წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara |
Feb 21 2008, 08:59 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ბარბალე – ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.
ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია. ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით). ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ. ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი