წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
იოანა |
Jul 25 2006, 08:06 PM
პოსტი
#541
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. წმ. იოანე სინელი ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს. აბბა დოროთე სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს. წმ. ანტონი დიდი სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს. წმ. პიმენი დიდი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
Dec 12 2006, 03:28 PM
პოსტი
#542
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ვისაც ლოდის დაძვრა სურს ადგილიდან, ის ზემოდან კი არ მიუმარჯვებს ბერკეტს, არამედ ქვემოდან შეეჭიდება წელში მოხრილი, - აი, ეს უნდა გვქონდეს სახედ და მაგალითად თავმდაბლობისათვის.
ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე, უმალ ქვე დაენარცხება. ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. გსურს დიდი შეიქმნა? მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი. ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში განხრწნით განცხადდებოდეს. წმიდა ეფრემ ასური -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი