სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 03:12 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიორგი,
ძალიან მიკერძოებულ ინფორმაციას ფლობ. ჯერერთი, იოსიფ ბროზ ტიტო ხორვატი იყო და შეუძლებელია განევითარებინა "დიდი სერბიის" იდეები. მეორეც, 90-იანი წლების დასაწყისის ომებს ცალმხრივად უყურებ, არა მხოლოდ სერბები მონაწილეობდნენ მაგ ომში, გენოციდი სერბების ხდებოდა უფრო, მაგალითად ბოსნიაში და ნუ დაივიწყებ ხორვატიის კრაინას,მილიონი სერბი ფეხშიშველი წამოვიდა იქიდან, ათი ათასობით დაწყვიტეს მანამდე. რათქმაუნდა, როცა ბოსნიას უნდოდა გამოყოფა,ისმებოდა კითხვა, რა ეწეოდათ იქ მყოფ სერბებს ანუ მართლმადიდებელ სერბებს? (ეროვნება ბოსნიელი არ არსებობს, ტიტომ შემოიტანა უაზრო "ეროვნება" და მათ პასპორტში ეროვნების გასწვრივ ეწერათ - მუსლიმანი ! ). ბოსნიელებმა თავიდან ე.წ. ნასერის ფორმირებებმა ("ალლაჰის მხედერები") ააწიოკეს სერბების სოფლები და მაქედან დაიწყო ყველაფერი მერე, ისიც, სერბების მხრიდანაც პარამილიტარისტური ფორმირებების ჩარევით. გენერალ მლადიჩის სტატუსი კი ძალიან კომპლექსურად შეიძლება გავიგოთ,ვინ იყო და რა უნდოდა, ვისთVის კაციჭამიაა, ვისთVის გმირი. რაც შეეხება კოსოვოში ალბანელები ააწიოკესო, აქაც უნდა გაითვალისწინო, რომ მანამდე ალბანელებმა ააწიოკეს მოსახლეობის სერბული უმცირესობა, გადაწვეს მონასტრები, მოკლეს სასულიერო პირები, ბერ-მონაზვნები,ბავშვები და შესაბამისად უპასუხეს სერბებმაც. მილოშევიჩის პერიოდში, აქ, დასავლეთში, სერბები წარმოდგენილი ყავდა მასმედიას როგორც კანიბალები, სამაგიეროდ მოვიდა რა ჯინჯიჩი, სასწრაფოდ შეიცვალა "პლასტინკა" და ალაპარაკდნენ დაახლოებით სიმართლეზე, ანუ ახსენეს, რომ ალბანელებმა დაწყვიტეს ჯერ სერბები კოსოვოში.მიზეზი ამისა იცი, რატომაც ალაპარაკდნენ ასე. 1999 წელს კი იბომბებოდა ბელგრადი და დიდი ქალაქები, აღდგომის დღესაც კი არ შეუწყვეტია ამერიკას ეს აქტი,მოქმედებდა რა მარგრეტ ოლბრაიტის ბრზანებით, რომელიც ბავშვობაში, როგორც ნაცისტებისგან დევნილი ებრაული ოჯახის შვილი, სერბების ოჯახმა შეიკედლა და გადაარჩინა (!). ბომბავდნენ არა სამხედრო დანიშნულების და სტრატეგიის მქონე ადგილებს,არამედ მშვიდობიან ადგილებსაც, ხიდებს, სადგურებს, ტელევიზიას, ქარხნებს, ელექტროსადგურებს, ყველაფერს, რაც ხალხს არსებობისთვის ჭირდებოდა. მე ახლა რომ ვიყავი სერბიაში, ჰააგის სასამართლოს ვუყურებდი, ასამართლებდნენ რადიკალური პარტიის ლიდერს ვოისლავ შეშელს, 4 პროცესს ვუყურე და არგუმენტირებულად გაულაფსუსა მან ბრალდება მბრალდებელს, ენას ვერ ატრიალებდნენ, ისე დოკუმენტირებულად დაუმტკიცა,თვით საჩივრის შემკოწიწებლებს, რომ მოგონილია ბევრი რამე, ამ შემთხვევაში მის მიმართ. მერე რა იქნა არ ვიცი, აქ ვერ ვუყურებ მაგ გადაცემას. მე პოლიტიკას არ ვენდობი და არც მიტაცებს, სულის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ ისტორიას ნუ დავივიწყებთ, სიმართლეს ნუ დავივიწყებთ და გარედან შეფასებას ჯობია იქ რა ხდებოდა, უბრალო ხალხი როგორ ეწამებოდა, ის გავითვალისწინოთ, თორემ ომში იღუპება ორივე მხარის წარმომადგენელი და ეს მხოლოდ ერთი მხარის გამო არ ხდება. მილოშევიჩს კი ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ ქონდა და არც მისი გასვენება მომხდარა ეკლესიურად. ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ,სერბების გინება იქნება ეს თუ ლანძღვა, ისინი ფიქრობენ, რომ მათსას იცავდნენ. ხორვატიაზე თავდასხმას არ ვუარყოფ , სამხედრო თვალსაზრისით ასეც იყო,სხვა სახელს ვერ დაარქმევ, 70 კმ სიგრძის ჯავშნოსნების ქარავანი ავტომაგისტრალზე რომ მახსენდება , შეუძლებელია იქ გულგრილი დავრჩე, უკვე ნათლად ჩანს ომის საშინელება, ჯერ კიდევ დაწყების წინ არც ის ფაქტია ისე უარსაყოფი, რომ ბოლოს სერბებმა გაათავისუფლეს ხორვატი ტყვეები მუსლიმნებისგან, ბანაკებში რომ ყავდათ. მე ვიცნობ აქ რამდენიმე ხორვატულ ოჯახს, რომლებიც არ მალავენ, რომ სერბების წყალობით გადარჩნენ. ბოსნიაში დღეს ტიტოს პლაკატებს წააწყდება კაცი ქუჩებში და არც თუ იშვიათად. ეს რისი თქმა მე შემიძლია.სუბიექტურობაში არ ჩამითვალოთ, მე ვიცნობ სერბების გარდა ბოსნიელებსაც და ხორვატებსაც, და მეგობრებიც მყავს მათ შორის ბევრი,თან ძალიან ერთგული მეგობრები. დღეს რაც ხდება, სრული უსამართლობაა და მტყუან-მართალს რომ შევეშვა, ჩემს ოჯახს ეხება პირდაპირ და მათი ყოფნა-არყოფნის საკითხს, თუ ომი დაიწყო დიდი მასშტაბებით. აქ უკვე მე პირადად არ მაინტერესებს ვინაა მტყუანი. პ.ს. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ მლადიჩმა ადრე განაცხადა, თუ მისცემდნენ პირობას, რომ სასჯელს მოიხდის საქართველოში, თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ჰააგაში ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი