სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
გიორგი |
Feb 20 2008, 02:32 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა ძალიან შეწუხებული და დარდიანი ვარ იმით, რაც ხდება და რაც შესაძლებელია მოხდეს ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას მის კონსტიტუციურ საზღვრებში. კოსოვო და მეტოქია არის სერბეთის უძველესი ტერიტორია, საიდანაც მოხდა სერბთა განათლება - ქრისტეანობის მიღება. ტერიტორიაზე არის უამრავი ეკლესია-მონასტერი, ზოგიერთი მათგანი UNESCO-ს სიაშიც არის მოხვედრილი. ... მაგრამ სიმართლისათვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოფილი სოციალისტური იუგოსლავია და მისი ხელისუფლება იყო ტიპიური მაგალითი ტოტალიტარიზმისა და კომუნისტობისა. იუგოსლავია დაახლოებით წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მინი-მოდელს და თუ საბჭოთა კავშირში იმპერიალიზმის გამტარებელი იყო რუსეთის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი მოსკოვი ემთხვეოდა მთლიანი საბჭოთა კავშირის დედაქალაქს, ანალოგიურად იუგოსლავიაშიც იმპერიალიზმის გამტარებელი იყო სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის დედაქლაქი ბელგრადი ემთხვეოდა მთელი იუგოსლავიის დედაქალაქს. ორივე სახელმწიფო გამოირჩეოდა ავტოკრატიული მმართველობით, ადამიანის უფლებების არ არსებობით და ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრით ანუ ყველაფერი იმით, რაც იმპერიალიზმის თანმდევია. საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის დაშლის შემდეგაც ზოგადი დამოკიდებულება იმპერიალიზმისადმი ძირეულად არც რუსეთს და არც სერბეთს არ შეუცვლია. თუ რუსეთმა იმპერიის შენარჩუნების მიზნით მოახდინა კონფლიქტების პროვოცირება და შემდეგ ომი დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მთიან ყარაბაღში, ზუსტად იგივე გააკეთა სერბეთმა ბოსნიაში. ეს ომები მიზნად ისახავდა ტოტალიტარული ნანგრევების შენარჩუნებას, ყოფილ ოკუპირებულ სახელმწიფოებზე ჯერ ზარალის მიყენებას, შემდეგ კი გავლენის მოპოვებას ფორმაცვლილი სახით. ჩვენთვის თუ ტრაგედია აფხაზეთი და სამაჩაბლოა, ბოსნიელთათვის და ხორვატთათვის საერევოს ომია. (1992-1995) ისევე, როგორც აფხაზეთში და ოსეთში ოფიციალურად ჭირს დამტკიცება, რომ ომის ინსპირირება რუსეთის ბრალია, ასევეა იქაც, ყოველ მხარეს თავისი მოსაზრება გააჩნია, მაგრამ რეალურად ყველაფრის თავი და თავი ოფიციალური ბელგრადი იყო, რომელმაც ბოსნიელი სერბები, ხორვატების და ბოსნიელი მუსულმანების საწინააღმდეგოდ გამოიყენა, რათა შეენარჩუნებინა ტერიტორიები იმპერიის სივრცეში. არადამიანური სისასტიკე დაატრიალეს სერბებმა სრებრენიცაში, 11 ივლისს, 1995 წელს, სადაც სერბეთის რესპუბლიკის არმიამ და პლიუს მოხალისეებმა (საერთაშორისო საზოგადოებისთვის დამალვის მიზნით), მოაწყო მშვიდობიანი მოსახლეობის არნახული სასაკლაო, დაღუპულთა შორის იყვნენ ბავშვებიც, ქალებიც და მოხუცებიც. სულ 8 000-ზე მეტი ადამიანი, სასტიკად დამახინჯებული გვამები ჯგუფურად დაასაფლავეს ძმათა სასაფლაოზე, უამრავი ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება, რადგან ვერ ხერდება დეოქსირიბონუკლეინის მჟავის ექსპერტიზით იდენტიფიკაცია. სულ ამ ომს შეეწირა დაახლოებით 100, 000 ადამიანი, რაც 3-4-ჯერ აღემატება აფხაზეთის ომის მასშტაბებს. რატკო მლადიჩი - სრებრენიცის გენოციდის ორგანიზატორი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდა პავლე გრაჩოვისგან, რომელიც ჯერ ქართველთა პოზიციებს აბომბინებდა რუსულ გამანადგურებლებს Cy-27-ებს რათა დიდი მსხვერპლი ყოფილიყო და შემდეგ პროვოკაციას ქართველებს აბრალებდა თითქოს გადაღებილი თვითმფრინავებით ჩვენ ვბომბავდით თვითონ ქართველების პოზიციებს, არადა ზებგერითი Cy-27-ები საქართველოს არ გააჩნდა... ეს ორივე ადამიანი ერთნაირად ნაძირალა და ყველანაირ არაკაცობაზე წამსვლელი იყო პატარა ერების ამოსაძირკვად. ...რიგით ადამიანებს არსად არ ვერჩი, მშვიდობიან ხალხს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ჩემთვის სერბული სახელმწიფო და ოფიციალური ბელგრადი არაფრით არ იქნება მართლმადიდებლობის სახე, როგორც არ იქნება - რუსეთის ფედერაცია და ოფიციალური კრემლი. ნუ, დეტალების გაგრძელება აღარ გვინდა, მაგრამ დავუმატებ, რომ გარდა ბოსნიელთა და ხორვატთა წინააღმდეგ ცნობილი ომისა იყო გაუხმაურებელი სისხლიანი ჩახშობის მცდელობა სლოვენიაში, როდესაც ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ე.წ. "მცირე შეირაღებული კონფლიქტი სლოვენიაში" დაიღუპა 50-მდე ადამიანი, დაიჭრა 200-მდე და რეპრესიების შედეგად დააპატიმრეს 5000-ზე მეტი სლოვენიელი. მართალია კოსოვოს ტერიტორია ისტორიული სამართლობიანობიდან გამომდინარე სერბეთს ეკუთვნის, მაგრამ იქაც სასტიკი არა ადამიანობები დაატრიალეს სერბეთის შეიარაღებულმა ძალებმა, მასიური ეთნოწმენდა, თითქმის 14 000 მშვიდობიანი ალბანელი მოკლეს და 600 000 ადამიანი გამოაძევეს საცხოვრებელი ადგილიდან. მასშტაბები აქაც აღემატებოდა აფხაზეთის ომს. აგრეთვე კიდევ ერთი ნაკლებად გახმაურებული სიმართლე უნდა ვთქვა, როგორც ქართველმა... საქართველოს სერბეთმა უარი უთხრა იარაღის მიყიდვაზე და იგივე მოუწოდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც (საბედნიეროდ უკრაინამ, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ყურად არ იღეს ეს მოწოდება) იმ მოტივით, რომ ქართველები აღნიშნული იარაღით აფხაზეთის დაბრუნებას შეეცდებიან და შესაბამისად შესაძლოა ის რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებულიო. ასე, რომ ლაპარაკი "მართლმადიდებელი სერბეთი" პოლიტიკურ დონეზე ძალიან არასწორია, სერბეთის ხელისუფლების საქციელი არამც თუ მართლმადიდებლობისგან, არამედ ადამიანურობისგანაც ძალიან შორს იდგა მრავალ შემთხვევაში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი