სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 07:02 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიორგი,
ციტატა აგრეთვე კიდევ ერთი ნაკლებად გახმაურებული სიმართლე უნდა ვთქვა, როგორც ქართველმა... საქართველოს სერბეთმა უარი უთხრა იარაღის მიყიდვაზე და იგივე მოუწოდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც (საბედნიეროდ უკრაინამ, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ყურად არ იღეს ეს მოწოდება) იმ მოტივით, რომ ქართველები აღნიშნული იარაღით აფხაზეთის დაბრუნებას შეეცდებიან და შესაბამისად შესაძლოა ის რუსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებულიო. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ზუსტი, შიდა წყაროებიდან ვიცი რომ მიყიდა საქართველოს იარაღი, ნუ მაიძულებთ დოკუმენტის კოპირება-სკანირებას, თორემ იქნებ მართლა მოვახერხო და არ იქნება გამართლებული ჩემი მხრიდან აი, თუ გინდა იმას ჩამოვწერ, რა იარაღი იყო. მეორეც, რუსეთი როგორც "დიდი ძმა", ჯერ კიდევ ტიტოს დროს ჩაკვდა სერბების გონებაში,ამას მიემატა რუსი ნაიმნიკების მიერ ხორვატებზე დახმარება. პლიუს ამას, ახლა არჩევნები რომ იყო, იქ ვიყავი, და სწორედ რომ იგნორირდებოდა რადიკალების და დემოკრატების მიერაც ეს იდეა: რუსეთი მშველელია ! მხოლოდ რაღაც ეკონომიკური თვალსაზრისით საწვავის თაობაზე დადეს ხელშეკრულება, ტადიჩი და კუშტუნიცა იყვნენ მოსკოვში. სხვა, ხალხის აზრი თუ გაინტერესებს, სწორედ რომ დიდად არ ეპიტნავებათ რუსები, განსაკუთრებით მოხუცებს, ვისაც ახსოვს მაგათი შესვლა მეორე მსოფლიო ომის დროს სერბიაში. რუსულს ასწავლიან სკოლებში და პროტესტები ტარდებოდა მაგის გამო. მოკლედ, არაა რუსეთი მაგათი იდეალი, რაც შეეხება მართლმადიდებლურ ქვეყნებს, პატივს სცემენ ყველას განურჩევლად და სლავობის ყოფნა-არყოფნის მიუხედავად. პ.ს. პატრიოტი იქნება დაადასტურებს, რომ იარაღი მართლაც შემოვიდა სერბიიდან (იქ კი ამაზე გადაცემას მაქვს ნანახი ოფიციალური, ახსენეს) staywhite არა ნანა, ცხადია - არა. კოსოვოში მაქსიმუმ 500-600 სერბი დაიღუპა... ალბანელები 30-ჯერ მეტი. განა რაიმე ახალი ან წარმოუდგენელია ამაში? ეს აქ დაწერე, მარა სხვაგან არ თქვა ამით იმ საცოდავების მართლა მოწამეობის გაუფასურებამდე მივალთ. სრული უინფორმაციობაა ეგ გიო, დეზინფორმაციას შენ ვერ გაკადრებ, მაგრამ მაგაზე მეტი მხოლოდ ერთი სოფელია, და რამდენი სოფელი გადაიწვა მარტო ამის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ. მოკლედ, არ არის სწორი ეგ შეფასება და სერბების აგრესორობა მაგ საკიტხში, იმ უდანასაული ქალ-ბავშვის ვინც ცამებით დაიღუპა, ვიმეორებ : წამებით ! ეკლესია-მონასტრები შეიმუსრა, ნახე ნიანიას რა უწერია რეპორტაჯში, საზოგადოებრივი ტუალეტებია იქ განტავსებული ! არ შეიძლება მასე , რადგანაც სერბები სლავები არიან, ამის გამო მათი ასე დაკნინება ამ თვალსაზრისით, მე რომ დამეწერა, ებრაელებმა პალესტინელებს გენოციდი გაუკეთეს და ხოცეს თქვა , ეგრევე დამაცხრებოდა რისხვა თავზე, სხვა ეროვნებებზეც უნდა ხორციელდებოდეს ეს ტენდენცია პ.ს. 500-იც რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არ არის გამორიცხული თანამემამულის სიცოხლის დასაცავად მიხმარება. ოსეთში რომ მოხდეს ასე, ღმერთმა ნუ ქნას, ვგონებ, რუსეთის ჩარევამდე დაღუპულ ოსტა რიცხვა უფრო მეტი იქნება, ვიდრე მანამდე დაღუპული ქართველების. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი