მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#301
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:45 AM
პოსტი
#302
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თავად დავიწყებ:
პაოლო იაშვილი პოეზია გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები. რამდენი შედარებაა ამ მცირე ნაწყვეტში? სიტყვა როგორც მადანი, რომელიც შეიძლება დამთავრდეს, ან პირიქით შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ... მერე შინაგანი და გარეგანი მზის ურთიერთობა, და ის მზე მე უფრო მზეთამზისაკენ მიბიძგებს... და მერე კიდევ ლექსის შობის მტკივნეული განცდა... ძალიან მომწონს ასეთი ენა ... აი კიდევ და ამას კომენტარებიც არ უნდა ლადო ასათიანი ჩემი სამშობლო ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი, ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი. ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა, ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა, ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა, ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა. ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი, ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის: - ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი, ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი? და კვლავ ლადო: მე ქალის თმების სურნელის მსგავსად ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს, ამიჩქარდება სისხლი ველური და ვაჟკაური ლექსი მომშივა. მე ქალის თმების სურნელის მსგავსად მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი... ლექსის სათქმელად რომ ვემზადები, ვარ ოჯალეშით გულდასისხლული. მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს, ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს, და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება, ვისაც ასე სწამს შემოქმედება. ............ დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ: გალაკტიონი... ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. ..... კარგია რა იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი