დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:52 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მთავრობასთან დაბეზღება ცოდვააო და ვერ გავიგე, დაბეზღებაში ალბათ დამნაშავის მხილებაც იგულისხმება. ხოდა გაურკვევლობაში ვარ ეგ აღსარებანი და ბევრი მსგავსი რედაქცია არის სრულიად გადასახედი, იქ იმდენი ლაფსუსებია, რომ წესით უნდა შეჩერდეს კიდეც მისი გამრავლება, მაგრამ ვინაა პატრონი დანარჩენი ითქვა უკვე... ციტატა დანაშაულის "არ ჩაშვება" ნიშნავს დანაშაულის დაფარვას, იგივე ხელშეწყობას, ასეთ ადამიანს სჯულის კანონის მიხედვით დაახლებით ისეთ ეპიტიმიას დაადებენ, რასაც თვითონ დანაშაულის ჩამდენს. ეს რა თქმა უნდა ცოდვაა. თუმცა არის მღვდლისეული ცოდვის გაუმხილებლობის პრინციპიც, დამნაშავეს შეუძლია მოუწოდოს ციტატა ქვეყნის კანონის წინაშეც მოინანიოს, ანუ აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისათვის ,მაგრამ მეტი არაფერი, სხვათაშორის ფილმიც კია გადაღებული სერიული მკვლელისა და მღვდლის ურთიერთობაზე...საინტერესო საკითხია ისე იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი