დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
გიორგი |
Feb 23 2008, 07:08 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ქავთარაძე
ციტატა ცოტა დაწყნარდი შენ, და მართლა თავს ნუ გადახვალ, უფროსი რომ ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რო ყველაფერს მოგითმენ. ციტატა უბრალოდ ისაა შუაში კაცს დედა როგორ გაზრდის ციტატა ქუჩაშიც ბევრია შენნაირი აზროვნების ადამიანი ციტატა უი , თქვენ პატიმრობასა შინა მყოფთ თუ მოინახულებთ? წმინდანნო ძმანნო ჩიკვაიძენო? უზრდელი და მეტიჩარა ბავშვივით ნუ იქცევი... შენ არავინ არ გეკითხება ვინ როგორ გაზარდა დედამ და არც არავის არ მოუყენებია შენთვის შეურაცხყოფა პირადულში რომ გადმოდიხარ და საცინად აგდებით მიხსენიებ. ისწავლე უფროსის პატივისცემა და ისწავლე სჯულისკანონი. შენი არ იცი - არ იცი, სხვისი არ გინდა გაიგო - კაი, ეგეც გასაგებია, მაგრამ იმის მაგივრად რომ რაღაც ისწავლო შეურაცხყოფაზე და ცინიზმზე რატომ გადმოდიხარ?! ახლა, კიდევ თუ შეწყვიტავ ამ უაზრო კამათს და შეურაცხყოფებს, აგისხნი, როგორიც უნდა იყოს ქრისტეანის ხედვა: ციტატა ჰოდა ბასილი დიდის დროს მართლაც საჭირო იყო იმისი გაკეთება რასაც ის გვეუბნება წმინდა ბასილი დიდის მიერ დაწერილი ზემოთ მოყვანილი სიტყვები არის სჯულისკანონის ნაწილი, რომელიც გადმოსცემს ქრისტეანობის სწავლებას და დროში არ იცვლება საეკლესიო კრების გარეშე, საეკლესიო კრებას კი არ შეუცვლია. რაც შენ დაწერე თავიდან ბოლომდე მოდის წინააღმდეგობაში მართლმადიდებელი ეკლესიის ხედვასთან. ხომ გასაგებად ვწერ? მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ე.წ. "არ ჩაშვებას" განიხილავს დანაშაულის დამალვად და უწოდებს ცოდვას, შენ რაც ვაჟკაცობად მიგაჩნია ეგ წმინდანთა განმარტებით არის ცოდვა, შეიძლება მომაკვდინებელი ცოდვაც - გააჩნია რა დანაშაულს ვაფარებთ ხელს. გამონაკლისს წარმოადგენს სასულიერო პირისთვის განდობილი აღსარების საიდუმლო, როდესაც მოძღვარს არა აქვს უფლება მისი გათქმის, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ადამიანი, რომელიც დაინახავს სხვის ჩადენილ დანაშაულს, არ გააცხადებს და ხელს აფარებს მას, თანამონაწილე ხდება ჩადენილი დანაშაულისა და ცოდვისა და მართლმადიდებელი ეკლესია იმავე ეპიტიმიით სჯის მას, რითაც თვითონ ამ ბოროტმოქმედების ჩამდენი დაისჯებოდა. ეს ჩემი აზრი არ არის, არც რომელიმე სასულიერო პირის, არამედ ეს არის სჯულისკანონისმიერი ხედვა. თუ ჩემი არ გჯერა შე დალოცვილო რას ბრაზდები და ცინიკურად რატომ მელაპარაკები, ადექი გადაშალე წიგნი, წაიკითხე რა წერია სჯულისკანონში, რას ამბობს წმ. ბასილი დიდი ამის შესახებ. ამის შემდეგ მიდი და გადაიკითხე რას ნიშნავს ეკლესიის სწავლება და არის თუ არა შესაძლებელი, რომ დღეს შეიცვალოს სჯულისკანონი და ა.შ. ეს ყველაფერი გაარკვიე და თუ არ ეთანხმები შესაბამისად მის ავტორებს ედავე... P.S. კანონისტი ციტატა ნუ იმისთვის, რაც ჩემ ძმას დაუწერე (მრცხვენია ასეთი ქართველები რომ არსებობდნენო) რამდენიმე დღიანი ბანი გეკუთვნოდა სხვაც ბევრი დაწერა ჩემი შეურაცხმყოფელი მეორე პოსტში, მაგრამ არა უშავს... ჯერ პატარაა, უმცროსია და ეპატიება, არავითარი ბანი, ვორნი ან თუნდაც გაფრთხილება არაა საჭირო, უბრალოდ იქნებ როგორმე დიალოგი და კონსესუსის მიღწევა ვისწავლოთ ყველამ ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე. ასევე კარგი იქნებოდა არგუმენტირებული დისკუსია შევძლოთ წმინდა მამების, სჯულისკანონის თუ დოგმატური სწავლების დამოწმებით და რაც მთავარია: კამათის საგანი იყოს პრობლემატური საკითხები და არა მოკამათე პიროვნებების განკითხვა-სამარცხვინოობაზე საუბარი... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი