მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#301
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Feb 23 2008, 07:01 AM
პოსტი
#302
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
ძალიან კარგი თემაა ციტატა დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ: და რათქმაუნდა გალაქტიონი მეფეა თუნდაც მისი "თოვლი" განვიხილოთ "მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა... " დოჩანაშვილს აქვს კიდევ ბრწყინვალედ თავის შედევრებში უძლიერესი შედარებები გაკეთებული, რაც თავისთავად უფრო ამძაფრებს და აძლიერებს კითხვის დროს მიღებულ ამა თუ იმ ემოციას... "გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომოდა საყლაპავი და ხახა." "მზერანათელი, კანონებივით მკაცრი თითებით კლავესინზე დაბჯენილი, მწყობრ, ფაქიზ ხმათა მეშვეობით მთლად გამჭვირვალე, თითქოს ბერიკაცი." "ქავილამდე აჟრჟოლებული, დამთბარი სული იმა ჯადოქრის შიგანს ჩასწვდა და შეაშმუშნა." "გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"... უუუკომენტაროდ... ისედაც უამრავი რამაა ნათქვამი... უუძლიერესია!!! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი