დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 23 2008, 04:33 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქავთარაძე
ციტატა აჰა ესეიგი ახლობელი რაიმე საიდუმლოს რომ გაგანდობს ის უნდა გათქვა და ეგ ცოდვა არ იქნება და როცა არ გათქვამ ის კი ხო? ახლობლის საიდუმლოზე ვსაუბრობთ ჩვენ თუ მძიმე და საშიში დამნაშავისთვის ხელის დაფარებაზე???? საიდუმლო არ უნდა გასცე, ცხადია.... ციტატა რატო შე კაცო , თუ მას არააქ უფლება ამის გაკეთებისა მე ვინ მომცა ვინმეს მიერ გამხელილი საიდუმლო გავთქვა? იმიტომ, რომ ასე ამბობს საეკლესიო კანონი. აღსარებას ადამიანი აბარებს უფალს და არა მღვდელს, შესაბამისად, ის ინანიებს უფლის წინაშე. ხოლო შენ თვალწინ რომ მოხდა დანაშაული და შენ არხეინად ზიხარ და ხელს უწყობ დამნაშავეს, ხარ დანაშაულის თანამონაწილე. ციტატა ადრე მტერს რომ კაცი მოკლავდა და მეორე მოღალატე ქართველი რომ დაასმენდა იმას კლავდნენ ეს საიდან მოიტანე? ეგეთი რამე არ არსებობდა. მეტიც, დავით აღმაშენებლის სააჯო კარი (რომელიც შემდეგ ბევრ დიდ მეფეს ჰქონდა) სწორედ რომ დასმენას ემსახურებოდა, გლეხკაცები აზნაურების და თავადების ჩადენილ დანაშაულს აცნობებდნენ იქ მეფეს ციტატა ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რო ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ . გიორგი, ნუ იმისთვის, რაც ჩემ ძმას დაუწერე (მრცხვენია ასეთი ქართველები რომ არსებობდნენო) რამდენიმე დღიანი ბანი გეკუთვნოდა მაგრამ ჩემი ძმის გამო მიკერძოებაში რომ არ დავედანაშაულებინე ვინმეს, თავი შევიკავე. აწი მოუხმე ცოტა ჭკუას ადამიანი გასწავლიდეს და არ იღებდე, იშვიათია. "გონიერსა მწვრთნელი უყვარსო...", რუსთაველს უბრძანებია ციტატა როგორც მამა შიომ თქვა: ჯერ უნდა იყო ქრისტიანი და ვაჟკაცი კაცი, ქართველი და მერე ყველაფერი დანარჩენიო... ვაჟკაცობა დღეს თურმე დასმენაში მდგომარეობს... ქრისტიანი არის ის ვინც ემორჩილება ეკლესიის კანონებს და არა ის, ვინც დიდი ყანწით სვამს ეკლესიის სადღეგრძელოს. თუმცა, ჩანს ბასილი დიდის კანონი შენთვის არ არის ავტორიტეტი.... ციტატა ხოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება და დღეს ეს პირიქით ადამიანს ანადგურებს... შენ ბასილი დიდის კანონები საქართველოს პარლამენტის მიღებული კანონები ხომ არ გგონია, ყოველ მეორე დღეს რომ ცვლიან??? საეკლესიო მოძღვრება რომ უცვლელია, ახლა გავიგეთ? ციტატა უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? ცინიზმს მოეშვი. ამის გამო კანუდოსელმა ერთკვირიანი ბანი მიიღო და ისეც, ზრდილობა არ გაწყენდა და მთავარი, მე თუ ცოდვილი ვარ ეგ არ ნიშნავს, რომ ცოდვაზე უნდა ვთქვა კარგია-მეთქი ციტატა საერთოდ ლაპარაკს არ აქვს აზრი აქ და წაშალეთ ჩემი პოსტები ყველა, ძლიან გთხოვთ წაშლით არაფერი არ წაიშლება. თუ გრცხვენია შენი აზრის, შეგიძლია ბოდიში მოიხადო. აქ წასაშლელი არაფერია ბოლო სიტყვიერი გაფრთხილება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი