სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 07:23 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიო,
ციტატა ვერ დაგეთანხმები... სერბეთი არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც არ ისწრაფვის NATO-სკენ და პირიქითაც, რუსეთი აშკარად მხარს უჭერს სერბეთს ყველაფერში. პოლიტიკურად ასეა. ამაში ცდები და დამიჯერე, თან ახლა არჩევნებზე ვიყავი იქ და სულ უახლოესი ინფო მაქვს, და არა გაგონილი. 1.ისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად და წლის ბოლომდე გადაწყდება ეს საკითხი, ვიზების მოხსნის შესახებ უკვე ტებერვალში მოილაპარაკეს. 2.ისწრაფვის ნატო-შიც, ისიც ტადიჩის პრეზიდენტობის დროს სულ ასე იყო და დარჩება, დასავლეთისკენ ორიენტირებული (ამაზე მეწერა ადრეც). რაც შეეხება ჯარს, ხდება მისი ამერიკანიზაცია , გადამზადება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ამერიკული მოდელის მიხედვით (არ შემეკამათები ამაში ცხადია, იცი რომ აქ მაინც არ გავმაზავ ). ხდება ოფიცრების გაგზავნა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში,აქაც პირადი მაგალითები მაქვს, იარაღიც კი ემსგავსება დასავლურს, თუმცა მათიც საკმაო ქონდათ, ძირიტადად კალაშნიკოვების სტილია რუსულიდან შემორჩენილი, კალასნიკოვებს კი ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს უცვლელი, ორიგინალური სახით, სერბებს კი მათი ვერსიები აქვთ. მშვიდობიანი, უიარაღო მოსახლეობის აწიოკებას არ უნდა დიდი სამხედრო ძალა, ნიანიამაც ახსენა, როგორ გამოიყურება გაპარტახებული სოფლები. 600 მარტო ბერ-მონაზონი დაიღუპა, სკოლებში ბავშვები, გეტო მოუწყვეს სერბებს. ასეთი მსჯელობა გაუმართლებელია, რომ თუნდაც ნაკლებია სერბტა რიცხვი და გამართლებულია ალბანელების მიერ მათი ხოცვა-ჟლეტა, იმენა ჟლეტა ! არ იცი და იმიტომ, მერე აი რომ მოსდეს სერბებმა ეგ სხვა საქმეა, მარა ვინ დაიწყო ეგ არაა დასავიწყებელი. პ.ს. მე შეგნებულად არ დავწერ ჩემს სტატისტიკას, ელემენტარული მიზეზით, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სერბიის სამხედრო შტაბის მონაცემები მაქვს და მიკერძოება და სუბიექტურობაში რომ არ ჩაითვალოს.შემიძლია მოვიძიო გერმანული ინფორმაცია მაგ თემის ირგვლივ. მსხვერპლი კი ძალიან მეტად აღემატება შენს რიცხვს. პ.ს. სიძლიერე რომწყვიტავს ბევრს, ეს საკამათო არაა. მე დღეს რომ მოხდეს ოსეთში თქვა მსგავსი,იმას ვამბობ,და არა რაც იყო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი