დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ქავთარაძე |
Feb 23 2008, 02:15 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა გიორგი, ცოტა თავი შეიკავე. მე მაგალითად ის მრცხვენია სტიქაროსანი ძველბიჭური აზროვნებიდან რომ ვერ გამოსულხარ, მაგრამ რა ვქნა?! უიჰ ძველბიჭურ აზროვნებას რას ეძახი შენ? სკოლაში რო მიტყეპავდნენ ზოგიერთებს და მერე რომ უნდა ჩაეშვა დირექტორთან თუ როგორ?! შენ ნუ მომიწოდებ თავშეკავებისკენ ძალიან გთხოვ რა. მე მასეთ აზროვნებაზე ვერ გადავალ ვერასდროს... უფალმა განსაჯოს... და შენ კიდევ სტიქაროსანი ვინ გგონია ნეტავ? დამსმენი? აჰა ესეიგი ახლობელი რაიმე საიდუმლოს რომ გაგანდობს ის უნდა გათქვა და ეგ ცოდვა არ იქნება და როცა არ გათქვამ ის კი ხო? ციტატა არა, სასულიერო პირმა აღსარება არ უნდა გაამხილოს, მაგრამ უნდა მოუწოდოს დამნაშავეს მართლმსაჯულებაში გამოცხადებისკენ. სხვა ყველა შემთხვევაში დანაშაულის დაფარვა ანუ ე.წ. "არ ჩაშვება" თვითონ არის დანაშაულიც და ცოდვაც. და რატო შე კაცო , თუ მას არააქ უფლება ამის გაკეთებისა მე ვინ მომცა ვინმეს მიერ გამხელილი საიდუმლო გავთქვა? ციტატა სამწუხაროა, რომ ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთები, ე.წ. "კაი ბიჭობა", ქუჩის გაგების ელემენტები და ა.შ. ზოგიერთისათვის უფრო მაღლა დგას ვიდრე სჯულის კანონი და წმინდა ბასილი დიდის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. სირცხვილი ეს უფრო არის. ქუჩის კანონი რა შუაშია ერთი მითხარი? უბრალოდ ისაა შუაში კაცს დედა როგორ გაზრდის და არა ქურდული მენტალიტეტი ისე ქუჩაშიც ბევრია შენნაირი აზროვნების ადამიანი და კიდევ ერთი, ციტატა ანუ, შენ რომ რომ საშუალება გქონოდა წმინდა ბასილი დიდს შენი სიტყვებისამებრ 2-3 წლით ჩააყუდებდი ციხეში, რადგან ის დანაშაულის გაცხადებას ქადაგებს და არა "არ ჩაშვებას", ე.ი. შენი აზრით თურმე "ნასედკა" ყოფილა... ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რო ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ . მე ვარ პირველ რიგში ქრისტეანი და ამასთან ერთად ვაჟკაცი ,ქართველი კაცი. ისე ჩემს საახლობლოში კაცის მკვლელები არ არიან და მაგის მთქმელიც არავინაა. ხოდა ამ კომუნისტურ გადმონაშთებს რო აძაგებ და ასე და ისეო რო იძახი, ეგ შენი არაკომუნისტური მთავრობის დამსახურებაა რომ ქურდული მენტალიტეტი ციხეს გამოცდა და თავისუფალ ხალხში გავრცელდა. ისე სტალინი იმითიც იყო გენიალური პიროვნება რომ მაგხელა ამბავი გააკეთა მაგ ქურდული მენტალიტეტით. ეხლა ციხეები სავსეა ქურდებით ოღონდ მიშიკოს ქურდებით. იგივეს აკეთებენ რასაც ადრე "პატიოსანი" ქურდები აკეთებდნენ , მხოლოდ ეხლა ყველაფერი მიაქვთ მიშასთან და ადრეც იყო ის 1 ქურდი რომელსაც მიქონდა საჭირო ინფორმაცია იქ სადაც საჭირო იყო. ეხლა სამწუხაროდ ქართველი კაცი ცოტა თუ დარჩა ქვეყანაზე... ადრე მტერს რომ კაცი მოკლავდა და მეორე მოღალატე ქართველი რომ დაასმენდა იმას კლავდნენ და ეხლა კიდე სულ დაკარგეთ ვაჟკაცობა რომ ენას კბილი დააჭიროთ და იმ ადამიანს ადამიანური რჩევა მისცეთ. ციხეში გამომწყვდევით ადამიანი იღუპება დღეს და იგივე ადამიანი თქვენი რჩევით შეიძლება გამოსწორდეს და სინანულში ჩავარდეს. ხოლო თქვენ მილაყუნდებით მილიციაში , ჩაუკაკლავთ ყველაფერს და ეგაა გიორგი შენმა ძმამ რომ რამე დააშავოს შენ არსადაც არ მიხვალ ეგ უეჭველია !!! და სიტყვების სროლა არაა ყველაფერი. როგორც მამა შიომ თქვა: ჯერ უნდა იყო ქრისტიანი და ვაჟკაცი კაცი, ქართველი და მერე ყველაფერი დანარჩენიო... ვაჟკაცობა დღეს თურმე დასმენაში მდგომარეობს... ხოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება და დღეს ეს პირიქით ადამიანს ანადგურებს... უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი