მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Feb 23 2008, 10:24 PM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
ციტატა ჩემთვის დიდი აღმოჩენა თავის დროზე იყო ოთარ ჭილაძე! ოო ოთარ ჭილაძე გენიოსია, უძლიერესია მისი შემოქმედება პროზაც და პოეზიაც, რამდენჯერ დავაპირე თემის გახსნა და მერე ისევე გადავდე . არადა ძალიან მიყვარს , მისი "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და "გოდორი" მართლა კლასიკაა, რომანი- საგა, ჭილაძეს განუმეორებელი თხრობის სტილი აქვს მეც მისი თითქმის ყველა წიგნი მაქვს და სულ თან დამაქვს, დილასაც ვკითხულობდი "წათეს წითელი წაღები"-ს 35 წლის წინ დაწერილი დრამაა რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ გამოიცა ალბათ ვიდრე გამომიგზავნიდნენ მოსვენება მქონდა დაკარგული თემასაც რომ არ გადაუხვიოთ უძლიერესი შედარებები რატქმა უნდა უამრავია ჭილაძის შემოქმედებაშიც თუნდაც ეს... მეფეებივით ფიქრობენ მთები ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები, მთვარემ არაგვში შეასწრო თითქოს. . . ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი_ ლამის არაგვი შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს, რამე რომ ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები. ან ეს ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . . და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი, ( შენი ხელივით თბილი და მშვიდი ), ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი. და ჩემი სული ( თბილი და მშვიდი ) ზღაპრულ კოშკივით ნათდება უცებ. დღე კი მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . . ეს დღეც სისხლივით შეაშრა ფურცელს . . . -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი