"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
marine |
Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა. მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება. ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ. სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა. დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო. ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს. მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს. წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა. შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა. ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება. წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 20 2008, 12:39 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„დასაწყისი განთიადისა“
„მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენთაგანნი, რომელნიც არც თავისი სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავისი სიკვდილით აკლებენ.“ ამ სიტყვებით გვამხელდა ქართველი ერის სულიერი მოძღვარი ილია მართალი, თანაც გვანუგეშებდა - „მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე, თუ გინდა მთქმელი ვიქნები.“ მან პირთან სარკე მოგვიტანა, რომ ჩავიხედოთ და მანკიერი სახეები დავინახოთ, სარკე კი გაბზარული გამოდგება და შიგადაშიგ ლაქებიანიც. 24 წლის სამშობლოს ჭირვარამით დაბერებული ილია, მხურვალე გულისცემით უახლოვდებოდა ყოველივე ქართულს გაუცხოებულს და ეკითხებოდა საკუთარ თავს: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, - ვიფიქრე, რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე“? სათქმელი კი უდავოდ ბევრი იყო. ქართველი კაცის გლოვის დაფარული მიზეზი, მისი იმედი თუ უიმედობა, ილიასთვის უცხო არ იყო და მან შეძლო ღვიძლი სიტყვით გულისტკივილის მორჩენა, დავრდომილის აღდგენა, მტირალის ცრემლების მოწმენდა. მან კავკასიონის ქედზე რწმენით აღმართა საბრძოლო ეროვნული დროშა იმ იმედით, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.“ ბრძოლა იყო მისი სტიქიონი. მისი თვალები ლმობიერებასთან ერთად ელვის განგმირავ ძალასაც შეიცავდნენ. მისი მაღალი შუბლის ნაკეცებში მიმალული რისხვის ქარი სიყვარულისა და სათნოების გვერდით ჰპოვებდა ადგილს. „თერგიც ვლადიკავკაზთან ისე დამდოვრებულა, ისე მოკვდარა, თითქოს ან როზგქვეშ არის გატარებული ან დიდი ჩინი მიუღიაო.“ ეს ერთგვარი საყვედური იყო იმ ქართველებისადმი, რომელთაც რუსული მუნდირი ამჯობინეს „მამულს, ენას, სარწმუნოებას.“ სწორედ მათი მისამართით არის ნათქვამი: „ერის გათახსირება მაშინ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებსო.“ უახლოვდებოდა ილია საქართველოს და უფრო და უფრო აწვებოდა მშობლიური ქედების სევდა ნისლებად, რომელიც „უგვირგვინო მეფეს“ გულს უკლავდა. ბევრი იყო საკეთებელი, იმაზე მეტი, ვიდრე მას წარმოედგინა. მას უნდა ეღვაწა, ეშრომა, განეცადა და ეგძნო. „თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი თერგის ხუილი, რომლის მღვრიე წყალში ჩანს ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა.“ „მოძრაობა და მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი.“ იმ სიცოცხლისა, იმ ერთადერთი სიცოცხლისა, რომლითაც ილია ბევრჯერ იქნა ჯვარცმული. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის შექმნა, ქართული თეატრის აღდგენა და ვინ მოსთვლის რამდენი ეროვნული საქმე. ილიამ თავისი ცხოვრებით გლეხსა და ბატონს შორის აღმართული გაუცხოების კედელი დაამსხვრია და კესოს წამოაძახებინა: „ხიდი ჩატეხილი, ხიდი!.. ტირის დარცხვენილი კესო, ეგ ნამი ხომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩატეხილი ხიდი გაამთელოს“, მაგრამ წიწამურთან თოფის გრიალმა შეძრა დადუმებული გარემო. ილია ფეხზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო...“ - იხუვლა მწყემსის გარეშე დარჩენილმა ერმა, ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს: „რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე, შეუნდე არ იციან ღმერთო რას იქმან.“ მან სიკვდილითაც კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ათასმა ცოცხალმა. მამა დავითის გლოვის ზარებმა გამოაფხიზლა საღათას ძილს მიცემული ქართველი ერი და გვეღირსა გაღვიძება, მოგვიახლოვდა „დასაწყისი განთიადისა.“ მაგრამ „არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ, რანი ვართ, ვერ გამოგვისახია, რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია, არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის.“ „ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი.“ მღვდელი პეტრე კვარაცხელია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი