მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 23 2008, 06:47 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა "გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"... მდააა!!! უძლიერესია, გესმით, ვფიქრობ, ეს ისეთი რამეა, რომელიც თუ სულიდან არ მოგდის ვერ იტყვი, ვერ ახვალ, ვერ გადმოცემ, ვერ შეადარებ,ვერ შეაგრძნობინებ! ჩემთვის დიდი აღმოჩენა თავის დროზე იყო ოთარ ჭილაძე! საქართველოდან აქ თან წამოვიღე მისი II ტომი, და ჩვევა მაქვს ასეთი, ფანქრით მოვნიშნავ ხოლმე ლამაზ ნაწილს, ხოდა , ახლა საკმარისია სადმე გადავშალო და სულ ულამაზესი შედარებები მხვდება... აი დღის ნანადირევი : პროზა: " შეფუთნული ხელები მუთაქებივით ეყარა გულზე და გრძნობდა, როგორ სასიამოვნოდ აქუცმაცებდა შიგნიდან სევდის ვირთხა.." "ის ათი წელი მას არ ეკუთვნოდა, სამუდამოდ მოწყვეტოდა მის სიცოცხლეს და ცალკე ფართხალებდა, ხვლიკის კუდივით..." პოეზია: "და სულში იბრძვის ახალი სიმი, წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე. მე კი ვიზოგავ შენს ფერკმთალ ღიმილს, ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს"... .... "და სიკვდილამდე იმ სიტყვას ეძებ, მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს, ყველა ტკივილის ატანას აჩვევ." ღრმაა. ღრმა! იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი