სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
გიორგი |
Feb 20 2008, 05:04 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა ჯერერთი, იოსიფ ბროზ ტიტო ხორვატი იყო და შეუძლებელია განევითარებინა "დიდი სერბიის" იდეები. მეორეც სტალინიც ქართველი იყო, მაგრამ როგორც იმპერიის მეთაური მაინც იმპერიის საქმეს აკეთებდა. ბროს ტიტოს ხორვატობა არაფერს არ ნიშნავს, მას ხორვატებისთვის დამოუკიდებლობა არ მიუცია და პირიქით იმპერიის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. ციტატა 90-იანი წლების დასაწყისის ომებს ცალმხრივად უყურებ, არა მხოლოდ სერბები მონაწილეობდნენ მაგ ომში, გენოციდი სერბების ხდებოდა უფრო 1. ჯერ ერთი ოფიციალური მონაცემებით ეგრე არ არის: ბოსნიის ომის დროს საერთო ჯამში დაიღუპა: 38 000 ბოსნიელი და ხორვატი სამხედრო და მხოლოდ 21 000 სერბი სამხედო. 35 000 ბოსნიელი და ხორვატი მშვიდობიანი მოქალაქე და მხოლოდ 4 000 სერბი მშვიდობიანი მოქალაქე. უახლეს ისტორიაში არ არის არანაირი მონაცემი (თვით არაოფიციალურიც კი) რომელიც ათეულ ათასობით სერბის დახოცვას მიუთითებს. კრაინადან ბევრი ადამიანი გამოაძევეს, მაგრამ მსხვერპლი 2-3 ათასი თუ იქნებოდა. 2. მთავარი უარყოფითი მომენტი არის ის, რომ ომები ყველგან სერბების ინტერესში შედიოდა. როდესაც იმპერია იშლება, არ არსებობს რომ ომი აწყობდეს იმ სახელმწიფოებს და იმ ერებს, რომლებმაც თავისუფლება მოიპოვეს, თუნდაც რომ დავუშვათ, რომ მსხვერპლი სერბების მხარეს მეტი იყო (რაც არ დასტურდება ოფიციალური წყაროებით, არამედ პირიქით) ომი მაინც იმპერიის შენარჩუნების მიზნით დაიწყო. წარმოუდგენელია, რომ დომინიონი თავს იცავდეს ქვეშევრდომებისგან. ახლა ძნელია რაიმეს დამტკიცება, ორივე მხარეს ათასი პროვოკაცია შეეძლო, რომ მოწინააღმდეგე დაედანაშაულებინა ომის პროვოცირებაში, მაგრამ ზოგადი სურათი ნათელია - სერბებს იმპერია ეშლებოდათ და დემოკრატიის ნაცვლად ბრძოლით ხელის შეშლა სცადეს. ციტატა რა თქმა უნდა, როცა ბოსნიას უნდოდა გამოყოფა, ისმებოდა კითხვა, რა ეწეოდათ იქ მყოფ სერბებს ანუ მართლმადიდებელ სერბებს? (ეროვნება ბოსნიელი არ არსებობს, ტიტომ შემოიტანა უაზრო "ეროვნება" და მათ პასპორტში ეროვნების გასწვრივ ეწერათ - მუსლიმანი!) ვიცი, რომ "ბოსნიელი" ეროვნება არ არსებობს. მუსულმანი სერბი არის "ბოსნიელი." ეგრე თუ მივუდგებით საქმეს პრინციპში ხორვატები შეგვიძლია "კათოლიკე სერბებად" ჩავთვალოთ და არც თუ უსაფუძვლოდ, ენებში პრაქტიკული სხვაობა არ არსებობს. საერთოდ სამხრეთის სლავებს - "იუგოსლავებს" ერთი ფუძე აქვთ, მაგრამ დღეს ეს ერები დამოუკიდებლად თვლიან თავს და ამის სრული იურიდიული უფლება აქვთ. რაც შეეხება იმას თუ "რა ბედი ეწეოდა იქ მყოფ მართლმადიდებელ სერბებს?" ეს არის ზუსტი ანალოგი იმისა, რასაც რუსეთი ჩვენ გვიკეთებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრები რუსი მოსახლეობის საშუალებით, გვაშანტაჟებს, იმუქრება მათი უფლებების დარღვევით თუ საქართველო დაიბრუნებს ტერიტორიებს და აგრეთვე იმუქრება თავისი მოსახლეობის შეიარაღებული დაცვით, რაც რეალურად საქართველოსთან ომს ნიშნავს, სხვას არაფერს. ზუსტად იგივე პოლიტიკა ჩაატარეს სერბებმა ბოსნიაში. ეს ტოტალიტარული მმართველობის სახელმწიფოებში არსებული მეთოდია პატარა სახელმწიფოების დასაშანტაჟებლად, რაც გულისხმობს რომ "ისინი საკუთარ მოსახლეობას დაიცავენ სხვის ტერიტორიაზე". დამერწმუნე სერბეთი, რომ დემოკრატიულად შეხვედროდა იმპერიის რღვევას და ყოველგვარი ძალადობის გარეშე "გაეშვა" რესპუბლიკები, სერბულ მოსახლეობას არაფერი იმაზე უარესი არ მოუვიდოდა, რაც საბოლოოდ დაემართა. ციტატა გენერალ მლადიჩის სტატუსი კი ძალიან კომპლექსურად შეიძლება გავიგოთ, ვინ იყო და რა უნდოდა, ვისთვის კაციჭამიაა, ვისთვის გმირი. სერბებისთვის - გმირი. სრებრენიცას ტრაგედიისას დაღუპულთათვის და მათი ახლობლებისათვის - კაციჭამია. ისევე როგორც გრაჩოვი, არძინბა... რუსეთისათვის გმირები თუ არა, დიდად დასაფასებელი ხალხია... მოდი ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება იყოს გმირი მშვიდობიანი მოსახლეობის გამანადგურებელი ადამიანი? მათ შორის ქალების და ბავშვების... რეალობა ასეთია, სერბეთის ხელისუფლება ვერ შეეგუა იმპერიის დაშლას და ცხადია ვინც იბრძოდა მის აღსადგენად ან ხელს უშლიდა რღვევას ცხადია გმირია, მაგრამ ობიექტურობა, რომ არ დავკარგოთ საკუთარ თავზე და ქვეყანაზე განვიხილოთ მლადიჩის საქციელი. რა ჰქვია ადამიანს, რომელიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებეს ხელმძღვანელობს, რასაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება? ამგვარი, რამ ჩვენ აფხაზეთში არაერთხელ გამოგვიცდია და ამიტომ მლადიჩის ტიპის ადამიანებს ჩემთვის მხოლოდ სამხედრო დამნაშავის სტატუსი აქვს. ციტატა რაც შეეხება კოსოვოში ალბანელები ააწიოკესო, აქაც უნდა გაითვალისწინო, რომ მანამდე ალბანელებმა ააწიოკეს მოსახლეობის სერბული უმცირესობა, გადაწვეს მონასტრები, მოკლეს სასულიერო პირები, ბერ-მონაზვნები, ბავშვები და შესაბამისად უპასუხეს სერბებმაც. ვიცი, ეგეც ვიცი, მაგრამ პასუხიც არის და პასუხიც... მსგავსი ექსტრემისტული ქმედების დროს საჭიროა გამოძიებულ იქნეს დანაშაული და არა მოხდეს ერის ეთნოწმენდა. ალბანელმა სეპარატისტებმა იბრაჰიმ რუგოვას "კოსოვოს ხსნის არმიის" მეთურობით დახოცეს 500 ადამიანი და ამის პასუხად სერბებმა დახოცეს ზუსტად 28-ჯერ მეტი ალბანელი ანუ 14 000. უსახლკაროდ დატოვეს ნახევარ მილიონზე მეტი. რა ჰქვია ყველაფერ ამას? საერთოდ რიცხვები ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. NATO-ს თავდასხმას სერბეთზე შეეწირა მაქსიმუმ 3-4 ათასი ადამიანი ყველაზე "გაბერილი" მონაცემებით, ანუ სულ მცირე 3-ჯერ ნაკლები ვიდრე სერბებმა მშვიდობიანი ალბანელები დახოცეს. ეს გაუგონარი სისასტიკეა... ციტატა 1999 წელს კი იბომბებოდა ბელგრადი და დიდი ქალაქები, აღდგომის დღესაც კი არ შეუწყვეტია ამერიკას ეს აქტი,მოქმედებდა რა მარგრეტ ოლბრაიტის ბრზანებით, რომელიც ბავშვობაში, როგორც ნაცისტებისგან დევნილი ებრაული ოჯახის შვილი, სერბების ოჯახმა შეიკედლა და გადაარჩინა (!). ბომბავდნენ არა სამხედრო დანიშნულების და სტრატეგიის მქონე ადგილებს,არამედ მშვიდობიან ადგილებსაც, ხიდებს, სადგურებს, ტელევიზიას, ქარხნებს, ელექტროსადგურებს, ყველაფერს, რაც ხალხს არსებობისთვის ჭირდებოდა. მე ახლა რომ ვიყავი სერბიაში, ჰააგის სასამართლოს ვუყურებდი, ასამართლებდნენ რადიკალური პარტიის ლიდერს ვოისლავ შეშელს, 4 პროცესს ვუყურე და არგუმენტირებულად გაულაფსუსა მან ბრალდება მბრალდებელს, ენას ვერ ატრიალებდნენ, ისე დოკუმენტირებულად დაუმტკიცა,თვით საჩივრის შემკოწიწებლებს, რომ მოგონილია ბევრი რამე, ამ შემთხვევაში მის მიმართ. მერე რა იქნა არ ვიცი, აქ ვერ ვუყურებ მაგ გადაცემას. ეს ყველაფერი გასაგებია... მე NATO-ს არ ვამართლებ, მაგრამ თუ რაიმე საზომი არსებობს ომში, (დახოცილთა, დაჭრილთა, უსახლკაროთა რაოდენობა) აბსოლუტურად ყველა საზომით სერბებმა მეტი სისასტიკე გამოიჩინეს კოსოველი ალბანელების მიმართ, ვიდრე NATO-მ სერბეთის მიმართ. ამგვარი გაგება, რომ ეს იყო დასავლეთის ანგარიშსწორება მართლმადიდებლური ქვეყნის მიმართ ჩემთვის მიუღებელია. ციტატა ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ,სერბების გინება იქნება ეს თუ ლანძღვა, ისინი ფიქრობენ, რომ მათსას იცავდნენ. ...როგორც რუსები საკუთარ მოსახლეობას და აფხაზი სეპარატისტები თავიანთ დამოუკიდებლობას... ქართველთა სისხლის ხარჯზე. სერბები, რომ ეგრე ფიქრობენ ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ მართლები არიან... ციტატა ხორვატიაზე თავდასხმას არ ვუარყოფ ხორვატიაზე თავდასხმა საშინელება იყო... ესიც საკმარისია ოფიციალური ბელგრადის დასადანაშაულებლად. ციტატა დღეს რაც ხდება, სრული უსამართლობაა და მტყვან-მართალს რომ შევეშვა, ჩემს ოჯახს ეხება პირდაპირ და მათი ყოფნა-არყოფნის საკითხს, თუ ომი დაიწყო დიდი მასშტაბებით. აქ უკვე მე პირადად არ მაინტერესებს ვინაა მტყუანი. გასაგებია და ძლიერ სამწუხაროა... მე არ ვცნობ კოსოვოს დამოუკიდებლობას. ციტატა პ.ს. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ მლადიჩმა ადრე განაცხადა, თუ მისცემდნენ პირობას, რომ სასჯელს მოიხდის საქართველოში, თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ჰააგაში! საინტერესოა... P.S. კოსოვოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში რამდენად რეალურია შეიარაღებული კონფლიქტი? მე მგონი კოსოვოს "გაერო"-ში არ მიიღებენ, რუსეთი ვეტოს დაადებს უშიშროების საბჭოზე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი