სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
ნიანია |
Feb 20 2008, 06:19 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 |
ციტატა საინტერესოა 14 000 თანამემამულეს, რომ მოგიკლავენ არ იქნები აგრესიული? არა გიო შენ მე ვერ გამიგე. ეგ 14 000 ადამიანი რომც არ მოეკლათ რარაცნაირი "სტრანი" ხალხია. იქ რომ ვიყავი იმ ხალხის შემხედვარე მეგონა რომ მონღოლებს ან თურქსელჩუკებს ვუყურებდი. ანუ აი იმ ძველ დამპყრობელ ტომებს რომ წარმოიდგენე სულ რომ აგრესიულები არ იან აი ასეთი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კაცებზე რა ვთქვა როცა გოგები იყვნენ ისეთი აგრესიულები ისინი სერბს რომ გადაჰყროდენენ სადმე რას უზავდნენ ვერ წარმოიდგენ. ხო რაც შეეხება მსხვერპლის ოდენობას. ამაზე ნანა უფრო ზუსტ პასუხს გაგცემს მაგრამ მე კოსოსვოში ვნახე ოთხი სერბული ანკლავი რომელიც ომის დროს მიწასტან იყო გასწორებული. მინდორი იყო იმ სოფლებისაგან დარჩენილი. ბელგრადის ცენტრში ვნახე სამი უზარმაზარი დაბომბილი შენობა, სავარაუდოდ საცხოვრებლეი კორპუსები იყო. იქ ვერავინ გადარჩებოდა. მარტო იმ სამ თვეში ნატომ სამი-ოთხი ატასი სერბის სიცოცხლე შეიწირა. მოკლედ დანარჩენს ნანა გააგრძელებს მე სამწუხაროდ გავდივარ ოფისიდან და ვერარ დავპოსტავ. ხვალ ისევ შემოგეხმიანებით. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი