დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ქავთარაძე |
Feb 23 2008, 11:52 AM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
პატრიოტი
გიორგი ციტატა რა საკვირველია არაა ცოდვაა. არა მარტო მეგობარს, საკუთარ ძმასაც თუ არ ჩაუშვებ ცოდვაა . . . რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს . . . წარმოიდგინე შენმა ძმამ გაძარცვა ვიღაც ადამიანის სახლი, წაამოიღო ფული, რომელიც მის პატრონს ვინ იცის რისთვის სჭირდებოდა. შეიძლება სამკურნალოდაც ანდა იქნებ საარსებოდაც და ამ დროს შენ ეს ყველაფერი გაიგე. იცი მოპარული ფულის ადგილსამყოფელი (ან ვთქვათ მოპარული ნივთის), იცი რომ ის ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს ან გაუბედურდეს ამ ფულის დაკარგვის გამო. შენი ძმა კი არ აბრუნებს ამ ფულს და ადამიანს წირავს სასიკვდილოდ (ანდა ჯანმრთელობის მოსასპობად). შენ ეს ყველაფერი იცი და შეგიძლია წინ აღუდგე ამ დანაშაულის დამღუპველ შედეგებს, მაგრამ ამას არ აკეთებ. ვინ ხარ? პასუხი მარტივია - ყაჩაღი. მრცხვენია ქართველები რომ ასე აზროვნებენ იმ კაცს რომ ჩაუშვებ მერე რა? აუნაზღაურებენ? დაიჭერენ და მორჩა !!! მაშინ გადასახლებების პერიოდიც არ ყოფილა ცუდი !! აბა მაშინ ყველა ყველას დაასმენს და ეგაა... ხოდა კომუნისტებს რო გაჰკივით კაი განათლებული ხალხივით ცოტა დაფიქრდით რა ერთი კომუნიზმის პერიოდში ეკლესია კი იდევნებოდა მაგრამ არა ამ მეთოდებით მაშინ ებრძვოდნენ რწმენას, ეხლა ებრძვიან საძირკველს და ხალხს ყველაფერს ართმევენ... ხო და ასმინეთ ერთმანეთი და იყავით სულით ხორცამდე "ნასეტკები" ხოდა ეგეთი არაკაცული საქციელით უფრო დიდ ცოდვას ჩაიდენთ ჩემი აზრით ისე იმ კაცმა რა ქნას ვინც ნანობს? ციხეში როგორ იცხოვროს? ხოდა ვინც თვლის რომ უნდა დაასმინოს ხალხი აი ის უნდა ჩააყუდო ციხეში 2-3 წელი და გაიგებს რა არის დასმენა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი