სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 06:00 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გაიხარე , ნიანია იმედია კარგად ხარ,შენი რეპორტაჟის ლინკი დავდე მე სიახლეების თემაში და არ მიწყინო.
მარტო ერთი რამ მაწუხებს-მებრალებიან კოსოვოში დარჩენილი სერბები რომლებსაც ინტეგრაციისა და მომავლაში განვითარების ყველანაირი შანსი დაკარგეს. განსაკუთრებით ერთი გოგონა მახსენდება ამ ბოლო დღეებში-მაია-სერბულ ანკლავში ცხოვრობდა დედასთან ერტად და ძალიან ეშინოდა დამოუკიდებლებოს გამოცხადების. რა გვეშველება სად უნდა წავიდეთო? რათქმაუნდა, უსახლკარონი სერბები არიან და გენოციდირებულნი. მადლობა რომ სიმართლეს წერ , ანუ რაც ნახე. ციტატა მოკლედ ძალიან მებრალებიან იქ დარჩენილი სერბები.და კიდევ ერთი რამ მაფიქრებს-მიტროვიცას ამბავი. იქაური სერბები არ გაჩერდებიან და ომს დაიწყებენ. ამაზე ნანა უფრო კომპეტენტურ ინფორმაციას მოგვაწოდეებს ალბათ კომპეტენტური ინფო ის მაქვს , რომ სამწუხაროდ არ არის გამორიცხული სიხლის ღვრა რაღაც მასტაბით მაინც. უკვე გამოცხადდა გაძლიერებული საომარი მზადყოფნა, გუშინ საღამოს მომწერა Soldier-მა. ისრა დამრჩენია მხოლოდ ვილოცო და იმედი ვიქონიო, რომ დიდი უბედურება არ მოხდება. პ.ს. მარტის დასაწყისში მეც მივდივარ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი