სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 05:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიორგი,
აფხაზეთსა და სამაცაბლოში მცხოვრებ რუსებს ნუ აიგივებ კრაინის და ბოსნიის სერბებთან, ისინი იქ მუდამ ცხოვრობდნენ, როგორც საკუთარ მიწაზე !უდიდესი განსხვავებაა. ასევე კოსოვოშიც, მიწა სერბულია და დღეს სერბები უმცირესობაა,ალბანელების სისატიკეს ნუ აუბრალოებ, ლაჩრულად უსაფრდებოდნენ უსუსურ ქალებს და ბავშვებს, მდინარეზე მობანავე სერბის ბავშვები მოკლეს, სრულიად უდანასაულონი, ჯვრები ამოკვეთეს , ქრისტეს უგინებდნენ , ამ თვალსაზრისით ის ხალხი მოწამეებადაც ითვლებიან. ეგ სტატისტიკა საიდან გაქვს არ ვიცი, რათ ქმაუნდა მეტი ბოსნიელი რომც დაღუპული, რა გასაკვირია მათ ტერიტორიაზე იყო ომი და უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ. გინახავს შენ დაბომბილი დობოი, ბანია ლუკა თუ სხვა სერბული ქალაქები ბოსნიაში ? გინახავს შენ ქმრის მიერ ცოლის მოკვლა იმის გამო რომ სერბია? არა, იმიტომ რომ არ იცი, რა განსაცდელში იყვნენ იქ სერბები, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ დაიწყო ომი. სერბების ინტერესში შედიოდა იმდენად, რამდენადაც მათ ტერიტორიებზე იყო საუბარი, თუ კოსოვომ მიიღო დამოუკიდებლობა იმიტომ რომ უმრავლესობა ისინი არიან, რატომ უნდა დარჩენილიყო ბოსნიის ის ნაწილი ბოსნიის შემადგენლობაში (როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს) რომელიც ძირითადად მართლმადიდებელი სერბებით იყო დასახლებული? აკი უმრავლესობა იმარჯვებს? რაც შეეხება ალბანელთა უსახლკარობას, კითხე ნიანიას და გეტყვის ვინაა კოსოვოში უსახლკარო: სერბი თუ ალბანელი! მლადიჩის ნაირი კაციჭამიები ხორვატებსაც ყავთ და ბოსნიელებსაც, რომლებიც იძებნებიან ან გასამართლდნენ უკვე, ამიტომ როცა იხსენიებ, მხოლოდ სერბ გენერალს ნუ გაიხსენებ(თ). ცხადია, მთელი სამხედრო ძალა ბელგრადში იყო თავმოყრილი და ამ მხრივ სერბებს უკეთესი სიტუაცია ქონდათ. ამიტომაც დაიღუპა ნაკლები სერბი ჯარისკაცი, ვიდრე სხვა. ხორვატებს კი აი, რუსი ნაიომნიკები ძალიან მშვენივრად ეხმარებოდნენ. ნატო-ს თავდასხმა არანაირად არ იყო გამართლებული, ისიც ამ სახით. ალბანელებზე მეტი სერბებს არაფერი გაუკეთებიათ ამ საქმეში, მხოლოდ დაიცვეს იქ დარჩენილი სერბი მოსახლეობა. სამაჩაბლოში რომ ხოცონ ქართველები, ქართული ჯარიც იგივეს იზამს. ეგ პროამერიკული გავლენაა, შენ რასაც წერ. მე არ ვამართლებ არანაირ აგრესიას, მაგრამ მიკერძოება და ერთი მხარის ლანძღვა არ შეიძლება. ტიტოზე კი არ გაქვს გამართული ინფორმაცია, რომ მას ხორვატიისთვის არაფერი გაუკეთებია, ისევე როგორც სტალინს, პირიქით,სტალინმა ცუდიც გაგვიკეთა, ტიტომ კი ააღორძინა ხორვატია ეკონომიური თვალსაზრისით, უდიდესი ქარხნების და ეკონომიკის ცენტრები სწორედ რომ ხორვატიაში იყო. ის იყო იუგოსლავიის "იმპერიის" მეთაური და სერბებთან არანაირი კავშირი მას სულიერ-ფიზიკური არც არასოდეს ქონია. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა პარტიზანი იყო ტიტო, პროვოკაცია მოაწყო და მისმა რაზმმა:გერმანელების ფორმაში გადაცმულებმა პოჟარევაცთან ახლოს მდებარე სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს, ამის საპასუხოდ სერბებმა რუმინეთისკენ მიმავალი გერმანელების ქარავნიდან გერმანელები მოკლეს, სამაგიეროდ, გერმანელებმა 1 მოკლულ გერმანელზე 100 სერბის სიკვდილი ბრძანეს და ქალაქ სმედეროვოში სკოლაში ბავშვები დახოცეს, სულ კი 7000 კაცი ამის გამო (დღესაც ჩაკეტილია ეგ ქალაქი გერმანელი ტურისტებისთვის!). აი, ეს ჩორტი იყო ეგ ტიტო, რომელიც სერბების დიდი იმპერიის მეთაურად იხსენება რატომღაც. გარედან ხედვა მასეთია, ცოტა სხვა სიტუაციაა შიგნით, როცა ხალხს იცნობ და მათ ისტორიას.სერბია ხომ გასასვლელი იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ამიტომაც მუდამ განსაცდელი ქონდა ომების თავლსაზრისით. სხვა რა დავწერო, კოსოვო არის სერბიის ისტორიული ნაწილი, მისი სახე, იქ დაიღუპა 1389 წელს უამრავი სერბი, მათ შორის ბევრი წმინდანია დღეს,რამეთუ ჯვრის გამო დაეცნენ,ასევე ყავთ ახალმოწამეები კოსოვოში წამებით დაღუპულ სერბთა სახით. მათ ქართველები უყვართ და დიდ პატივს სცემენ, ასევე გული შეტკივათ ჩვენი მიწების დაკარგვის გამო, ამის გამოც მე დიდ პატივს ვცემ მათ, სხვა თუ არაფერი. ეს ისე, პირად ასპექტში. ალბანელს კი არც შენ უყვარხარ და არც სხვა ვინმე,მხოლოდ დროებით ამერიკა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი