დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 23 2008, 12:15 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქავთარაძე
ციტატა მრცხვენია ქართველები რომ ასე აზროვნებენ გიორგი, ცოტა თავი შეიკავე. მე მაგალითად ის მრცხვენია სტიქაროსანი ძველბიჭური აზროვნებიდან რომ ვერ გამოსულხარ, მაგრამ რა ვქნა?! ციტატა მაშინ გადასახლებების პერიოდიც არ ყოფილა ცუდი !! აბა მაშინ ყველა ყველას დაასმენს და ეგაა... მე ასე ვიცი ისტორიაში, რომ ეგ პერიოდი სამარცხვინო იყო იმით, რომ უდანაშაულო ხალხს სჯიდნენ და ასმენდნენ. მეზობელი რომ არ მოწონდათ და უშიშროებას დააჭერინებდნენ, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი გაჰყავდაო, ეგ იყო მანდ სამარცხვინო და არა ზოგადად ის, რომ დამნაშავის თაობაზე შესაბამის ორგანოებს მიაწოდო ინფორმაცია გეკითხები (ღმერთმა დაგიფაროს შენც და ყველა), მამა რომ მოგიკლას ყაჩაღმა, არ დაასმენ პოლიციაში? და აბა, ქუჩაში გამვლელი არ გადარდებს ხომ? გინდა მოუკლავთ და გინდა უწამებიათ, არა? ყოჩაღ!... მაგარი სიყვარულია მოყვასის...... ციტატა კომუნიზმის პერიოდში ეკლესია კი იდევნებოდა მაგრამ არა ამ მეთოდებით მაშინ ებრძვოდნენ რწმენას, ეხლა ებრძვიან საძირკველს და ხალხს ყველაფერს ართმევენ... ხო და ასმინეთ ერთმანეთი და იყავით სულით ხორცამდე "ნასეტკები" შენს წინაშეა 2 არჩევანი - უბნელი "შავი" გეუბნება, რომ ეს "ნასეტკობაა", იმიტომ, რომ ტრადიციულად ყველა ამ ტიპის ადამიანი მშიშარაა და სხვისი ხელით უნდა საქმის გაკეთება, ეშინია, რომ არ დაიჭირონ და გასწავლის ამ უაზრობებს მეორე არჩევანი გაქვს წმ. ბასილი დიდის კანონის, რომელიც გეუბნება, რომ თუკი შენ იცი დანაშაული ვინმესი და მას არ იტყვი, იმავე სასჯელით უნდა დაისაჯო, რითიც ის დამნაშავე, რადგან თანამონაწილე ხარ მისი შავბნელი და ეშმაკისეული ქმედებებისა მწყინს, რომ უბნელ "შავს" მიანიჭე უპირატესობა..... P.S. სერიოზულად ცუდად რომ არის ჩვენი საქმე, ფაქტია. არც მიკვირს ახლა, წერა-კითხვის წესიერად უცოდინარმა ე.წ. "გრეჩიხამ" ამდენი ხმა როგორ მოაგროვა...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი