სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 08:18 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიო,
გიმეორებ დაკარგულთა რიცხვია, მხოლოდ ათასობით. დაკარგული მამების , დედების .ქმრების,ცოლების,ასე რომ სადმე დამალულად განცხრომით ცხოვრობდნენ ეგ გამორიცხულია. სწორედ იმიტომაც არ ვწერ ჩემს ნახსენებ სტატისტიკას, რომ მასე არ გამოვიდეს,მიკერძოება. მერე აქ სურვილზეა საუბარი და არა იმაზე, ნატო იღებს თუ არა,ან რომც არ უნდოდეთ, რა კნინდება ამით სერბ ერში? ესეც არ მესმის. ალბანელების მსხვერპლი ჩემი მოძღვრის მამა მარკოს ცოლის დის მონასტერია მაგალითად. იღუმენიაა იყო მონასტერში, თვითონ იმიტომ გადარჩა რომ მოსალოცად იყო წასული იმ პერიოდში უკრაინაში, მონასტრის დედები კი გააუპატიურეს და შიშვლები აწამეს, ოთხი C-ამოუკვეთეს სხეულზე და ჯვრები, დახოცეს ცხადია. მე მგონი ამ სისასტიკეზე ლაპარაკი არ ღირს. ისე, ალბანელებთან უნდა გამყოფოს ვინმემ რამდენიმე დღე და შეფეცვლება წარმოდგენა კოსოვოს ალბანელებზე ვამბობ, ისინი ალბანეთის ალბანელებსაც დიდად არ უყვართ. მყავს ერთი კაი ნაცნობი ალბანეთიდან და იქიდან ვიცი. რომ გაიგებენ , თუნდაც ქართველი ხარ, მაშინაც არ დამალავენ ცუდ დამოკიდებულებას სხვებტან.ნიაა მაგალითი .... ბოსნიელი მუსლიმანი მყავს ერთი კაი მეგობარი, მწერალი, და შარშან სერბიაში რომ ვიყავი, მითხრა გერმანიაში ვერ ვახერხებ ცამოსვლას და აქ გნახავო, ბოსნიიდან გვეწვია სოფელში , და მერე რატომღაც ბავშვს გაახსენდა ბოსნიის ომი და ეს რომ გავაცილეთ, მეკითხება ბოსნა-ში ომი რად იყოო. ვერაფერი ვერ ვუპასუხე,მამაშენს კითხე თქვა და არ მეუბნებაო იქ რომ ვარ,მეც შენსავით ვყვედრი იმპერიალისტურ იდეებს,მაგრამ მბლოკავენ არგუმენტირებულად. რომ იცოდეთ სერბული ენა და მოსუმენდეთ იუსტინე პოპოვიჩის გამოსვლების აუდიო ჩანაწერს, გაიგებთ, როგორ მიიმართავს ის თავის ხალხს, როგორც ცოდვისკენ მიდრეკილს, ღმერთს მოცილებულს, ხისტავიანსაც კი უწოდებს მათ ეს ღირსი მამა და აფრთხილებს, ნამდვილი და არა ფსევდო რწმენით დაბრუნდნენ ღმერთან, თორემ დიდი განსაცდელი ექნებათ მუდამ ომი მუდამ ტრაგედიაა, და სულერთია რატომ ხდება,გამართლება არ აქვს...სადრაც მაინც... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი