 3 2008, 03:52 PM
მართა marine
მარი გარდაიცვა... Feb 2 2008, 03:10 AM
KAIROS
ეგ წითელ ხაზად უნ... Feb 2 2008, 06:08 AM
Lenus ................ Feb 2 2008, 10:30 AM
KAIROS
შეიძლება მე და შენ ... Feb 2 2008, 09:57 PM
კანუდოსელი KAIROS
Lenus
შეიძლება აჯო... Feb 2 2008, 10:06 PM
KAIROS
კანუს, მე მასე გან... Feb 3 2008, 05:36 AM
Lenus ................ Feb 3 2008, 08:41 AM
Amuza თეოკრატიული მართვ... Feb 3 2008, 04:07 PM
Lenus ................ Feb 3 2008, 04:43 PM
Amuza
ბაგრატიონებით სა... Feb 3 2008, 07:33 PM
marine "წმ. მართალი იოან... Feb 4 2008, 05:38 PM
KAIROS
ყველაზე მაღალი თე... Feb 5 2008, 09:37 AM
marine
ვიმეორებ მეც ვემხ... Feb 5 2008, 12:41 PM
marine "მეფისა და ხალხის... Feb 5 2008, 02:33 PM
marine "საქართველოს მეფ... Feb 5 2008, 03:19 PM
Amuza რა თქმა უნდა ასეთი ... Feb 8 2008, 02:27 AM
marine
რა თქმა უნდა ასეთი ... Feb 8 2008, 01:48 PM
Amuza
გიორგი, მე წავიკით... Feb 8 2008, 04:35 PM
marine მეფე იყო ერთადერთი... Feb 11 2008, 01:02 PM
marine პატრიარქის სიტყვა:... Feb 13 2008, 01:09 PM
KAIROS ცოტა არ იყოს ეს ორი ... Feb 13 2008, 01:57 PM
marine
ცოტა არ იყოს ეს ორი... Feb 13 2008, 02:12 PM
marine
რა საერო კანონებს ... Feb 13 2008, 02:23 PM
KAIROS
კარგი ახლა მარინე :... Feb 13 2008, 02:27 PM
marine
კარგი ახლა მარინე :... Feb 13 2008, 02:32 PM
KAIROS
მგონი კი :) ისტორია... Feb 13 2008, 02:38 PM
marine
მაგრამ მამა ტარიე... Feb 13 2008, 02:41 PM
კანონისტი marine
გასაგებია, მარი :... Feb 13 2008, 03:33 PM
marine
marine
გასაგებია, მარი ... Feb 13 2008, 03:38 PM
მნათე ძველ აღთქმაში, უფა... Feb 13 2008, 03:45 PM
marine
ძველ აღთქმაში, უფა... Feb 13 2008, 05:01 PM
კანონისტი ძველი აღთქმა, I მეფე... Feb 13 2008, 05:06 PM
marine
[b][size=2]ძველი აღთქმა, I ... Feb 13 2008, 05:17 PM
marine "ძველმა აღთქმამ ს... Feb 18 2008, 04:01 PM
კანონისტი marine
ერთი ჩვენ გვიჭი... Feb 18 2008, 05:32 PM
კანონისტი marine
მაგარია :მპუა:
გ... Feb 19 2008, 12:58 PM
marine
marine
გაიხარე :kanonisti:
შე... Feb 19 2008, 12:59 PM
tamuna m მართლმადიდებლური ... Feb 21 2008, 03:18 PM
marine იბერიის ეკლესიას, ... Mar 5 2008, 02:58 PM
კანონისტი "ხშირად საუბრობე... Mar 10 2008, 03:23 PM
marine * * *
ხოლო მოიკლა აზონ... Mar 11 2008, 11:33 AM
marine მირონცხებულ მეფეთ... Mar 13 2008, 03:54 PM
marine ქართველთა სიხარულ... Mar 18 2008, 01:45 PM
marine ქრისტიანი მეფის კუ... Mar 24 2008, 11:37 AM
sable
[color=#990000]ქრისტიანი მე... Apr 1 2008, 04:24 PM
q-e-T-i მონარქიული მმართვ... Dec 7 2008, 05:27 PM
KAIROS
არ გადამრიო :D მართ... Dec 9 2008, 03:07 AM
Belief უბრალოდ მონარქია ა... Feb 18 2009, 08:22 PM
ივერიელი მეფე კარგია მაგრამ... Dec 23 2009, 03:16 AM
sable
მეფე კარგია მაგრა... Dec 23 2009, 03:20 AM
Ligia
მეფე კარგია მაგრა... Dec 23 2009, 04:35 AM
sable
მეფე კარგია მაგრა... Jan 5 2010, 02:04 AM
ივერიელი
იყოს თეოკრატია, მა... Dec 23 2009, 04:15 AM
sable ივერიელი
ვატიკანი... Dec 23 2009, 04:24 AM
ივერიელი sable
Ligia
პრინციპში მარ... Dec 23 2009, 12:58 PM
sable
sable
Ligia
პრინციპში მა... Jan 5 2010, 01:48 AM
ივერიელი
კი მაგრამ გრუზინს... Jan 11 2010, 02:55 AM
sable
კი მაგრამ გრუზინს... Jan 11 2010, 05:09 AM
ივერიელი sable
როდესაც ლაპარაკ... Jan 11 2010, 06:00 PM
sable
sable
როდესაც ლაპარა... Jan 11 2010, 09:52 PM
ივერიელი
ეგ არა მგონია გამო... Jan 12 2010, 02:44 AM
sable ივერიელი
მდაბიო ქ... Jan 13 2010, 01:45 AM
ივერიელი sable
კი გიორგი IV ვგული... Jan 13 2010, 03:54 AM
sable ივერიელი
კი ოღონდ ... Jan 13 2010, 08:25 PM
ივერიელი sable
ისე რა კარგია მო... Jan 14 2010, 02:33 AM
neo ჰო, ინტუიციურად მგ... Jan 14 2010, 06:28 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 03:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი