დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest |
Feb 23 2008, 10:16 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნუ ჰყვედრით ერთმანეთს, ბიჭებო, მოუსმინოთ ერთმანეთს და შევეცადოთ ისე მივიტანოთ ერთმანეთის აზრი ერთიმეორემდე.
ყველა პოსტი არ წამიკითხია, მხოლოდ სატაური და ეს ბოლო პოსტი წავიკითხე. ჩემი აზრი კი ასეთია: ჩაშვება გრეხია, მიხმარება გამოსწორებაში კი მადლი, მაგრამ თუ ისეთ დანაშაულებებთან გვაქვს საქმე, რომ ეს სხვებს ემუქრება ბევრ ცუდ რამეს უპირებს,მაშინ რათქმაუნდა ვერაფერს გავხდებით გარე ჩარევის გარეშე, თუმცა ახლობლის და მეგობრის შემთხვევაში ამ დროსაც ბევრი სხვა ფაქტორია, ძნელია ასე ზოგადი საუბარი. რაც შეეხება პატიმრების მონახულებას, ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენ სამივენი ამას მოყვასის დიდი სიყვარულით გააკეთებთ და ილოცებთ კიდეც მათთვის, ვისი ცხოვრებაც არასასიამოვნოდ წარიმართა. ღმერთი შეეწიოს ყველას და მათ შორის ჩვენც, პატიმრებშიც არის უდიდესი სინანული და უფალი არ დატოვებს მათ შესმენის გარეშე. პ.ს. მე მსგავსი შინაარსის კითხვა დავუსვი მამა ანდრიას და პასუხი გამცა, მოვძებნი ლინკს და დავდებ, მგონი საიტერესო იქნება თქვენთვის. პ.სს. http://church.ge/index.php?showtopic=3423 უფრო მოძღვრებს ეხება,მაგრამ პრიციპი გასათვალისწინებელია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი