IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
marine
პოსტი Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,119
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი

IPB-ს სურათი

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.

ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული.

ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.

მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.

ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.

სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.

სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა.

ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია.

დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა.

დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.

ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.

მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.

წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა.

შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა.

ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.

წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.

სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული.

შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 20 2008, 12:39 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,119
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დასაწყისი განთიადისა“

„მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენთაგანნი, რომელნიც არც თავისი სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავისი სიკვდილით აკლებენ.“ ამ სიტყვებით გვამხელდა ქართველი ერის სულიერი მოძღვარი ილია მართალი, თანაც გვანუგეშებდა - „მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე, თუ გინდა მთქმელი ვიქნები.“

მან პირთან სარკე მოგვიტანა, რომ ჩავიხედოთ და მანკიერი სახეები დავინახოთ, სარკე კი გაბზარული გამოდგება და შიგადაშიგ ლაქებიანიც.

24 წლის სამშობლოს ჭირვარამით დაბერებული ილია, მხურვალე გულისცემით უახლოვდებოდა ყოველივე ქართულს გაუცხოებულს და ეკითხებოდა საკუთარ თავს: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, - ვიფიქრე, რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე“? სათქმელი კი უდავოდ ბევრი იყო. ქართველი კაცის გლოვის დაფარული მიზეზი, მისი იმედი თუ უიმედობა, ილიასთვის უცხო არ იყო და მან შეძლო ღვიძლი სიტყვით გულისტკივილის მორჩენა, დავრდომილის აღდგენა, მტირალის ცრემლების მოწმენდა. მან კავკასიონის ქედზე რწმენით აღმართა საბრძოლო ეროვნული დროშა იმ იმედით, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.“

ბრძოლა იყო მისი სტიქიონი. მისი თვალები ლმობიერებასთან ერთად ელვის განგმირავ ძალასაც შეიცავდნენ. მისი მაღალი შუბლის ნაკეცებში მიმალული რისხვის ქარი სიყვარულისა და სათნოების გვერდით ჰპოვებდა ადგილს.

„თერგიც ვლადიკავკაზთან ისე დამდოვრებულა, ისე მოკვდარა, თითქოს ან როზგქვეშ არის გატარებული ან დიდი ჩინი მიუღიაო.“

ეს ერთგვარი საყვედური იყო იმ ქართველებისადმი, რომელთაც რუსული მუნდირი ამჯობინეს „მამულს, ენას, სარწმუნოებას.“ სწორედ მათი მისამართით არის ნათქვამი: „ერის გათახსირება მაშინ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებსო.“ უახლოვდებოდა ილია საქართველოს და უფრო და უფრო აწვებოდა მშობლიური ქედების სევდა ნისლებად, რომელიც „უგვირგვინო მეფეს“ გულს უკლავდა.

ბევრი იყო საკეთებელი, იმაზე მეტი, ვიდრე მას წარმოედგინა. მას უნდა ეღვაწა, ეშრომა, განეცადა და ეგძნო. „თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი თერგის ხუილი, რომლის მღვრიე წყალში ჩანს ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა.“

„მოძრაობა და მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი.“ იმ სიცოცხლისა, იმ ერთადერთი სიცოცხლისა, რომლითაც ილია ბევრჯერ იქნა ჯვარცმული.

მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის შექმნა, ქართული თეატრის აღდგენა და ვინ მოსთვლის რამდენი ეროვნული საქმე.

ილიამ თავისი ცხოვრებით გლეხსა და ბატონს შორის აღმართული გაუცხოების კედელი დაამსხვრია და კესოს წამოაძახებინა: „ხიდი ჩატეხილი, ხიდი!.. ტირის დარცხვენილი კესო, ეგ ნამი ხომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩატეხილი ხიდი გაამთელოს“, მაგრამ წიწამურთან თოფის გრიალმა შეძრა დადუმებული გარემო. ილია ფეხზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო...“ - იხუვლა მწყემსის გარეშე დარჩენილმა ერმა, ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს: „რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე, შეუნდე არ იციან ღმერთო რას იქმან.“ მან სიკვდილითაც კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ათასმა ცოცხალმა.

მამა დავითის გლოვის ზარებმა გამოაფხიზლა საღათას ძილს მიცემული ქართველი ერი და გვეღირსა გაღვიძება, მოგვიახლოვდა „დასაწყისი განთიადისა.“ მაგრამ „არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ, რანი ვართ, ვერ გამოგვისახია, რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია, არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის.“

„ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი.“

მღვდელი პეტრე კვარაცხელია


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   "მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი"   Feb 4 2008, 05:46 PM
marine   ლოცვა მუხლმოდრეკი...   Feb 4 2008, 06:00 PM
marine   იქნება არც ერთს მს...   Feb 12 2008, 05:21 PM
marine   როდემდის, ჩემო მშო...   Feb 15 2008, 06:26 PM
marine   ილიას მოკვლის გამო...   Feb 19 2008, 05:18 PM
-tamar-   ილიას მოკვლის გამ...   Jul 1 2008, 01:35 PM
tamuna m   უცნობი დეტალები წმ...   Feb 19 2008, 05:53 PM
marine   საგურამოდან მცხე...   Feb 19 2008, 06:01 PM
marine   „დასაწყისი განთია...   Feb 20 2008, 12:39 PM
tamuna m   უწმინდესის ქადაგე...   Feb 20 2008, 05:02 PM
marine   ამ სახით რომ გვართ...   Feb 21 2008, 06:01 PM
tamuna m   დაუჯდომელი საგალო...   Feb 21 2008, 07:03 PM
tamuna m   მარიამ ნინიძე „დაც...   Feb 27 2008, 01:49 PM
marine   წმიდა ილია მართალი...   Feb 27 2008, 02:50 PM
marine   "დიდებულ გვამთა გ...   Mar 14 2008, 03:34 PM
marine   "თუ სამართლიანი ხ...   Apr 15 2008, 03:05 PM
marine   თამარ რიგიშვილის დ...   Apr 17 2008, 11:55 AM
ნათია   თამარ რიგიშვილის ...   Apr 17 2008, 11:56 AM
marine   რა ლამაზადაა დაწე...   Apr 17 2008, 12:03 PM
ნათია   marine მადლობა მარი, ძა...   Apr 17 2008, 12:12 PM
ნათია   marine მართლა? არ ვიცოდ...   Apr 17 2008, 12:30 PM
TikoE   მართლა ძალიან ლამა...   Apr 17 2008, 02:51 PM
kavkazec   1907 წლის 30 აგვისტოს დ...   Jul 1 2008, 08:04 PM
tatiusi   ექვთიმე თაყაიშვილ...   Jul 30 2008, 10:31 PM
nino kiwo   ჩემი მსაჯული ჩემი ...   Jul 31 2008, 09:28 AM
marine   „ფურთხის ღირსი ხარ...   Nov 26 2013, 02:28 PM
marine   „მე და ამირანმა (ამ...   Feb 19 2014, 10:34 AM
marine   ახალი წიგნი - "ილი...   Mar 25 2014, 12:54 PM
marine   "სხვა გზა ის არის, ...   Jan 11 2015, 09:14 PM
marine   "წიწამურთან ჩავლ...   Jan 14 2015, 08:56 PM
marine   "თანდათან ძლიერდ...   Jan 16 2015, 02:02 PM
marine   თეთრი ცხენებით ილი...   Mar 3 2015, 08:32 PM
marine   "მღვდელი ვლადიმე...   Mar 24 2015, 09:23 PM
marine   ფილმის - "ვინ მოკლ...   Apr 13 2015, 10:07 PM
marine   კაცი გმირი და კაცი ...   Apr 23 2015, 06:33 PM
marine   "ღმერთმა შვილი არ...   May 21 2015, 02:21 PM
marine   ერმა საჯაროდ შეინა...   May 26 2015, 12:10 PM
marine   1987 წლის 2 აგვისტოს ს...   May 26 2015, 09:20 PM
marine   ფაქტი, რომელიც ვერ...   May 28 2015, 09:37 PM
marine   "არ დაივიწყოთ, რო...   Jun 28 2015, 12:43 PM
marine   „ყოველი კაცი ბედნი...   Jul 10 2015, 10:59 PM
marine   "ჭეშმარიტ ღირსებ...   Jul 19 2015, 02:27 PM
marine   "მოძღვართმოძღვა...   Aug 5 2015, 01:18 PM
marine   “იმ დროს გამოვიდა ...   Aug 5 2015, 01:33 PM
marine   „თუ მისი წინაპარნი...   Aug 5 2015, 01:47 PM
marine   „ბიბლიური მოსესავ...   Aug 5 2015, 02:22 PM
marine   „ილია ჭავჭავაძე ყო...   Aug 5 2015, 02:54 PM
marine   „რამდენჯერმე იჭექ...   Aug 5 2015, 06:43 PM
marine   „ვინც საქართველოს ...   Aug 7 2015, 12:35 PM
marine   "წმინდა ილია მართ...   Aug 7 2015, 01:24 PM
marine   "წაიქცა ერის ბურჯ...   Aug 10 2015, 09:37 PM
marine   „რუსეთის საიმპერა...   Aug 19 2015, 04:12 PM
marine   წიწამურიდან საგურ...   Aug 19 2015, 04:33 PM
marine   "იგი [ნიკო კეცხოვ...   Aug 25 2015, 07:52 PM
marine   http://s018.radikal.ru/i510/1509/3a/ec874e521d22.j...   Sep 8 2015, 01:51 PM
marine   http://s014.radikal.ru/i329/1509/66/643d5b32d3cf.j...   Sep 12 2015, 11:16 PM
marine   "ეგზარქოსისა და უ...   Sep 20 2015, 09:08 PM
marine   http://s009.radikal.ru/i309/1509/33/8ce779a194aa.j...   Sep 22 2015, 10:03 PM
marine   http://s020.radikal.ru/i709/1509/38/9dfb3355c7f9.j...   Sep 23 2015, 12:37 PM
marine   "ყველაზე დიდი ძნე...   Sep 29 2015, 07:35 PM
marine   "უწმინდესმა და უნ...   Oct 1 2015, 11:36 AM
marine   ვეამბორები თქვენს ...   Oct 1 2015, 06:14 PM
marine   "ფიქრის, საქმის, შ...   Oct 16 2015, 12:36 PM
marine   http://s49.radikal.ru/i125/1511/16/7dd582379f5f.jp...   Nov 8 2015, 04:49 PM
marine   http://s017.radikal.ru/i418/1511/33/16b737d7d674.j...   Nov 9 2015, 12:05 PM
marine   http://s020.radikal.ru/i720/1512/5d/bed63ac668f7.j...   Dec 4 2015, 02:20 PM
marine   "...ჟორდანია ეროვნ...   Dec 7 2015, 10:26 AM
marine   "1907 წლის 30 აგვისტო...   Dec 28 2015, 04:02 PM
marine   ,,...უკვე დამთავრებუ...   Dec 28 2015, 08:40 PM
marine   ,,ქვეყნის მესაჭე სა...   Dec 30 2015, 10:06 AM
marine   თეთრი თუ შავი, შური ...   Jan 3 2016, 04:05 PM
marine   http://s019.radikal.ru/i601/1601/cc/a8f9190c751f.j...   Jan 3 2016, 09:41 PM
marine   "ილია მართლის კან...   Feb 9 2016, 11:01 PM
marine   "თავის დროზე ხომ ...   Apr 10 2016, 09:09 PM
marine   "ილიამ და ოლღამ გ...   Apr 24 2016, 11:08 PM
marine   „ოლღა გურამიშვილი ...   Apr 24 2016, 11:29 PM
marine   http://s017.radikal.ru/i400/1605/1f/9e5c13e3c608.j...   May 7 2016, 11:19 AM
marine   "იერუსალიმში ჩვე...   Jun 22 2016, 12:28 PM
marine   "ილია ჭავჭავაძე გ...   Jul 31 2016, 05:47 PM
marine   "გარდაცვალებამდ...   Sep 7 2016, 04:02 PM
marine   "1904 წლის 29 ოქტომბე...   Oct 25 2016, 11:24 AM
marine   "ვისაც არ უნახავს...   Nov 9 2016, 04:22 PM
marine   "ილიამ წაიკითხა თ...   Nov 16 2016, 01:43 PM
marine   "სოფლიდან ჩამოსვ...   Nov 26 2016, 01:54 PM
marine   "ცნობილია, რომ წმ...   Dec 12 2016, 08:48 PM
marine   "ამავე წელს ილია ...   Jan 6 2017, 10:20 AM
marine   "ილია ჭავჭავაძეს ...   Feb 6 2017, 06:07 PM
marine   "ილია ჭავჭავაძეს ...   Mar 15 2017, 10:29 PM
marine   გურამ ასათიანი წერ...   Apr 5 2017, 10:21 AM
marine   "1905-1907 წლების რევოლ...   Jun 8 2017, 10:34 AM
marine   "ერთ-ერთი ყაჩაღის...   Jun 28 2017, 01:39 PM
marine   "ჩვენი ერის უახლე...   Jun 29 2017, 01:12 PM
marine   http://i062.radikal.ru/1708/66/7e41af284761.jpg /...   Aug 2 2017, 08:24 PM
marine   "...იმ დროს, დუშეთი...   Aug 23 2017, 10:04 PM
marine   რატომ მოუხადა ბოდი...   Aug 28 2017, 07:04 PM
marine   ამ "საზოგადოებამ...   Aug 30 2017, 10:20 AM
marine   "დიდ ქართველ ეროვ...   Sep 10 2017, 09:45 PM
marine   "ილიას გარდაცვალ...   Sep 12 2017, 11:05 PM
marine   "ისტორიიდან ვიცი...   Sep 25 2017, 10:33 AM
marine   "1869 წლის პირველ აპ...   Oct 16 2017, 10:11 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 08:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი