ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ზებედე |
Dec 12 2006, 06:00 PM
პოსტი
#42
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
აი რას წერს მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება "ბიზანტიურ-ქართულ საგალობლებზე" ვეშაპოს ვთხოვ გააკეთოს პირველმა კომენტარი ამ წერილზე
ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და გამოადგებოდათ, რათა ხსენებული ჯგუფის წევრები ხალხის თვალში დაემცირებინათ, გამოეცხადებინათ ხალხის, ეკლესიისა და ეროვნული კულტურის მტრებად (რის ქადაგებასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ კიდეც და აამხედრეს საზოგადოების დიდი ნაწილი) და დაეცათ მათი ავტორიტეტი. ამ გარემოების არსი კი ის არის, რომ ღვთისმახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი უნისონური, ე.წ. ბიზანტიური გალობა არაჩვეულებრივად ეხმიანება სინანულისეულ ლოცვით განწყობილებას და ქმნის ღვთისმსახურებისას ყველაზე შესაფერის გარემოს ყურაღებიანი ლოცვისათვის, მაშინ, როდესაც პოლიფონიური გალობა, პირიქით, ართობს ადამიანის გონებასა და გრძნობებს, გადააქვს ყურადღება ხმათა შეწყობისა და გადადინებების, მუსიკალური ჰარმონიის სილამაზეზე, და მსმენელი მიჰყავს მუსიკით ტკბობისაკენ, და არა სიტყვებსა და იმ გრძნობებზე ყურადღების მოკრებისაკენ, რომელსაც აღძრავს საღვთისმსახურო ტექსტები. ეს დასკვნა ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ათონის მთაზე მათი მრავალჯერადი ყოფნისას, რომლის მონასტრებმაც დიდი გულმოდგინებითა და სიზუსტთ დაიცვეს ღვთისმსახურების ძველი წესი და საეკლესიო ხელოვნების ტრადიციები. ისინი ხშირად ესწრებოდნენ იქ სადღესასწაულო თუ სადაგი დღის მსახურებებს და ღამისთევის ლოცვებს და რა ბიზანტიური გალობის მიმართ მოწიწებით განიმსჭვალენ, ისინი ამ საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეკლესიის მრავალი მამა ყველა დროში ბიზანტიური გალობის უძველესი ჰანგების სწორედ ამ თვისებებზე მიუთითებდა. ბიზანტიური გალობის მელოდიაზე საღვთისმსახურებო ქართული ტექსტების დადების ცდამ გამოიღო საოცარი შედეგი, ტაძარში შეიქმნა სრულიად განსხვავებული განწყობილება, რომელიც ხელს უწყობდა ყურადღებიან ლოცვას. ეს მრავალმა მორწმუნემ შეამჩნია და ბიზანტიური გალობა შეიყვარა. თითქოს რა უნდა იყოს ამაში ცუდი: ხალხი ეძებს უკეთ ლოცვის საშუალებებს, ცდილობს თავიანთ ტაძრებში შექმნან ყურადღებიანი ლოცვისა და ღვთის წინაშე სინანულისმიერი წარდგომის ვითარება. ისიც ფაქტია და, ბიზანტიური გალობის შეურიგებელი მოწინააღმდეგების ჩათვლით, არავინ უარყოფს, რომ ბიზანტიური გალობა საუკუნეების განმავობაში წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის ტრადიციულ გალობას და შემდგომში შეიცვალა პოლიფონიური გალობით. ღვთისმსახურთა ხსენებულმა ჯგუფმა დაიწყო კანონიკურ მელოდიებზე ქართული საღვთისმსახურებო სიტყვების დადებასა და გალობის უძველესი ტრადიციის აღდგენაზე ზრუნვა და იმთავითვე განაცხადა, რომ არავის ახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, ეკლესიიდან არ მოითხოვენ სხვა გვარი გალობის განდევნას და არ განიკითხავენ მგალობელთა არცერთ გუნდს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაკეთილმოსურნეებმა ამ მოვლენაში იპოვეს ხელსაყრელი მომენტი, ეთამაშათ ხალხის განწყობილებებსა და ეროვნულ გრძნობებზე, და დაიწყეს ფართომასშტაბიანი კომპანია ბიზანტიური გალობის მოყვარულთა წინააღმდეგ: როგორი სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ გაისმის მათი მისამართით: მათ უწოდებენ მასონების მიერ მართულებს, ეროვნულ ტრადიციებთან მებრძოლებს, `ხალხის მტრებს~, `ძველი ტრადიციების დამანგრევლებს~, `საბერძნეთის აგენტებს~, ისევ `სქიზმატებს~ და ა.შ. საგულისხმოა, რომ სერბეთში, ბულგარეთსა და რუსეთშიც, გვიანდელი პოლიფონიური, პარტესული გალობის გვერდით შემორჩა ძველი მონოდიური გალობა, მაგრამ ეს იქ არ იწვევს ასეთ მწვავე რეაქციას მრავალხმიანი გალობის მიმდევართა მხრიდან, როგორც ჩვენთან. საქმის ვითარების გამოძიების და გაანალიზების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაშიც ღვთისმსახურთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული კომპანიის მიზანია საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკურობის პოზიციებიდან, არა გალობის საკითხების კვლევა, არამედ ამ ჯგუფის დისკრედიტაცია და დევნა. საეკლესიო სწავლებით ბიზანტიური გალობა სათავეს ირებს დავითის ფსალმუნთა გალობიდან, ძველებრაული, პალესტინური, სირიული და ელინური მუსიკალური ხელოვნებიდან. ქრისტეს ეკლესიაში გალობის ეს გვარი საეკლესიო საღვთისმსახურებო გალობას საფუძვლად თვით მაცხოვრმა დაუდო. სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს, ევქარისტიის საიდუმლოების დადგენისა და აღსრულების შემდეგ, მაცხოვარმა და მოციქულებმა `გალობაY წართქვეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა~ (მათე, 26, 30). ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ `მხსნელმა იგალობა, რათა ჩვენც მსგავსად ვიგალობოთ~. გალობის ეს გვარი დაიცვეს და ეკლესიას გადმოსცეს მოციქულებმა, ხოლო შემდგომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და სული წმიდის შემწეობით, წმ. იოანე დამასკელისა და სხვა წმ. მამების ღვაწლის შედეგად, ეს გალობა, ბიზანტიურ გალობად ფორმირებული, კანონიზებული და ტიპიკონში ჩართული, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაადგინეს საყოველთაო სარგებლობისა და გამოყენებისათვის. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არაფერი დაუკარგავს ღვთივკურთხეული და უფლის მიერ მოტანილი და დღეს ათონის მთაზე და სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული გალობის სახით დაცულია სწორედ ეს კანონიკური, ღვთივკურთხეული საეკლესიო გალობა. ქართული, რუსული და ბერძნული წყაროები ცალსახად აჩვენებენ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ბიზანტიური გალობა წარმოადგენდა ერთადერთ საღვთისმსახურებო გლობას, ვიდრე მოგვიანებით არ იქნა განდევნილი და ჩანაცვლებული მრავალხმიანი გალობით (თვით ამ ფაქტს არავინ უარყოფს, შეუთანხმებლობაა ამ ჩანაცვლების ვადებში), რომ ამ გალობისათვის საქართველოში მრავალი წმინდა მამა იღწვოდა, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ეს გალობა გადმოჰქონდათ ადგილობრივ, მათ შორის ქართულ, ენებზე. ეს გალობა, ათონისა და მთლიანად საბერძნეთის გარდა, დღემდე დაცულია იერუსალიმის, სირია-პალესტინის, ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთის ადგილობრივ ეკლესიებში, ასევე რუსეთის ზოგიერთ მონასტერში, ხოლო ბოლო პერიოდში კი გადაიღეს და დაამკვიდრეს ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მრავალ მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი დღემდე მრავალ ადგილობრივ ენაზე იგალობება. წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი