აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზეთი, სოხუმის დაცემა |
შოთა |
Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
tamuna m |
Feb 19 2008, 03:06 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
(ავტორი თამაზ ნადარეიშვილი) რუსეთის როლი აფხაზეთის ისტორიაში რუსეთის დიდ იმპერიამ აფხაზისათვსი ქართველი მტრის ხატი დიდოსტატურად გამოძერწა. მე-20 საუკუნის ბიოლო მეოთხედში აფხაზი სეპარატისტები საქართველოსაგან გამოყოფას კატეგორიულად ითხოვენ და დამხმარედ რუსეთი უჩნდებათ. 1978წ. სოხუმში დაიჭყო სეპარატისტთა საპროტესტო გამოსვლები. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ კომპრომისებზე წავიდა, რათა საფუძველი არ ყოფილიყო პროვოკაციული გამოხდომებისათვის.გაიხსნა აფხაზეთის უნივერსიტეტი, ტელევიზია, მაგრამ ამ სიკეთეს ბოროტებით უპასუხეს სეპარატისტებმა. უნივერსიტეტიდან ქართველი პროფესორ-მასწავლებლები გამოაძევეს, თეატრიდან აიძულეს წასულიყო ქართული დასი. აფხაზეთის მწერალთა კავშირიდან გამოდევნეს ქართველი მწერლები. თანამდებობებზე დასანიშნად პრივილეგირებული იყვნენ, ისინი, ვისაც ეროვნების გრაფაში აფხაზი ეწერა. მე-20ს. 80-90-იან წწ. რუსეთის სპეცსამსახურების ინიციატივით შეიქმნა ფაშისტური ორგანისაცია "აიდგილარა". "აიდგილარა" თავის მოღვაწეობას ორი მიმართულებით აწარმოებდა, ერთი მხრივ, აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისათვის აფხაზეთის მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას ეწეოდა: ქართველის, როგორც მტრის-აფხაზეთის დამპყრობლის ხატს ქმნიდა და მეორე მხრივ, ჩრდილოეთკავკასიელ თანამზრახველებთან და საბჭოეთის ცენტრთან კავშირში შეიარაღებულ ბოევიკებს ამზადებდა. ისინი თანამოძმეებში ავრცელებდნენ აზრს, რომ აფხაზეთი მუდამ რუსეთის შემადგენელი ნაწილი იყო და იგი მას საქართველომ სტალინის მეშვეობით ჩამოაშორა. (მაშინ, როდესაც სტალინმა ერთანი საბჭოეთის ურღვევობისათვის მასში შემავალ რესპუბლიკებში და უპირველესად სწორედ საქართველოში, ნაღმების სახით ჩადო ავტონომიები). რუსეთმა საქართვლოს ანექსია მისი დანაწევრებით განახორციელა. 1783წ. (რეალურად 1801წ.) გეორგიევსკის ტრატატით ქართლ-კახეთის ჩაიგდო ხელში, 1803წ.-სამეგრელოს სამთავრო, 1810წ.-აფხაზეთის სამთავრო, ხოლო აჭარა რუსეთის გავლენის ქვეშ 1878წ. მოექცა. რუსეთი აფხაზეთს გარუსებას უპირებდა. მაგ. 1895წ. პოლკოვნი ბრაკერის ბარათი "სასურველია აფხაზეთის თავისუფალი მიწების რაც შეიძლება დიდი ფონდის შემონახვა მასზე მკვიდრი რუსი მოსახლეობის ჩასასახლებლად". აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის "გათიშე და იბატონეს" პრინციპით რუსეთი საუკუნეების მანძილზე ხელმძღვანელობს. "დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიცყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მათთან ბრძოლა აფხაზეთით უნდა დავიწყოთ. სამეგრელოს, სვანეთს უნდა მიეცეს ავტონომიები. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები აფხაზეთში ჩამოსახლებულები არიან. დას. საქართველო უნდა დავუპრირისპიროთ აღ. საქართველოს, ამის შემდეგ უნდა შევასრულოთ მომრიგელის როლი"-სსრკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი მიხეილ სუსლოვი (1961წ.) "თუ ქართველები ჭკუით არ იქნებიან, მათ მივუქსევ აფხაზებს".-ნ. ხრუშჩოვი "როდესაც ჩვენ მოვათ ხელისუფლებაში, ჩვენ არ დაუწყებთ ქართველებს მოფერებას. საქართველო ცალკე არ იარსებებს. ჩვენ მაშინათვე ლიკვიდაციას გაუწევთ ქართულ ნაციონალ-შოვინისტებს და მათ რუსეთთან შევაერთებთ".-დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი. "სჯობს ოკეანემ გვშთანთქას, ვიდრე პატარა ტბამ" (ოკეანეში რუსეთს გულისხმობენ, ხოლო საქართველოს ტბას ადარებენ).-აფხაზი ისტორიკოსები. აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგია გამოკვეთილად პროფაშისტური ხდება; იდევნება ყოველივე ქართული; ყოვლად გაუმართლებლად იცვლება ქართული ტოპონიმიკა; ხელყოფენ ქართულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს; სხდასხვა საბაბით თანამდებობიდან ათავისუფლებენ ქართველებს; ყოველნაირად სცადეს ბურუსით მოეცვათ აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული ერთობა.სეპარატისტები ისე ძლიერ იყვნან გაჟღენთილი ქართველების სიძულვილით, რომ სატიკად უსწორდებოდნენ იმ აფხაზსაც კი, ვისაც ქართველისადმი ოდნავ შეამჩნევდნენ. ცნობილია არაერთი ფაქტი, ქართველ მეზობელს, ნათესავსა თუ ნაცნობს გამოქომაგებული აფხაზიც განუკიხავად დახვრიტეს. არძინბა და მისი თანამზრახველები 1992წ. ზაფხულამდე აყალიბებენ მონონაციონალურ ე.წ. გვარდიას, უმთავრესად კრიმინოგენული ელემენტებისაგან. აფხაზეთის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მთლიანად მას მოხმარდა. ენგურზე აფრიალდა მწვანე, მუსლიმანური დროშა-ფატიურად დაფიქსირდა საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. აფხაზეთის სეპარატისტები, ყოველ წუთს მზად იყვნენ შეიარაღებული შეტაკების პროვოკაცირებისათვის, რათა რუსეთის ინტერესების შესაბამისად მიეღწიათ აფხაზეთის გამოყოფისათვის საქართველოს შემადგენლობიდან. 1992წ. მარტში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის იდება ეკონომიკური შეთანხმება. საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე, არძინბა ღებულობს ზომებს სეპარატიტთა არაკანონიერი სამხედრო ფორმირებების შესაიარაღებლად და საქართველოსათვის საბრძოლო ტექნიკისა და იარაღისათვის ხელის შესაშლელად. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ სულ უფრო აშკარა გახდა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების თანამოაზრეობა, ხშირ შემტხვევაში კი პირდაპირი სამხედრო დახმარება რუსეთის მხრიდან. რუსეთის ხელისუფლების ჩუმი თანხმობიტ კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ, რომელიც ფუნქციონირებდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არსად იყო რეგისტრირებული, ფაქტიურად ომი გამოუცხადა საქართველოს და კბილებამდე შეიარარებული დაქირავებული მოხალისეების გადასროლა დაიწყო აფხაზეთში. საბრძოლო მოქმედებების პირველსავე დღეებში გუდაუტაში დისლოცირებულმა სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების გადაცემა აფხაზი სეპარატისტებისათვის. სექტემბრის ბოლოს აფხაზ სეპარატისტებს ჰქონდათ შეიარარების ისეთი თანამედროვე ნიმუშები, როგორიცაა "ბმპ", ტანკები: ტ-72, საარტილერიო დანადგარები ბმ-21, "გრადი", ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემა "ოსა" და სხვა. პარალელურად რუსეთი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავი წარმოეჩინა მშვიდობის დამცველისა და მომრიგებლის როლში. 1992წ. 1ოქტომბერს შტირმით აღებული იქნა გაგარა, სადაც დაიწყო ქართველების ეთნიკური წმენდა. 1992წ. 22სექტემრიდან 5ოქტომბრამდე რუსეთის სამხედრო ტექნიკა-ფაქტიურად ზღვის მხრიდან ახორციელებდა საბრძოლო მოქმედებებს. 2ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი გ.გ. კონდრატიევი შემდეგ საბრძოლო ამოცანას უსახავს სამხედრო ხომალდებს: "1. არავითარ შემთხვევაშია არ დაუშვან საზღვაო დესანტის გადმოსხმა საქართველოს მხრიდან ბიჭვინთის რაიონში. თუ საჭირო იქნა, გამოიყენონ იარაღიც. 2. განხორციელდეს გუდაუთის აეროპორტის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა." აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი გავფიქრებს, რომ საბრძოლო ოპერაციების შესახებ იცოდა რუსეთის სამხედრო უწყებამ და საომარი მოქმედბები, სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. 1993წ. 31მარტს ქ. სოხიმში აგენტური აქციის ჩატარების დროს დაკავებული იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი ალექსანდრე ნიკოზის ძე სიტნიკოვი. მან დაამყარა კონტაქტი აფხაზეთის სპეცსამსახურის აგენტთან, რომლისაგანაც მიიღე სამხედრო ხასიათის სადაზვერვო ინფორმაცია, ამავე დროს მოასჭრო კონკრეტული დავალების შემუშავება იმ ქართული სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ , რომლებიც დისლოცირებული იყვნენ ფრონტის გასწვრივ. სიტნიკოვმა მთლიანად აღიარა ჯაშუშობა. 1993წ. 17-დან 22მარტის ჩათვლით, უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ოლეგის ძე ლუნევი, სამხედრო ნაწილის საშტატო რადიოსადგურით აფხაზ სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებს გადასცემდა ფორნტისპირა ხაზზე ქართველთა ნაწილების და საბრძოლო ტექნიკის შესახებ. აცნობდა მდგომარეობას სოხმში და სხვა. აფხაზთათვის მებრძოლთა დაქირავებას ეწეოდა არა მარტო კავკასიის ხალხების კონფედერაცია, არამედ რუსეთის ნაციონალური ლეგიონი ნიკოლაი ლისენკოს მეთაურობით (ჩამოთვლილია მებრძოლების გვარები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერლებიც იყვნენ). აფხაზებმა დაიოწყეს ომი 2ბტრ-ით, 1ბმპ-თი, 1მფრინავით. კვალიფიცირებული არტილერისტი საერთო არ ჰყავდათ. ერთი თვის შემდეგ კი, 1992წ. ოქომბერში, როდესაც სტურმიტ აიღეს გაგრა, ისინი უამრავი ტანკის, ჰაუბიცისა და ბმპ-ს მფლობელნი აღმონდნენ. გაუჩნდათ "გლადისა" და "იგლას" დანადგარებიც. რუსეთის უმარლესმა საბჭომ 19932წ. 25სექტემბერს მიირო განცხადება, რომელიც იტვალისწინებდა აფხაზეტისასთვის სრულ მხარდაჭერას. "იარაღით მოვაჭრე რუსი, ამტკიცებდა რუს ჯარისკაცთა უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, მერაკეტების ჩათვლით, რომლებიც აგდებდნენ თვითმფრინავებს და ა.შ. აგრეთვე მან გააკეთა განცხადება ფსკორის საჰაერო-სადესანტო დივიზიის მიერ იარაღის უსასყიდლოდ გადაცემაზე აფხაზური მხარისათვის"- საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰელსინკი-ვოტჩი". საყურადღებოა აფხაზეთის ტრაგედიაში მონაწილე დაქირავებულ მებრძოლთა მოგონებები. ვლადიმერ სერდიუკოვი: "როდესაც მასირებული დაბომბვებით შეძრწუნებულმა მოსახლეობამ დაიწყო ქალაქის დატოვება, ჩვენ გვიბრძანეს: ჯერ გვესროლა გაფრთხილების მიზნით, შემდეგ კი გვესროლა საზღვრების დამრღვევებისთვის (მშვიდობიანი მოსახლეებისთვის). მათ სამჯერ გვიბრძანეს, რომ გვესროლა, მაგრამ მე უარი ვუთხარი ბრძანების შესრულებაზე. ბიჭები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, დაყარეს იარაღი, ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და ასე აკავებდნენ იმ ბრბოს" ასლან ჯაბრაილოვი: "გვეუბნებოდნე, რომ ქართველები მოვიდნენ სხვის მიწაზე, ჩაგრავენ მცირე ერს, ხოცავენ, ამცირებენ. მეგონა, რომ სამართლიან საქმეს ვემსახურებოდი...ასე იყო სოხუმის აღებამდე. გაგრის აღების დროს დაზარალდა 3-4 სახლი, ქალაქის აღების შემდეგ კი იმავე დღეს, გადაწვეს ასამდე სახლი. დღემდე წვავენ, ხოცავენ მშვიდოაბიან მოსახლეობას, რომელსაც არ სჭერია ხელში იარაღი. სოხუმის აღებიდან ორი დღის შემდეგ, ჩვენ ვიდექით ერთ ქუჩაზე. ამ დროს ერთ-ერთ ჭიშკრიდან გამოვიდა მოხუცი ქალი, 70-80წლის. ავტომატის ჯერმა იგიგ მოცელა. გავიქეცი იქით საიდანავ სროლა მესმოდა. მეგონა აქრთველები ხოცავდნენ აფხაზებს. ვნახე, რომ აფხაზებმა მოკლეს ქართველი დედაბერი. გზაზე ვხედავდი ყუამრავ დამწვარ სხეულს, დრანდაში-ხეებზე ჩამოკიდებულ ადამიანებს. წითელ ხიდთან, გასაშლელ საწოლზე დანახშირებული გვამი იყო. ასეთი სურათი ქალაქში ძალიან ბევრია." ნიკოლოზ ნოვიჩენკო: "მოსკოვში გავრცელდა ხმები, რომ აქ უხდიან ფულს და მეც ჩამოვედი, მაგრამ მოვხვდი, როგორც იტყვიან, ხორცსაკეპ მანქანაში. გაგვრეკეს წინ, უკან კი მოდიაოდნენ ჩვენი დამქირავებლები. ჩემთან იყო 3რუსი და 1ჩეჩენი. შემდეგ ისინი დახოცილი ვნახე, მგონი მოკლეს ჩვენმა დამქირავებლებმა, რომ თანხა არ გადაეხადათ." ვლად ხიადულინი: "ჩვენ გვითხრეს, რომ ვინც სამ თვეს იბრძოლებდა, მიიღებდა ბინას, ჩაწერას და ორმხრივ მოქალაქეობას." ასლან მასტაევი: ჩავედით გუდაუთაში, მივიღეთ იარაღი, სამხედრო ფორმა, ჩაგვარმწკრივეს. მოვიდა შტაბის უფორსი და გვითხრა: დარჩით აქ ვისაც გინდათ, მიირებთ მიწას, საცხოვრებელ ადგილებს, ჩაგწერთ, შეგიქმნით ცხოვრების საუკეტესო პირობებს". ომის შემდეგ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთის მიერ აფხაზი საპარატისტების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ასე, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირმშოა და დღესაც რუსეთის სახელმწიფო მესვეურთა მახარდაჭერა განაპირობებს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დაუსჯელ პარპაშს. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Feb 20 2008, 11:41 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ასე, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირმშოა ძალიან საინტერესოა ეს ნაწყვეტი ჭაბუა ამირეჯიბის ავტოინტერვიუდან: ცნობილია, იმპერიებს აარსებს ერთი რომელიმე ერი, ხალხი, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით. დროთა ვითარებაში ეს წარმონაქმნი „ჩაგრულთა და მჩაგვრელთა“ მრავალეროვან სახელმწიფოდ ყალიბდება. როცა წინააღმდეგობები კულმინაციას აღწევს, იწყება თანდათანობითი რღვევა და, ზოგ შემთხვევაში, კატაკლიზმური ნგრევაც. ეგ არის, უნდა გამოვაპირობოთ მთავარი: კაცობრიობის ისტორიაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაც, აქვე აღვნიშნავთ, წესს ადასტურებს, არ ყოფილა იმპერია, ხუთ-ექვს საუკუნეზე მეტხანს რომ ეარსებოს. ამაზე მე ჯერ კიდევ ჩემს რომან „დათა თუთაშხიაში“ დავწერე. დავიწყოთ იმით, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა სახელმწიფო, რომელშიც მთელი ხალხი კმაყოფილი ყოფილიყო თავისი წყობილებითა და მთავრობით. მეტიც, ხალხები მზად არიან, დაამხონ თავისი მთავრობა ნებისმიერი, ცოტად თუ ბევრად, ამისთვის ხელსაყრელი ვითარებისას... ეს ისე, განზოგადების სახით. საფიქრებელია, იმპერიათა ნგრევის უპირველესი პირობა „ბაბილონის გოდოლის“ ფაქტორია. იმპერიაში შემავალი ხალხები ერთობლივი ძალისხმევით აგებენ მნიშვნელოვან ეკონომიკას, ინტელექტუალურ ფასეულობებს ქმნიან, მაგრამ განვითარების გარკვეულ საფეხურზე ისინი კარგავენ „ერთმანეთის ენის“ გაგების უნარს, ანუ მათი სოციალურ-პოლიტიკური ინტერესები მძაფრ წინააღმდეგობაში მოდიან და ყველაფერი ერთად თავს ეცემა დამაარსებელ ერს, ანუ იმპერიულ წყობილებას. ჩვეულებრივად, მრავალეროვანი სახელმწიფოს დედაქალაქი, დიდი დასახლებები და, გარკვეულწილად, ცალკეული რეგიონებიც, დასახლებული არის შერეული სისხლის მასებით, რაც იმპერიულ ერთან ხანგრძლივი თანაარსებობის შედეგია. მოსახლეობის ეს ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია იმპერიული პატრიოტიზმის გრძნობას და გადამწყვეტ ვითარებაში იმპერიის მოწინააღმდეგედ ან, უმჯობეს შემთხვევაში, ინდიფერენტულ ფაქტორად გვევლინება. მიუხედავად მწვავე წინააღმდეგობებისა, იმპერია მაინც დგას, სანამ მპყრობელ ერს სამხედრო უძლეველობის, დაუმარცხებლობის რწმენა გააჩნია, რაც პირველი სერიოზული დამარცხებისთანავე სუსტდება და სრულიად ქარწყლდება რამდენიმე სამხედრო მარცხის შედეგად. ესეც, ძირითადად, „ბაბილონის გოდოლის“ კომპლექსით არის ხოლმე გამოწვეული. უძლეველობის რწმენის დაკარგვას მოსდევს იმპერიული ამბიცია, სამხედრო ავანტიურებით აღადგინოს ველიკოდერჟავული სული ადამიანებში, ხალხებში და ეს თითქმის ყოველთვის კიდევ მარცხით მთავრდება, რადგან, როგორც წესი, მუშტი-კრივზე სუსტი იწევს და არა ძლიერი. აქ მართებულია, აღინიშნოს, თუ როგორ მოინადირებიან იმპერიები. როგორ და, რაზედაც მაიმუნის მონადირების ცნობილი ხერხია დაფუძნებული: ქოქოსში კეთდება მცირე რამ ნახვრეტი, შიგ ჩაიდება გაფხეკილი სურნელოვანი სტაფილოს ნაჭერი. სურნელებით მიტყუებული მაიმუნი ხელს ჰყოფს ნახვრეტში, ჩაბღუჯავს სტაფილოს ნაჭერს, მაგრამ ძლივსძლივობით ჩატეული ხელი, მუშტად შეკრული, ზემოთ ვეღარ ამოდის. ქოქოსი მკვიდრად არის დაბმული, მაიმუნს მუშტის გაშლა აზრადაც არ მოსდის - მოიპოვა! ამის შემდეგ მონადირეს აუღელვებლად მიჰყავს მაიმუნი. „ჩაჭიდების რეფლექსმა“ იმუშავა! მოვიყვანე ჩემთვის ცნობილი თუ მოფიქრებული მიზეზები იმპერიათა რღვევისა, რის ვადაც ხუთი-ექვსი საუკუნე დავასახელეთ. ახლა გამონაკლისებისაც ვთქვათ, რაც იქვე წესის დადასტურებადაც ვაღიარეთ, მაგრამ აღვნიშნოთ ამ გამონაკლისთა მიზეზებიც ბიზანტიისა და რუსეთის იმპერიების მაგალითზე. ბიზანტიის იმპერიამ ათას წელზე გაცილებით მეტი ხნის მანძილზე იარსება და არა, ვთქვათ, ხუთასი თუ ექვსასი წლის ფარგლებში, როგორც მისმა ანალოგებმა. ვფიქრობ, ეს იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ბიზანტია იდეოლოგიის, კერძოდ, მართლმადიდებლური სარწმუნოების ემისიონერი იყო, ანუ თავისი ისტირიული ფუნქციის რეალიზაციას ახდენდა, მაგრამ კონსტანტინოპოლის დაცემამდეც კი მისი ხსენებული ფუნქცია რუსეთს ჰქონდა მითვისებული ჩრდილოეთში და წინა აღმოსავლეთში - საქართველოს. ბიზანტიის იმპერია კატაკლიზმურად არ დაღუპულა, როგორც ამას ავტორთა უმრავლესობა ქადაგებს, არამედ სიბერით მოკვდა, სულიერი ფუნქციის დაკარგვის გამო მიიცვალა. რუსეთის შემთხვევაში საქმე რამდენადმე განსხვავებულია. ლენინმა, ეჭვს გარეშეა, იცოდა რუსეთის იმპერიის კანონზომიერი დაშლის აუცილებლობა. მან იცოდა ისიც, რომ რღვევისა და დანაწევრების პროცესის გადავადება, ახალი იმპერიის მხოლოდ რომელიმე ახალი იდეოლიგიით დატვირთვით, მისთვის ემისიონერის ფუნქციის მინიჭებით იყო შესაძლებელი და აკი ჩაუდო კიდევაც ჯიბეში რუსებს და არარუსებს „მარქსისტულ-ლენინური“ იდეოლოგია, საწერ მაგიდაზე შეთხზული მოძღვრება. ამ იდეოლოგიას იმთავითვე ეტყობოდა, რომ ფუჭი იყო და მისმა ავტორმა აკი დაიზღვია კიდევაც თავი იმით, რომ ვითომდა სხვათაშორის სთქვა, - თუ კომუნისტურ საზოგადოებას ვერ შევქმნით, ამოსავალ პოზიციაზე ანუ კაპიტალიზმზე დაბრუნებაში ხომ ხელს ვერაფერი შეგვიშლისო? სახელდობრ, ამას საქმობენ დღევანდელი რუსეთის იმპერიის მამები და სრულიად უგულვებელჰყოფენ იმ გარემოებას, რომ ქოქოსის კაკლში აქვთ შეკრული მუშტი. რუსეთის იმპერიის ფინალი ისეთივე იქნება, როგორიც სხვა იმპერიებისა იყო. მგონია, თითქმის დარწმუნებული ვარ, ფინალს დღევანდელი ახალი თაობა მოესწრება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი