აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
შოთა |
Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
tamuna m |
Feb 19 2008, 05:16 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ქართველთა გენოციდი აფხაზეთში[u]
გენოციდია ქმედება , რომელიც მიმართულია რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ჯგუფის პირთა მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატება ასეთი ჯგუფების წევრთა მკვლელობებით, მათი მძიმე დაშავებით ან განზრახ ისეთი პირობების შექმნით, რაც გამოიწვევს მათ მთლიან ან ნაწილობრივ გაბადგურებას. აფხაზ სეპარატისტთა დანაშაული ამ ქმედებათა კლასიკური მაგალითია. გაგრის ოკუპაციის შემდეგ სეპარატისტთა ბანდებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა, წამება, ხოცვა, ბინების და ქონების ძარცვა და განადგურება. თვითმხილველთ ჩვენებით 6ოქტომბერს ამ ბანდებმა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძებზე ჩამოახრჩვეს 50 ქართველი. ქალაქის სტადიონზე და მასობრივი შეკრების ადგილებში ჯგუფურად დახვრიტეს ქართველები, შემდეგ კი გვამეს თავები მოჰკვეთეს. მტერი განუწყვეტლივ ბომბავდა სოხუმის აეროპორტს, სადაც ათასობიტ ქართველი, რუსი და სხვა ეროვნები მოქალაქე ელოდებოდა თვითმფრინავს. ჩემოაგდეს რანდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავი, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სოხუმში ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ, 27სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოთა თავჯდომარე ჟიული შარტავა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. ცივილიზებულ სამყაროში დაუშვებელია ტყვედაყვანილი რიგით სამხედრო პირთა დახვრეტა სასამართლო განაჩენის გარეშე. მთავრობის სახლის აღებისთანავე შეიპყრეს და აწამეს რაულ ეშბა. სოხუმის დაპყრობის შემდეგ სეპარატისტებმა მოკლეს 1000-ზე მეტი ქართველი, მათ შორის მოხუცები, ინვალიდები, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მიიყვანეს კურჩენკოს სახელობის პარკში და დახვრიტეს. ექსტრემისტებმა დაიჭირეს ახალგაზრდა ქართველი გოგო, გააუპატიურეს, გახერხეს შუაზე და გვამზე რუსულად დააწერეს-"როგორც ეს გვამი არ გაერთიანდება, ასე აფხაზეთი არ გაერთიანდება საქართველოსთან". ანალოგიურ ფაქტს ადგილი ჰქონდა ქ. გაგრაშიც. სადისტური წამების შემდეგ დახვრიტეს სოხუმელი ცოლ-ქმარი ვაჟა და ლამარა რუხაიები, მშობლების თვალწინ სიცოცხლეს გამოასალმეს ახლომხედველი, დაბადებიდან ინვალიდი მიშა კვანტალიანი, შვილების თვალწინ დები ნატელა და ნელი ყოლბაიები. ხალგაზრდა პედაგოგი ციური გოგავა მეგობრებმა და მეზობლებმა შეიფარეს, იგი ეზოში შეიცნე ბოევიკებმა, უბრძანეს "ძაღლო გაიქეციო" და ნაბიჯის გადადგმისთანავე დახვრიტეს. მე-12 საშ. სკოლასთან აფხაზი და კაზაკი ბიოევიკები ქართველთა მოკვეთილ თავებს ფეხით აბურთავებდნენ და ხარხარებდნენ. სოხუმელები როინ შუბლაძე და გურამ კვაშილავა სეპარატისტებმა საკუთარ ბინაში ავტომატის ჯერით დაცხრილეს, შემდეგ ორთავებს მკლავებსა და ფეხებზე ხორცი ააჭრეს და იატაკზე დაყარეს. როინ შუბლაძის თავზარდაცემული მეუღლის კითხვაზე, რატომ გააკეთეს ეს, უპასუხეს-თუ აფხაზეთს არ დატოვებთ ყველა ქართველს ასე გავუსწორდებითო. ასობით კარგად შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისას დაიწყეს ქართველთა ხოცვა-ჟლეტა, ჰკვეთდნენ თავს, ხელ-ფეხს, აჭრიდნენ სხეულის სხდასხვა ნაწილებს , ყურებს, ცხვირს, სასქესო ორგანოებს, ქალებს ძუძუების კერტებს, რომლებიც მკვლელებს მძივებად ასხუმილი ეკიდათ ყელზე, როგორც სამკაული. მშობლების და ქმრების თვალწინ აუპატიურებდნენ მათ შვილებს და ცოლებს. მათ შორის მცირეწლოვანებსაც. ჯერ დაუნდობლად ხოცავდნენ და შემდეგ წვავდნენ ქართველთა სახლებს, ქონებას. ქართველებს შეგნებულად უქმნიდნენ აუტანელ პირობებს, რომ მათ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. 70წლის ინდიკო გრძელიზეს ამოაჭრეს გული, ელგუჯა მაისურაძე ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს. 66წლის ნიკოზ ქვაბზიანიძე ტრაქტორს გამოაბეს და წამებით მოკლეს. 66წლის პედაგოგი ვასილ სამხარაძე ქუჩაში შეიპყრეს და საჯაროდ მოკვეთეს თავი. ჭირისუფლებს მისი დაკრზალვის ნება არ დართეს და ქუჩაში დაგდებული მიცვალებული ცხოველებმა დაგლიჯეს. გიორგი ფიფიას ჯერ ყურები მოაჭრეს, შემდეგ ცხვირი და ასე ამოხადეს სული. სეპარატისტებმა დახოცეს 100-ზე მეტი ხელოვნების მუშაკი, მათ შორის ქალები. დახოცეს 80-ზე მეტი მედიცინის მუშაკი. 200-ზე მეტი პედაგოგი, აქედან 60-ზე მეტი ქალი. სოფ. ბაღმარანში კომენდანტად დანიშნული იქნა აფხაზი-ვინმე ოთარ ჩამაგუა. მან სამსახურებრივი "მოღვაწეობა" იმით დაიცყო, რომ მოკლა თავისი ცოლი, ერთადერთი შვილი, სიდედრი და პირადად ფიზიკურად მოსპო ათეულობით ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზი იური კვარჭია 1995წ. 7სექტემბერს თავს დაესხა სოფ. აძიუბჟას ერთ-ერთ ოჯახს, დედ-მამის თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, რის შემდეგაც მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო ქალები-ოჯახის უფროსის ძმის ცოლი და სტუმრები ეზიში დახვრიტეს. სოფ. ახალდაბაში დახოცეს მრავალი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა ქალი, ვინც გადარჩა, სტადიონზე შერეკეს და რიგრიგობით დახვრიტეს. 6წლის ზევით ბავშვები გააუპატიურეს, მოაჭრეს თავები, ზოგიერთს კი ცოცხალს ჩამოაცვეს მანქანის საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს. აბლანურხვასა და ტამიშს შუა ღმოაჩინეს გვერდიგვერდ დაკრძალული 44ქართველი მეომრის გვამი, რომელთა თავებზეც ტანკ გადაევლო. სოფ. ფშავში სომხებისაგან შემდგარმა ბანდამ მოკლა ექიმები- ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, პაპავა, დაკიდეს ხეზე, გაუჭრეს მუცელი, დაასხეს ბენზინი და დაწვეს. ცეზარ ქველიძეს მოაჭრეს ცხვირი, ყური და ფეხი მუხლს ქვემოთ, შემდეგ დახრიტეს. ანალოგიური მეთოდით მოკლეს 70წლის ანდრო სიმონიშვილი. მ. მგელძე მთელი ღამე შიშველი , მუხლამდე წყალში ჰყავდათ ჩაყენებული, შემდეგ კი ჩეჩენმა ბოევიკმა დანით გაუჭრა მარცხენა ხელი, მისი სისხლით აავსო ჭიქა და შესთავაზა დაელია, როდესაც უარი მიიღო, ცინიკურად ბოდიში მოუხადა შემდეგი სიტყვებით: "ძმაო, არ გეწყინოს, მე შენს სისხლს კი არა, ქართველების სისხლს ვსვამო" და დალია. ქ. აბრამიშვილის ქმარი, სოფ. იფნარში წამებით მოკლეს, ჯერ დანით დაუსერეს სახე და ტანი, შემდეგ კი ცოცხალი თხრილში ჩააგდეს და ტრაქტორით მიაყარეს მიწა. გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროსის ალექსი ბარამიას ოჯახს თავს დაესხნენ "ბოევიკები". თავდამსხმელებმა აბაზანაში გაიყვანეს ქალიშვილი ცისია ბარამია, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ალექსი ბარამიას მეუღლე აწამეს და მასაც თავი მოჰკვეთეს. შემდეგ კი ბარამია და მისი 4სტუმარი დახვრიტეს. ნ. ბაღიშვილის სოფლის მკვიდრნი მშობლების, ძმების და მთელი მოსახლეობის თვალწინ საჯაროდ და გაუკუღმართებული ფორმით გააუპატიურეს 12-16წლის 25 გოგონა. უმწეო ბავშვებზე სქესობრივი ძალადობა მთელი კვირა გრძელდებიდა. შემდეგ ძუძუს კერტები დააჩრეს. ძმების, მამის და მამამთილის თვალწინ გააუპატიურეს ელისო მიცხულავა და მისი რძალი. სასოწარკვეთილმა ელისომ თავი აიფეთქა. კოდორელ ალე კანკავას ტავი მოჰკვეთეს და სარზე წამოაცვეს. ალისა მარდალეიშვილი დაცხრილეს იმის გამო, რომ მას სახლში შაქარი არ აღმოაჩნდა. გაერო და რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები ცნობენ, რომ აფხაზი სეპარატისტები აწარმოებდნენ და აწაროებენ "ეთნიკურ წმენდას" ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. აგრესიული სეპარატიზმის ლიდერებს და მათ თანამოაზრეებს წინასწარ ჰქონდათ დამუშავებული მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის გენოციდის გეგმა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი