ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ვეშაპო |
Dec 12 2006, 07:07 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გუჯა
ციტატა ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და გამოადგებოდათ, რათა ხსენებული ჯგუფის წევრები ხალხის თვალში დაემცირებინათ, გამოეცხადებინათ ხალხის, ეკლესიისა და ეროვნული კულტურის მტრებად (რის ქადაგებასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ კიდეც და აამხედრეს საზოგადოების დიდი ნაწილი) და დაეცათ მათი ავტორიტეტი. აქ რაც არ უნდა ეწეროს, მე ვიქნები ერთერთი პირველი, ვინც მათ მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ დაიშურებს. მართლაც მოღალატეები არიან. ციტატა ამ გარემოების არსი კი ის არის, რომ ღვთისმახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი უნისონური, ე.წ. ბიზანტიური გალობა არაჩვეულებრივად ეხმიანება სინანულისეულ ლოცვით განწყობილებას და ქმნის ღვთისმსახურებისას ყველაზე შესაფერის გარემოს ყურაღებიანი ლოცვისათვის, მაშინ, როდესაც პოლიფონიური გალობა, პირიქით, ართობს ადამიანის გონებასა და გრძნობებს, გადააქვს ყურადღება ხმათა შეწყობისა და გადადინებების, მუსიკალური ჰარმონიის სილამაზეზე, და მსმენელი მიჰყავს მუსიკით ტკბობისაკენ, და არა სიტყვებსა და იმ გრძნობებზე ყურადღების მოკრებისაკენ, რომელსაც აღძრავს საღვთისმსახურო ტექსტები. აბა ერთი მე მკითხონ, როგორ მიქმნის ეგ გალობა სინანულისეულ და ლოცვით განწყობას. ეხლა, anuska-ზე და მამა ზურაბზე მეტი მუსიკალური სმენაც მაქვს და მაგათზე კარგი გემოვნებაც. ისე, თუ გაინტერესებთ მაგ მოძღვრების ლოცვაზე დასწრება, მიდით და ნახეთ, როგორი სმენის პატრონებიც არიან. ვისაც იოტისოდენა სმენა აქვს, ვპირდები რომ მაგრად იკაიფებს. ციტატა ღვთისმსახურთა ხსენებულმა ჯგუფმა დაიწყო კანონიკურ მელოდიებზე ქართული საღვთისმსახურებო სიტყვების დადებასა და გალობის უძველესი ტრადიციის აღდგენაზე ზრუნვა და იმთავითვე განაცხადა, რომ არავის ახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, ეკლესიიდან არ მოითხოვენ სხვა გვარი გალობის განდევნას და არ განიკითხავენ მგალობელთა არცერთ გუნდს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაკეთილმოსურნეებმა ამ მოვლენაში იპოვეს ხელსაყრელი მომენტი, ეთამაშათ ხალხის განწყობილებებსა და ეროვნულ გრძნობებზე, და დაიწყეს ფართომასშტაბიანი კომპანია ბიზანტიური გალობის მოყვარულთა წინააღმდეგ: როგორი სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ გაისმის მათი მისამართით: მათ უწოდებენ მასონების მიერ მართულებს, ეროვნულ ტრადიციებთან მებრძოლებს, `ხალხის მტრებს~, `ძველი ტრადიციების დამანგრევლებს~, `საბერძნეთის აგენტებს~, ისევ `სქიზმატებს~ და ა.შ. ნუ, პირველი არაკეთილმისურნე ალბათ პატრიარქი გამოდის. ციტატა ქართული, რუსული და ბერძნული წყაროები ცალსახად აჩვენებენ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ბიზანტიური გალობა წარმოადგენდა ერთადერთ საღვთისმსახურებო გლობას, ვიდრე მოგვიანებით არ იქნა განდევნილი და ჩანაცვლებული მრავალხმიანი გალობით (თვით ამ ფაქტს არავინ უარყოფს, შეუთანხმებლობაა ამ ჩანაცვლების ვადებში), რომ ამ გალობისათვის საქართველოში მრავალი წმინდა მამა იღწვოდა, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ეს გალობა გადმოჰქონდათ ადგილობრივ, მათ შორის ქართულ, ენებზე. სწორედ მანდ გაიჭედა ერთი ჩვენი თანაფორუმელი, რომელმაც ვერანაირად ვერ მოიყვანა ფაქტი იმისა, რომ ერთადერთ გალობას ეგ გალობა წარმოადგენდა ჩვენთან (ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა). ასევე, ვერ მოიყვანა ფაქტი იმისა, რომ ქართველი წმინდა მამები (თუმცა, ეს ტერმინი - "ქართველი წმინდა მამა" - ანუსკასათვის სრული აბსურდია) ე.წ. "ბიზანტიური" გალობის მელოდიაზე ქართულ ტექსტებს ადებდნენ და ისე გალობდნენ. არ არსებობს ასეთი ცნობები. ფაფუ! არაა. ვერავინ ვერ მოიყვანს. ციტატა წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება მე არ მესმის რატომაა მაგათთვის დავით აღმაშენებელი წმინდანი, როდესაც ის ქართველი იყო. P.S. გუჯა ციტატა აი რას წერს მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება "ბიზანტიურ-ქართულ საგალობლებზე" როინდელია ბიო აი წერილი? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი