დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
გიორგი |
Feb 23 2008, 12:38 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ქავთარაძე
ციტატა მრცხვენია ქართველები რომ ასე აზროვნებენ სამწუხაროა, რომ ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთები, ე.წ. "კაი ბიჭობა", ქუჩის გაგების ელემენტები და ა.შ. ზოგიერთისათვის უფრო მაღლა დგას ვიდრე სჯულის კანონი და წმინდა ბასილი დიდის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სირცხვილი ეს უფრო არის. ციტატა მაშინ გადასახლებების პერიოდიც არ ყოფილა ცუდი !! ლოგიკურად დაუფიქრდი რას ლაპარაკობ... გადასახლებების პერიოდი დავიჯერო არ იცი რატომ იყო ცუდი?! იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანს ასმენდნენ ათასგვარი გამოგონილი ცრუბრალდებით და არა ნამდვილ დამნაშავეებს. ციტატა ხოდა ვინც თვლის რომ უნდა დაასმინოს ხალხი აი ის უნდა ჩააყუდო ციხეში 2-3 წელი და გაიგებს რა არის დასმენა ახლა უყურე ლოგიკურ კავშირს: წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "თუ მძიმე დანაშაულის (შეცოდების) შესახებ იცის ვინმემ და არ განაცხადებს ამას ზუსტად იმავე ვადიანი სასჯელით დაისაჯოს რითიც დაისჯებოდა ბოროტების ჩამდენი." ანუ, შენ რომ რომ საშუალება გქონოდა წმინდა ბასილი დიდს შენი სიტყვებისამებრ 2-3 წლით ჩააყუდებდი ციხეში, რადგან ის დანაშაულის გაცხადებას ქადაგებს და არა "არ ჩაშვებას", ე.ი. შენი აზრით თურმე "ნასედკა" ყოფილა... ძალიან გთხოვ ასეთი საშინელი სისულელე მეტი არ დაწერო... რა უბედურებაა კაცო... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი