საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Feb 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სტეფანოზი II
ქართლის ერისმთავარი VII ს. შუა წ. და მე-2 ნახევარში - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ადარნასეს ძე. იგი მოხსენიებულია ჯვრის ქტიტორულ წარწერაში. ტაძარზე გამოსახულია მისი ორი რელიეფური ქანდაკება: აღმოსავლეთის ფასადზე მამასთან, ადარნასესთან ერთად, ხოლო სამხრეთ ფასადზე ცალკე, სადა 10-12 წლის ჭაბუკია. ჯუანშერი სტეფანოზ II-ს ახასიათებს ენერგიულ და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ. მემატიანეს სიტყვით იყო „განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა.“ მან ააგო ჯვრის ტაძრის ზღუდე.ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამ დასცა ირანის ძლიერება. ამდენად სტეფანოზ II დამოუკიდებელი მმართველი გახდა, კავშირი დაამყარა ბიზანტიასთან და მიიღო პატრიკიოსის ტიტული. ქართული წყაროების მიხედვით სტეფანოზ II-ის დროს საქართელოში პირველად გამოჩნდნენ არაბები. ისინი აქ სომხეთში დამარცხებული ბიზ. სარდლის მავრიანოსის დევნამ მიიყვანა. სტეფანოზმა საღად შეაფასა შექმნილი ვითარება და არაბთა უზარმაზარი ძალის წინააღმდეგ ომის დაწყებას მოლაპარაკება არჩია. გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი და არაბათა სარდალს ჰაბიბ იბნ-მასლამას საჩუქრებით დატვირთული ელჩი გაუგზავნა. სარდალმა მირთმეული ძღვენი ერისმთავარს მომავალი ხარკის ანგარიშში ჩაუთვალა და ქართველებს შეუვალობის წიგნი უბოძა, რომელიც „დაცვის სიგელის“ სახელით არის ცნობილი. (სტეფანოზ II-ის ზეობის წლები: ვახუშტი 639-663. გ. ჩუბინაშვილი - ერისმთავრად დაჯდა 634-635 წ., ვ. გუჩუა - მე VII ს. მე-2 ნახ., გ. აბრამიშვილი 634-635 – 681-682 წ., ნ. შოშიაშვილი, მ. სანაძე VIIს. შუა წლები). ჯვრის ქტიტორთა წარწერების მიხედვით ქობულ-სტეფანოზი (იგივე სტეფანოზ II) ადარნასეს ძედ მიაჩნია გ. ჩუბინაშვილს, ხოლო ვ. ჯობაძე მას დაწინაურებულ სამხედრო პირად, სტრატეგოსად მიიჩნევს. ითვალისწინებს რა ჯობაძის აზრს, ატენის სიონის წარწერას (იხ. სტეფანოზ III), ა. ბოგვერაძის აზრით სტეფანოზ II მურვან ყრუს თანამედროვეა, ე. ი. VIII ს. მოღვაწეა და არა ადარნასეს ძე. ხოლო თუ რომელი ერისმთავარი იჯდა ქართლში ჰაბიბ-იბნ მასლამას შემოსვლის დროს მეცნიერი არ აზუსტებს. მ. სანაძის აზრით, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა ქართლში სტეფანოზ II-ის დროს მოხდა, შესაბამისად სტეფანოზ II-ის ერისმთავრობა VII ს. 20/30-იან წლებში გადააქვს. აღნიშნული ლაშქრობის დაკავშირება სტეფანოზ I-თან მას ანაქრონიზმად მიაჩნია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი