დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Amuza |
Feb 23 2008, 10:53 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
დამსმენი დაისაჯოს ენის მოჭრით და საჩვენებელი თითის მოჭრით.
საერთოდ ვინც ვაჟკაცია იმან დანაშაულის აღიარებაც უნდა შეძლოს. მხილება სხვა არის და დასმენა სხვა არის. მხილებასაც ვაჟკაცობა უნდა, ყველას არ შეუძლია ამხილოს. მე დამსმენად მიმაჩნია ე.წ. "ანონიმკები" ერთი ისტორია მინდა მოკლედ მოგითხროთ, "დასმენას" რაც შეეხება. ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდი, იქ ზედა სართულზე ერთი არალეგალი ხორვატი ცანცარა ქალი ცხოვრობდა (მაშინ არ ქონდა ხორვატიას მოხსნილი სავიზო რეჟიმი), ჩემთან მოდიოდა ხშირად ტვ-ს საყურებლად,სადილზეც ვეძახდი ხშირად,მეცოდებოდა რაღაცნაირად. ამ ქალმა გაიცნო ვიღაც ახალგაზრდა ციგანი ბიჭი,იუგოსლავიელი ბოშა, მაგრამ სასწაულად არაკაცი, მოკლედ, იყო წივილი და ტირილი ყოველ ღამეს, ჩხუბობდნენ სულ, ერთ საღამოს მესმის სადარბაზოდან ყვრილი ამ ქალის "მიშველეეეეეეეეეთ", გავედი და რას ვხედავ, ვერ ვიცანი, ცხვირპირი დაჯეხილი, სისხლით მოთხვრილი მოგორავს კიბეებზე, ნუ იასნი იყო რაც მოხდა, ავაყენე და შემოვათრიე ჩემთან, რაც შემეძლო მოვწმინდე ეს სისხლი, ჩრილობები, წავუსვი მალამოები, დავამშვიდე. არ გასულა დიდი ხანი და ის დეგენერატი ახლა ჩემს კარებზე არახუნებს, ეძახის ამ ქალს გამოდი თორემ მოგკლავო, ბავშვები პატარები იყვნენ მაშინ, ამიტომ ვეღარ მოვითმინე რომ ჩამოიღო კარები, გავაღე კარი და არ დამძრახოთ ამ ციგანს მოხვდა ერთი (მხოლოდ ერთი) მარცხენა ყბის ქვეშ და ვნახა აბა ერთი რა მკვლელი ხარ თქვა, აქ მეორედ აღარ მოუახლოვდე, ამ კარებს თქვა, მოკლედ დავემუქრე რა. წავიდა ცხადია, მოსცილდა იქაურობას. არ გასულა რამდენიმე დღე და ამ სულელმა ქალმა ისევ გააგრძელა იმასთან ურთიერთობა, 2 დღე კი იყვნენ წესიერად და მესამე ღამეს კი 3 საათი იქნებოდა, ისმის კიდევ წიოკი, რტყმის ხმაც კი ისმოდა ისე უმოწყალოდ ურტყამდა (მეტირება ხოლმე ამას რომ ვიხსენებ რა დაუცველია ქალი ) , რა მექნა ახლა გეკითხებით თქვენ: ავსულიყავი და დამელეწა ის უპატრონო? იცით რა მოყვებოდა ამას? სროკს თუ არა სხეულის დაზიანებისთვის (რადგანაც ეს თავდაცვა არ იქნებოდა) პირობითს და ფულად სასჯელს მაინც მივიღებდი, ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს. ეს ისტორია იმიტომ დავწერე, რომ არის შემთხვევები აუცილებელი ხდება დასმენა, როცა საკუთარი ძალებით დანასაულის ხელისშეშლას ვერ ვახერხებთ. ბოდიში დიდი პოსტისთვის მე თუ მკითხავ ის ქალი ღირსი იყო. რადგან ვერ შეიგნო ეგრძნო წიხლები ფერდებში. ეს სულ სხვა მომენტია. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი