სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით |
guest |
Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძვირფასო მეგობრებო,
ადრე ძალიან რომ ცოცხლობდა თემა "წმინდა გიორგის" შესახებ, იქ ფრაგმენტულად რელიგიური თალსაზრისით მიმოხილული იქნა ზოგადად ჯარის და სამხედროთა შესახებ, მაგრამ თემის გადახვევა იყო ეს და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ვერ მივიღე. მე გთხოვთ, განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ჭრილში,ასევე კანონიკურადაც. ვნახოთ რა ხდება დღეს და რა იყო ადრე. ამ თემის გახსნის სურვილი მუდამ მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე აქამდე პირადი მიზეზების გამო, გუშინ კი ჩვენი ერთი ფორუმელის შენიშვნამ ფოტოების თემაში უფრო აქტუალური გახადა ეს საკითხი ჩემთვის და გადავწყვიტე გთხოვოთ ამ თემის ირგვლივ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მე პირად უფრო სარწმუნოებრივი მხარე მაინტერესებს , მაგრამ თემას ამ განყოფილებაში ვხსნი, რამეთუ საერო გადახვევები გარდაუვლად მმიმაჩნია და ჩვენს საყვარელ მოდერატორს ,დათიკოს, რომ "უსაქმური საქმე" არ გაუჩნდეს, აქ ვამჯობინე, მგონი სრულიად შეესაბამება განყოფილებას "საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო". ჩვენს ფორუმზეც ბევრი სამხედრო თუ ძალოსნური დაწესებულებებს დაქვემდებარებული პირია, გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს ყავს ოჯახის წევრი ან ნათესავ-მეგობარი ამ პროფესიის, ამიტომ ვიმედოვნებ , თემა არ იქნება უშინაარსო. ფორუმელი სრულწლოვანი მამაკაცების უმრავლესობაც რეზერვისტია ანუ გაუვლია სამხედრო მომზადება და ცხადია, ასე თუ ისე, ეს თემა ჩვენს ფორუმსაც ეხება ამ კუთხით. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, უპირველესად მინდა რომ თავი შევიკავოთ გამოთქმებისაგან, როგორიცაა: არა ქრისტიანი, მერე არამართლმადიდებელი და ა.შ. დიდი მადლობა წინასწარ თქვენნი მოსაზრებების დაფიქსირებისათვის, აგრეთვე აქვე დიდი თხოვნით მივმართავ მოძღვრებს და თეოლოგია-კანონიკაში "ჩახედულთ", რომ შესაბამისი ციტატებით, სტატიებით თუ ნაშრომებით არგუმენტირებული აზრი შემოგვთავაზონ. პირადი გამოცდილებებისა და განცდების აღწერაც არ იქნება ურიგო. გმადლობთ. დიდი სიყვარულით ნანა |
guest |
Feb 20 2008, 08:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა თავს იმართლებენ და მხოლოდ ერთ მხარეს უსმენენ და ეგ არის... კოსოვოს სულაც, რომ თავი დავანებოთ უამრავი სისასტიკე აქვთ ჩადენილი სერბებს მთელი ყოფილი იუგოსლავიის მასშტაბით, ათასობით კი არა 100 000-ზე მეტი ეთნიკური უმცირესობა დაიღუპა მანდ სხვადასხვა დროს, 90-იანი წლების შემდეგ. გიო, აშკარად ჩანს შენი ანტირუსული დამოკიდებულობა და ამას აიგივებ სერბების მიმართებაშიც, მთლიანად სლავიანურს ვერ ვიტყვი შენი კიევის ვიზიტის მერე და ბოსნა-ხორვატიის ომის გარდა , სადაც როგორც მოსალოდნელია, ომში ხალხი იღუპება, ვინ ეთნიკურ უმცირესობებზე ამახვილებ ყურადღებას? ბოსნიაში ბოშნიაკი არაა უმცირესობა არც ხორვატიაში ჰრვატ. ვინც ცხოვრობდა ბოშნიაკ-ჰრვატი სერბიის ადმინისტრატიულ ტერიტორიაზე, იმათ არც არაფერი დაშავებიათ. არც სანჯაკის მუსლიმანი სერბები უჩივიან სევიწროებას. ვოევოდინაზე რას იტყოდი მაშინ? რატომ არ არიან იქაური უნგრელები დაჩაგრული? რას იტყოდი სავლახოზე, არიან ვლახები დახოცილ-შევიწროებულნი? ვოევოდინაში გამოიყენება უნგრული ენაც, ელემენტარულად აბრები ორენოვანია. იქაურ უნგრელებს სერბები უფრო უყვართ, ვიდრე უნგრეთის უნგრელები, რომლებიც ციგნებს უძახიან სერბიის უნგრელებს (!) ან ისევ ბოშებზე რას იტყვი? დარწმუნებული ვარ, საქართველოში ციგანი ქართველის მეზობლობაში ვერ წამოჭიმავს სასახლეს და სურათებს დაგიდებ თუ გინდა ციგნები როგორ ცხოვრობენ სერბიაში. ერთ თემაში,მამა ირაკლის თემა იყო და იქ ვახსენე ციგნები იყვნენ თქვა ეკლესიაში და ერთმა ფორუმელმა გაოცებით მკითხა, რა უნდოდათ ეკლესიაშიო ციგნებსო.... უამრავი სხვა ეროვნებაა დღევანდელი სერბიის ტერიტორიაზე და არანაირად არ არიან შეზღუდული. ისინი არ უშლიან საშას ციგნის და ვლახის ბავშვებთან თამაშს, აი მე კი არ მომწონს და ვაღიარებ, რომ არ მომწონს რატომღაც... ვფიქრობ, ციგნებისგან კაის ვერაფერს ისწავლის და თუნდაც მაგიტომ. არაა მასე, ერის ერთი ხელის მოსმით ღირებულებების გაუფასურება , თორემ სხვა რა. პ.ს. პოპოვიჩი არ იქნებოდა, ის ადრე გარდაიცვალა, მაგ პერიოდში კოსოვოს ალბანელები აღზევებულნი იყვნენ კოსოვოში უფლებებით. შენი სტატისტიკაც ისევე მიკერძოებულია, როგორც მე რომ სერბების მხრიდან მოპოვებული დავდო. ბერძნებმა კი ძალიან ამოუდგნენ მხარში, სანქციის დრო ერთმორწმუნე ხალხს ყველანაირად ეხმარებოდნენ , მაკედონიის ტერიტორიის გამოყენებით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი