IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
შოთა
პოსტი Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



არ შეიძლება ამ კადრებს უყუროს და ცრემლი არ მოერიოს

IPB-ს სურათი

ჩამოიხეთ


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Feb 19 2008, 05:16 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ქართველთა გენოციდი აფხაზეთში[u]

გენოციდია ქმედება , რომელიც მიმართულია რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ჯგუფის პირთა მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატება ასეთი ჯგუფების წევრთა მკვლელობებით, მათი მძიმე დაშავებით ან განზრახ ისეთი პირობების შექმნით, რაც გამოიწვევს მათ მთლიან ან ნაწილობრივ გაბადგურებას. აფხაზ სეპარატისტთა დანაშაული ამ ქმედებათა კლასიკური მაგალითია.

გაგრის ოკუპაციის შემდეგ სეპარატისტთა ბანდებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა, წამება, ხოცვა, ბინების და ქონების ძარცვა და განადგურება. თვითმხილველთ ჩვენებით 6ოქტომბერს ამ ბანდებმა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძებზე ჩამოახრჩვეს 50 ქართველი. ქალაქის სტადიონზე და მასობრივი შეკრების ადგილებში ჯგუფურად დახვრიტეს ქართველები, შემდეგ კი გვამეს თავები მოჰკვეთეს.
მტერი განუწყვეტლივ ბომბავდა სოხუმის აეროპორტს, სადაც ათასობიტ ქართველი, რუსი და სხვა ეროვნები მოქალაქე ელოდებოდა თვითმფრინავს. ჩემოაგდეს რანდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავი, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სოხუმში ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ, 27სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოთა თავჯდომარე ჟიული შარტავა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ცივილიზებულ სამყაროში დაუშვებელია ტყვედაყვანილი რიგით სამხედრო პირთა დახვრეტა სასამართლო განაჩენის გარეშე.
მთავრობის სახლის აღებისთანავე შეიპყრეს და აწამეს რაულ ეშბა.
სოხუმის დაპყრობის შემდეგ სეპარატისტებმა მოკლეს 1000-ზე მეტი ქართველი, მათ შორის მოხუცები, ინვალიდები, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მიიყვანეს კურჩენკოს სახელობის პარკში და დახვრიტეს. ექსტრემისტებმა დაიჭირეს ახალგაზრდა ქართველი გოგო, გააუპატიურეს, გახერხეს შუაზე და გვამზე რუსულად დააწერეს-"როგორც ეს გვამი არ გაერთიანდება, ასე აფხაზეთი არ გაერთიანდება საქართველოსთან". ანალოგიურ ფაქტს ადგილი ჰქონდა ქ. გაგრაშიც. სადისტური წამების შემდეგ დახვრიტეს სოხუმელი ცოლ-ქმარი ვაჟა და ლამარა რუხაიები, მშობლების თვალწინ სიცოცხლეს გამოასალმეს ახლომხედველი, დაბადებიდან ინვალიდი მიშა კვანტალიანი, შვილების თვალწინ დები ნატელა და ნელი ყოლბაიები. ხალგაზრდა პედაგოგი ციური გოგავა მეგობრებმა და მეზობლებმა შეიფარეს, იგი ეზოში შეიცნე ბოევიკებმა, უბრძანეს "ძაღლო გაიქეციო" და ნაბიჯის გადადგმისთანავე დახვრიტეს. მე-12 საშ. სკოლასთან აფხაზი და კაზაკი ბიოევიკები ქართველთა მოკვეთილ თავებს ფეხით აბურთავებდნენ და ხარხარებდნენ. სოხუმელები როინ შუბლაძე და გურამ კვაშილავა სეპარატისტებმა საკუთარ ბინაში ავტომატის ჯერით დაცხრილეს, შემდეგ ორთავებს მკლავებსა და ფეხებზე ხორცი ააჭრეს და იატაკზე დაყარეს. როინ შუბლაძის თავზარდაცემული მეუღლის კითხვაზე, რატომ გააკეთეს ეს, უპასუხეს-თუ აფხაზეთს არ დატოვებთ ყველა ქართველს ასე გავუსწორდებითო.
ასობით კარგად შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისას დაიწყეს ქართველთა ხოცვა-ჟლეტა, ჰკვეთდნენ თავს, ხელ-ფეხს, აჭრიდნენ სხეულის სხდასხვა ნაწილებს , ყურებს, ცხვირს, სასქესო ორგანოებს, ქალებს ძუძუების კერტებს, რომლებიც მკვლელებს მძივებად ასხუმილი ეკიდათ ყელზე, როგორც სამკაული. მშობლების და ქმრების თვალწინ აუპატიურებდნენ მათ შვილებს და ცოლებს. მათ შორის მცირეწლოვანებსაც. ჯერ დაუნდობლად ხოცავდნენ და შემდეგ წვავდნენ ქართველთა სახლებს, ქონებას. ქართველებს შეგნებულად უქმნიდნენ აუტანელ პირობებს, რომ მათ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები.
70წლის ინდიკო გრძელიზეს ამოაჭრეს გული, ელგუჯა მაისურაძე ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს. 66წლის ნიკოზ ქვაბზიანიძე ტრაქტორს გამოაბეს და წამებით მოკლეს. 66წლის პედაგოგი ვასილ სამხარაძე ქუჩაში შეიპყრეს და საჯაროდ მოკვეთეს თავი. ჭირისუფლებს მისი დაკრზალვის ნება არ დართეს და ქუჩაში დაგდებული მიცვალებული ცხოველებმა დაგლიჯეს. გიორგი ფიფიას ჯერ ყურები მოაჭრეს, შემდეგ ცხვირი და ასე ამოხადეს სული.
სეპარატისტებმა დახოცეს 100-ზე მეტი ხელოვნების მუშაკი, მათ შორის ქალები. დახოცეს 80-ზე მეტი მედიცინის მუშაკი. 200-ზე მეტი პედაგოგი, აქედან 60-ზე მეტი ქალი.
სოფ. ბაღმარანში კომენდანტად დანიშნული იქნა აფხაზი-ვინმე ოთარ ჩამაგუა. მან სამსახურებრივი "მოღვაწეობა" იმით დაიცყო, რომ მოკლა თავისი ცოლი, ერთადერთი შვილი, სიდედრი და პირადად ფიზიკურად მოსპო ათეულობით ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე.
აფხაზი იური კვარჭია 1995წ. 7სექტემბერს თავს დაესხა სოფ. აძიუბჟას ერთ-ერთ ოჯახს, დედ-მამის თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, რის შემდეგაც მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო ქალები-ოჯახის უფროსის ძმის ცოლი და სტუმრები ეზიში დახვრიტეს.
სოფ. ახალდაბაში დახოცეს მრავალი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა ქალი, ვინც გადარჩა, სტადიონზე შერეკეს და რიგრიგობით დახვრიტეს. 6წლის ზევით ბავშვები გააუპატიურეს, მოაჭრეს თავები, ზოგიერთს კი ცოცხალს ჩამოაცვეს მანქანის საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს.
აბლანურხვასა და ტამიშს შუა ღმოაჩინეს გვერდიგვერდ დაკრძალული 44ქართველი მეომრის გვამი, რომელთა თავებზეც ტანკ გადაევლო.
სოფ. ფშავში სომხებისაგან შემდგარმა ბანდამ მოკლა ექიმები- ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, პაპავა, დაკიდეს ხეზე, გაუჭრეს მუცელი, დაასხეს ბენზინი და დაწვეს.
ცეზარ ქველიძეს მოაჭრეს ცხვირი, ყური და ფეხი მუხლს ქვემოთ, შემდეგ დახრიტეს. ანალოგიური მეთოდით მოკლეს 70წლის ანდრო სიმონიშვილი.
მ. მგელძე მთელი ღამე შიშველი , მუხლამდე წყალში ჰყავდათ ჩაყენებული, შემდეგ კი ჩეჩენმა ბოევიკმა დანით გაუჭრა მარცხენა ხელი, მისი სისხლით აავსო ჭიქა და შესთავაზა დაელია, როდესაც უარი მიიღო, ცინიკურად ბოდიში მოუხადა შემდეგი სიტყვებით: "ძმაო, არ გეწყინოს, მე შენს სისხლს კი არა, ქართველების სისხლს ვსვამო" და დალია.
ქ. აბრამიშვილის ქმარი, სოფ. იფნარში წამებით მოკლეს, ჯერ დანით დაუსერეს სახე და ტანი, შემდეგ კი ცოცხალი თხრილში ჩააგდეს და ტრაქტორით მიაყარეს მიწა.
გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროსის ალექსი ბარამიას ოჯახს თავს დაესხნენ "ბოევიკები". თავდამსხმელებმა აბაზანაში გაიყვანეს ქალიშვილი ცისია ბარამია, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ალექსი ბარამიას მეუღლე აწამეს და მასაც თავი მოჰკვეთეს. შემდეგ კი ბარამია და მისი 4სტუმარი დახვრიტეს.
ნ. ბაღიშვილის სოფლის მკვიდრნი მშობლების, ძმების და მთელი მოსახლეობის თვალწინ საჯაროდ და გაუკუღმართებული ფორმით გააუპატიურეს 12-16წლის 25 გოგონა. უმწეო ბავშვებზე სქესობრივი ძალადობა მთელი კვირა გრძელდებიდა. შემდეგ ძუძუს კერტები დააჩრეს. ძმების, მამის და მამამთილის თვალწინ გააუპატიურეს ელისო მიცხულავა და მისი რძალი. სასოწარკვეთილმა ელისომ თავი აიფეთქა. კოდორელ ალე კანკავას ტავი მოჰკვეთეს და სარზე წამოაცვეს. ალისა მარდალეიშვილი დაცხრილეს იმის გამო, რომ მას სახლში შაქარი არ აღმოაჩნდა.

გაერო და რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები ცნობენ, რომ აფხაზი სეპარატისტები აწარმოებდნენ და აწაროებენ "ეთნიკურ წმენდას" ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.
აგრესიული სეპარატიზმის ლიდერებს და მათ თანამოაზრეებს წინასწარ ჰქონდათ დამუშავებული მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის გენოციდის გეგმა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shota   აფხაზეთი   Sep 1 2006, 09:01 PM
მარიამი   ამ ფილმში რამე სის...   Sep 1 2006, 09:10 PM
shota   მარიამი აფხაზეთის ...   Sep 1 2006, 09:16 PM
mnate   ეჰ ახლა გული მტკივ...   Sep 1 2006, 09:17 PM
shota   ჩამოღებასთან რამე ...   Sep 1 2006, 09:22 PM
მარიამი   მაშინ გავუფრთხილდ...   Sep 1 2006, 09:24 PM
mnate   მედია ფლეიერი გამ...   Sep 1 2006, 09:25 PM
shota   სადღაც 1 სათI დაჩირდ...   Sep 1 2006, 09:33 PM
mnate   ოკ ეგრე ვცდი :) როგ...   Sep 1 2006, 09:36 PM
iako   ჩემტან არ იხსნება ...   Sep 1 2006, 10:10 PM
shota   iako თუ მედია ფლეიერი ...   Sep 2 2006, 01:09 AM
ალექსანდრე   მარიამი მეც :( ამას...   Sep 2 2006, 02:20 AM
მარიამი   კაი რა ალექსანდრე, ...   Sep 2 2006, 11:36 AM
shota   ალექსანდრე მძიმე ს...   Sep 2 2006, 12:07 PM
shota   ვისაც სუსტი გული ა...   Sep 2 2006, 12:42 PM
shota   კიდე მაქვს მძიმე ს...   Sep 2 2006, 01:13 PM
ალექსანდრე   shota აი ეგ მღვდელი იყ...   Sep 2 2006, 02:04 PM
ალექსანდრე   აფხაზეთის ომის დრო...   Sep 2 2006, 02:59 PM
gorgasali   გაიხარე ალექსანდრ...   Sep 25 2006, 10:23 PM
salome   ახლახანს ვუყურე პი...   Sep 25 2006, 10:33 PM
gorgasali   ოოო მეც უყურე მაგ ფ...   Sep 26 2006, 02:05 AM
ალექსანდრე   მოდით კიდევ ერთხელ...   Sep 27 2006, 02:29 AM
leqso   ღმერთმა გისმინოს...   Sep 27 2006, 11:36 AM
ABDALA   "აფხაზეთის ომი და...   Sep 28 2006, 04:11 PM
guja   ღმერთმა ინებოს რომ...   Sep 28 2006, 04:19 PM
liliana   ღმერთმა ინებოს რო...   Sep 28 2006, 04:24 PM
ალექსანდრე   საფლავთა მცველი... ...   Oct 2 2006, 02:18 AM
shota   ალექსანდრე მაგაში ...   Oct 2 2006, 11:45 AM
nini egriseli   შეგიძლიათ მითხრათ ...   Apr 16 2007, 10:09 PM
Floyd   nini egriseli ტორენტებზე ი...   Apr 16 2007, 11:09 PM
mampali   ღალატიანი ომი: ღალ...   Apr 17 2007, 01:43 PM
კანონისტი   მეგობრებო, მოდით ა...   Nov 21 2007, 02:16 PM
ნათია   ძალიან მძიმე "სურ...   Nov 21 2007, 02:18 PM
კანონისტი   აფხაზეთის ტერიტორ...   Nov 21 2007, 02:25 PM
ქავთარაძე   კანონისტი http://img147.imagesha...   Nov 21 2007, 02:28 PM
კანონისტი   რამდენიმე ციტატა: ...   Nov 21 2007, 02:29 PM
კანუდოსელი   "აფხაზეთში ქართვ...   Nov 21 2007, 03:34 PM
ქავთარაძე   კანონისტი უიჰ ისი...   Nov 21 2007, 02:33 PM
ჰ ა რ ი რ ა   კანონისტი უიჰ ისი...   Nov 21 2007, 02:39 PM
კანონისტი   ქავთარაძე ცხადია. ...   Nov 21 2007, 02:35 PM
ქავთარაძე   http://img442.imageshack.us/img442/8325/29oy0.jpg ...   Nov 21 2007, 02:38 PM
GABAONI   ომი იყო ...... ომი განუ...   Nov 21 2007, 02:46 PM
ქავთარაძე   ეგეთები-ც კი არა ეგ...   Nov 21 2007, 02:56 PM
GABAONI   მძიმე კადრებია ........ ...   Nov 21 2007, 02:59 PM
კანონისტი   მოდი მიყოლებით დავ...   Nov 21 2007, 03:07 PM
Giorgi-   http://img208.imageshack.us/img208/1153/01ac6uo9.j...   Nov 21 2007, 03:34 PM
Giorgi-   http://img156.imageshack.us/img156/9665/095am5.jpg   Nov 21 2007, 03:36 PM
GABAONI   კანუდოსელი რათქვა...   Nov 21 2007, 03:38 PM
ქავთარაძე   კანუდოსელი გეუბნე...   Nov 21 2007, 03:41 PM
Giorgi-   ჟიული შარტავა http://img15...   Nov 21 2007, 03:44 PM
Giorgi-   http://img156.imageshack.us/img156/4889/01rv6.jpg ...   Nov 21 2007, 03:50 PM
marine   ვედრება.. :( http://i030.radikal.r...   Nov 21 2007, 05:29 PM
lev   ეს იყო მსოფლიოში ყ...   Nov 23 2007, 08:47 PM
IZAKUNA   es martla sashinelebaa!imedia exla mainc moveg...   Nov 24 2007, 12:19 AM
t.d   ეჰ რაღა დაგიმალოთ ...   Nov 24 2007, 09:23 PM
Genesis   გამსახურდია და მის...   Nov 24 2007, 11:43 PM
t.d   ზემოთ პოსტში ვთქვი...   Nov 25 2007, 02:39 PM
t.d   ჯემალ არზენაძე ...   Nov 25 2007, 03:34 PM
Misha_kartveli   ეს ომი იყო საქართვ...   Nov 26 2007, 12:47 PM
nini_1   აფხაზეთის ომის გახ...   Nov 26 2007, 01:28 PM
Ismail   უკრაინელები, რომლე...   Nov 26 2007, 02:10 PM
კანონისტი   ღიმილის ბიჭებს სი...   Dec 6 2007, 01:41 PM
marine   ღიმილის ბიჭებს სი...   Dec 6 2007, 03:19 PM
zviadauri   დღეს გზა გახსნეს ა...   Dec 6 2007, 05:24 PM
Ismail   აფხაზეთს რომ დავიბ...   Dec 7 2007, 03:08 PM
Lenus   ბატონებო და ქალატ...   Dec 8 2007, 05:07 PM
didgoris fani   დავიბრუნებთ... აუცი...   Dec 13 2007, 07:54 PM
tamara   აფხაზეთზე ბევრი სა...   Dec 13 2007, 08:10 PM
didgoris fani   ძალიან საინტერესო...   Dec 13 2007, 09:02 PM
t.d   ძალიან მძიმე ჩემთვ...   Dec 13 2007, 09:09 PM
tamara   მასალები შეგროვებ...   Dec 13 2007, 09:25 PM
შოთა   Ismail მაგ უკრაინელებზ...   Dec 13 2007, 11:48 PM
tamara   ახლა კიდევ ერთი ის...   Dec 14 2007, 12:14 PM
ilia003   http://bin.ge/file/117128/-Files-GE--Afxazeti.wmv....   Dec 14 2007, 09:25 PM
m16   ეს არავის შერჩება. ...   Feb 3 2008, 01:23 AM
m16   პრაპავშიე ბეზვესწ...   Feb 3 2008, 01:36 AM
tamuna m   გავიხსენოთ აფხაზე...   Feb 13 2008, 07:51 PM
marine   გავიხსენოთ აფხაზე...   Feb 14 2008, 12:25 PM
tamuna m   [b]ციტატები ომის დაწ...   Feb 14 2008, 03:30 PM
yipiani gio   zviadauri ეჭვი მეპარება ...   Feb 17 2008, 03:42 AM
tamuna m   zviadauri ეჭვი მეპარება ...   Feb 17 2008, 06:10 PM
marine   კოსოვოს აღიარების ...   Feb 18 2008, 11:14 AM
marine   * * * * * * * * * * * აფხაზეთზე...   Feb 18 2008, 12:24 PM
კანონისტი   marine უნიჭო პიარია.... :...   Feb 18 2008, 12:31 PM
marine   იგივე მოხდება აფხ...   Feb 18 2008, 12:35 PM
კანუდოსელი   [b]marine უნიჭო პიარია.......   Feb 19 2008, 03:36 PM
marine   აფხაზეთში დაბრუნე...   Feb 19 2008, 03:47 PM
კანუდოსელი   არა, ზაზა, ეს ოფტოპ...   Feb 19 2008, 03:56 PM
marine   დრო გვიჩვენებს მა...   Feb 19 2008, 03:57 PM
კანონისტი   marine აფხაზეთის ცნობ...   Feb 18 2008, 12:39 PM
ნათია   უფლის ნება როგორიც...   Feb 18 2008, 12:47 PM
marine   უფლის ნება როგორი...   Feb 18 2008, 12:52 PM
tamuna m   შეთქმულება საქართ...   Feb 19 2008, 03:06 PM
marine   აფხაზეთსა და დან...   Feb 19 2008, 03:29 PM
marine   ასე, რომ აფხაზეთი...   Feb 20 2008, 11:41 AM
marine   (აფხაზეთის წვიმა მ...   Feb 19 2008, 04:58 PM
tamuna m   ქართველთა გენოციდ...   Feb 19 2008, 05:16 PM
კანონისტი   საქართველოს უმაღლ...   Feb 19 2008, 05:28 PM
marine   tamuna m საშინლად მტკივ...   Feb 19 2008, 05:32 PM
jevrie   ...   Mar 24 2008, 12:39 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 04:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი